მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რატომ დატოვა ჩინეთის დელეგაციამ დავოსის ფორუმი ზელენსკის სიტყვის შემდეგ: დასახელდა მიზეზი

© AFP 2024 / FABRICE COFFRINIმსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დავოსში
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დავოსში - Sputnik საქართველო, 1920, 24.05.2022
გამოწერა
თბილისი, 24 მაისი — Sputnik. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩინეთის დელეგაციამ დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვას ტაში არ დაუკრა და დარბაზი მისი გამოსვლიდან მალევე დატოვა, სიმართლეს არ შეესაბამება, იუწყება სააგენტო Xinhua ჩინეთის დელეგაციაზე დაყრდნობით.
დელეგატების თქმით, დარბაზიდან მათ გასვლას წონადი მიზეზი ჰქონდა — ისინი ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელ ფატიჰ ბიროლთან დაგეგმილ მოლაპარაკებებზე ჩქარობდნენ.
ჩინეთის დელეგაციის საქციელი WEF-ის ზოგიერთმა მონაწილემ უკრაინის პრეზიდენტის მიმართ უპატივცემულობის აქტად აღიქვა.

„ჩინურმა დელეგაციამ საჯაროდ განაცხადა, რომ CNN-ის სიუჟეტი აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს. როგორც მათ Xinhua-ს განუცხადეს, ზელენსკის სიტყვით გამოსვლის დროს ისინი მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს აღმასრულებელ დირექტორ ფატიჰ ბიროლთან“, — იუწყება სააგენტო.

მანამდე ამერიკელმა კონგრესმენმა, რესპუბლიკელმა მაიკლ მაკკოლმა CNN-ის ეთერში განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტის სიტყვის შემდეგ „ყველა ფეხზე ამდგარი უკრავდა ტაშს, გარდა ჩინეთის დელეგაციისა“. მან ასევე წარმოადგინა ფოტო, რომელზეც მშვიდად მსხდომი ჩინელი დელეგატები იყვნენ აღბეჭდილი, მაშინ, როდესაც მათ გარშემო ფეხზე მდგომი სხვა დელეგაციები ოვაციებს უმართავდნენ ვოლოდიმირ ზელენსკის.
დავოსში სიტყვით გამოსვლისას ზელენსკიმ საერთაშორისო საზოგადოებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მაქსიმალურად გამკაცრებისკენ მოუწოდა, ასევე სხვა ქვეყნებს შესთავაზა, ითავონ უკრაინის ომით დაზარალებული რეგიონების „მფარველობა“.
მანამდე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორებმა გააუქმეს რუსეთის დელეგაციის მონაწილეობა ღონისძიებაში და გაყინეს კონტაქტები რუსეთთან.
ყველა ახალი ამბავი
0