ვაჭრობა საქართველოსა და რუსეთს შორის: გამოქვეყნდა ახალი სტატისტიკა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსატვირთოების რიგი საქართველო–რუსეთის საზღვარზე
სატვირთოების რიგი საქართველო–რუსეთის საზღვარზე - Sputnik საქართველო, 1920, 23.05.2022
გამოწერა
თბილისი, 23 მაისი — Sputnik. საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 2022 წლის იანვარი–აპრილში, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 17,9%-ით გაიზარდა და 559,7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. საქართველოდან რუსეთში ექსპორტი 0,4%-ით შემცირდა, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.
2022 წლის იანვარი–აპრილში საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში ექსპორტირებულია: 29,7 ათასი ტონა მინერალური და მტკნარი წყალი, 28 ათას ტონაზე მეტი ფეროშენადნობები, 12,3 ათასი ტონა ნატურალური ყურძნის ღვინო, 9,5 ათასი ტონა გაზიანი სასმელები და ა.შ.
„საქსტატის“ ინფორმაციით, საქართველოსთვის მარცვლეულისა და ფქვილის ყველაზე დიდ მომწოდებლად კვლავ რუსეთი რჩება. მიმდინარე წლის იანვარი–აპრილში მეზობელი ქვეყნიდან ჯამში 47,7 ათასი ტონა ხორბლის ფქვილია შემოტანილი.
მმართველი პარტია: რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებში ამორალური არაფერია>>>
რუსეთიდან ასევე შემოვიდა: 147,1 ათასი ტონა გაზი, 85 ათას ტონაზე მეტი ნავთობი და ნავთობპროდუქტები და ა.შ.
რუსეთი რჩება საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად. 2021 წელს ქვეყნებმა 1,6 მილიარდ დოლარზე მეტი ივაჭრეს, რაც 23,2%-ით მეტია 2020 წელთან შედარებით. ამასთან შარშან საქართველოდან რუსეთში ექსპორტი გაიზარდა 38,3%-ით, ხოლო იმპორტი რუსეთიდან საქართველოში – 15,8%-ით.
ყველა ახალი ამბავი
0