https://sputnik-georgia.com/20220426/kobaxidze-rusettan-savachro-urtiertobebshi-amoraluri-araperia-266243486.html
მმართველი პარტია: რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებში ამორალური არაფერია
მმართველი პარტია: რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებში ამორალური არაფერია
Sputnik საქართველო
კობახიძის თქმით, საქართველო რუსეთიდან პროდუქციის იმპორტირებას მხოლოდ შიდა მოხმარებისთვის ახორციელებს და არა გადაყიდვის მიზნით. 26.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-26T19:00+0400
2022-04-26T19:00+0400
2022-04-26T23:00+0400
საქართველო
უკრაინა
პოლიტიკა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/0b/250585036_0:147:2400:1497_1920x0_80_0_0_d1a50e7ed7f832f8a510824a90164fe6.jpg
თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. იმ შემთხვევაში, თუ საქართველო რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებს შეინარჩუნებს, ამაში კანონსაწინააღმდეგო და ამორალური არაფერია, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.კობახიძემ კომენტარი გააკეთა სოციალურ ქსელში გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე, რომელიც, სავარაუდოდ, შედგა ქართველ მილიარდერ ბიძინა ივანიშვილსა და რუს ოლიგარქ ვლადიმირ ევტუშენკოვს შორის, რომელიც უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე დასავლეთის სანქციების სიაშია შეყვანილი.მისი თქმით, არავინ იცის, ავთენტურია თუ არა ჩანაწერი, და ასეც რომ იყოს, იქ მხოლოდ რაღაც სავაჭრო ურთიერთობებზეა საუბარი.„თქვენ იცით, რომ საქართველომ ოფიციალურად დაადასტურა საკუთარი პოზიცია ამ თემაზე. კერძოდ, საქართველო ინარჩუნებს სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთის ფედერაციასთან“, – განაცხადა კობახიძემ.კობახიძის თქმით, საქართველო რუსეთიდან პროდუქციის იმპორტირებას მხოლოდ შიდა მოხმარებისთვის ახორციელებს და არა გადაყიდვის მიზნით.სტატისტიკის თანახმად, 2022 წლის იანვარი–მარტში, გასულ წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოსა და რუსეთს შორის ტვირთბრუნვა 16,8%-ით გაიზარდა და 383,3 მლნ დოლარი შეადგინა, მათ შორის საქართველოდან რუსეთში ექსპორტი 2,8%-ით, იმპორტი კი 23,7%-ით გაიზარდა.პაპუაშვილის კომენტარი ჩანაწერზე, რომელშიც თითქოსდა ივანიშვილი მონაწილეობს>>>რუსეთი რჩება საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად. 2021 წელს ქვეყნებმა 1,6 მილიარდ დოლარზე მეტი ივაჭრეს, რაც 23,2%-ით მეტია 2020 წელთან შედარებით. ამასთან საქართველოდან რუსეთში ექსპორტი გაიზარდა 38,3%-ით, ხოლო იმპორტი რუსეთიდან საქართველოში – 15,8%-ით.რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარი 24 თებერვალს შეიყვანა. ამის შემდეგ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის მიმართ ეკონომიკური სანქციები გაამკაცრეს.საქართველომ უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე, მაგრამ ყველა საერთაშორისო ფორმატის ფარგლებში უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა.კერძოდ, საქართველომ მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებას ორგანიზაციაში რუსეთის წარმომადგენლობის უფლების შეჩერების შესახებ, ასევე მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას, რომელიც გმობს რუსეთის ქმედებებს, შეუერთდა ევროკავშირის სანქციებს დონბასთან მიმართებით, ასევე იყო მათ შორის, ვინც ჰააგის ტრიბუნალს მიმართა უკრაინაში სავარაუდო სამხედრო დანაშაულების გამოძიების დაწყებისთვის.
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/0b/250585036_302:154:2230:1600_1920x0_80_0_0_b9a5d3738d81c0f56643965ce56479be.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, უკრაინა , პოლიტიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, უკრაინა , პოლიტიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
მმართველი პარტია: რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებში ამორალური არაფერია
19:00 26.04.2022 (განახლებულია: 23:00 26.04.2022) კობახიძის თქმით, საქართველო რუსეთიდან პროდუქციის იმპორტირებას მხოლოდ შიდა მოხმარებისთვის ახორციელებს და არა გადაყიდვის მიზნით.
თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. იმ შემთხვევაში, თუ საქართველო რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებს შეინარჩუნებს, ამაში კანონსაწინააღმდეგო და ამორალური არაფერია, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
კობახიძემ კომენტარი გააკეთა სოციალურ ქსელში გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე, რომელიც, სავარაუდოდ, შედგა ქართველ მილიარდერ ბიძინა ივანიშვილსა და რუს ოლიგარქ ვლადიმირ ევტუშენკოვს შორის, რომელიც უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე დასავლეთის სანქციების სიაშია შეყვანილი.
„შეგახსენებთ, რომ იგივე უკრაინა ინარჩუნებს გარკვეულ სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთის ფედერაციასთან. კერძოდ, უკრაინა რუსეთისგან იღებს გაზს, მათ შორის პირადი მოხმარებისა და ევროკავშირის ქვეყნებში ტრანზიტისთვის. აქედან გამომდინარე, იმაში, რომ საქართველო რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებს ინარჩუნებს, კანონსაწინააღმდეგო და ამორალური არაფერია“, – განაცხადა კობახიძემ ბრიფინგზე.
მისი თქმით, არავინ იცის, ავთენტურია თუ არა ჩანაწერი, და ასეც რომ იყოს, იქ მხოლოდ რაღაც სავაჭრო ურთიერთობებზეა საუბარი.
„თქვენ იცით, რომ საქართველომ ოფიციალურად დაადასტურა საკუთარი პოზიცია ამ თემაზე. კერძოდ, საქართველო ინარჩუნებს სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთის ფედერაციასთან“, – განაცხადა კობახიძემ.
კობახიძის თქმით, საქართველო რუსეთიდან პროდუქციის იმპორტირებას მხოლოდ შიდა მოხმარებისთვის ახორციელებს და არა გადაყიდვის მიზნით.
სტატისტიკის თანახმად, 2022 წლის იანვარი–მარტში, გასულ წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოსა და რუსეთს შორის ტვირთბრუნვა 16,8%-ით გაიზარდა და 383,3 მლნ დოლარი შეადგინა, მათ შორის საქართველოდან რუსეთში ექსპორტი 2,8%-ით, იმპორტი კი 23,7%-ით გაიზარდა.
რუსეთი რჩება საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად. 2021 წელს ქვეყნებმა 1,6 მილიარდ დოლარზე მეტი ივაჭრეს, რაც 23,2%-ით მეტია 2020 წელთან შედარებით. ამასთან საქართველოდან რუსეთში ექსპორტი გაიზარდა 38,3%-ით, ხოლო იმპორტი რუსეთიდან საქართველოში – 15,8%-ით.
რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარი 24 თებერვალს შეიყვანა. ამის შემდეგ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის მიმართ ეკონომიკური სანქციები გაამკაცრეს.
საქართველომ უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე, მაგრამ ყველა საერთაშორისო ფორმატის ფარგლებში უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა.
კერძოდ, საქართველომ მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებას ორგანიზაციაში რუსეთის წარმომადგენლობის უფლების შეჩერების შესახებ, ასევე მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას, რომელიც გმობს რუსეთის ქმედებებს, შეუერთდა ევროკავშირის სანქციებს დონბასთან მიმართებით, ასევე იყო მათ შორის, ვინც ჰააგის ტრიბუნალს მიმართა უკრაინაში სავარაუდო სამხედრო დანაშაულების გამოძიების დაწყებისთვის.