https://sputnik-georgia.com/20220426/papuasvilis-komentari-canawerze-romelsic-titqosda-ivanisvili-monawileobs-266241258.html
პაპუაშვილის კომენტარი ჩანაწერზე, რომელშიც თითქოსდა ივანიშვილი მონაწილეობს
პაპუაშვილის კომენტარი ჩანაწერზე, რომელშიც თითქოსდა ივანიშვილი მონაწილეობს
Sputnik საქართველო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გამორიცხავს ივანიშვილისა და ევტუშენკოვის საუბრის ჩანაწერის ავთენტურობას. 26.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-26T15:44+0400
2022-04-26T15:44+0400
2022-04-26T21:19+0400
საქართველო
ახალი ამბები
რუსეთი
უკრაინა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/1b/263179797_0:0:1200:675_1920x0_80_0_0_925357f12ba35f69844f3688830757af.jpg
თბილისი, 26 აპრილი – Sputnik. საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციული კამპანია წარმოებს, რომლის მთავარი მიზანია არეულობების გამოწვევა და ქვეყნის ომში ჩართვა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.ასეთი კომენტარი გააკეთა პაპუაშვილმა ინტერნეტით გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე, რომელშიც, სავარაუდოდ, ქართველი მილიარდერის, „ქართული ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის ვლადიმირ ევტუშენკოვის საუბარი ისმის. ევტუშენკოვი უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით დასავლეთის სანქციების სიაშია შეყვანილი.ეს არის სასწავლო მაგალითი იმისა, თუ როგორ მზადდება და შემდეგ როგორ ხორციელდება დეზინფორმაციული კამპანია ე.წ. ჩანაწერების გზით, რომლებიც შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რომ მონტაჟია, აღნიშნა პაპუაშვილმა.YouTube-ზე გამოქვეყნდა 10 მარტით დათარიღებული აუდიოჩანაწერი, რომელშიც თითქოსდა ბიძინა ივანიშვილი ტელეფონით ესაუბრება რუსული სააქციო-საფინანსო კორპორაცია „სისტემის“ დირექტორთა საბჭოს ყოფილ თავმჯდომარეს ვლადიმირ ევტუშენკოვს. ევტუშენკოვი ივანიშვილს მარცვლეულთან დაკავშირებით იდეას სთავაზობს.ჩანაწერის მიხედვით, რომლის ავთენტურობა დადგენილი არ არის, ევტუშენკოვის წარმომადგენელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უნდა შეხვდეს.მეორე ჩანაწერში კი, რომელიც 12 მარტით თარიღდება, სავარაუდოდ, ივანიშვილი ახსენებს ბიზნესმენების პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას.ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება მოითხოვეს: ქვეყნდება სკანდალური აუდიოჩანაწერი>>პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მომხრეები მუდმივად აკრიტიკებენ საქართველოს ხელისუფლებას რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე უარის გამო. მმართველ პარტიაში კი ამას იმით ხსნიან, რომ სანქციების გამო თვითონ საქართველო დაზარალდება. ისინი ოპოზიციონერებს ქვეყნის ომში ჩართვის სურვილში ადანაშაულებენ.აუდიოჩანაწერის გავრცელების შემდეგ ბიძინა ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესებას, ქართული მოძრაობა „სირცხვილიას" პარალელურად, ითხოვს უკრაინის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერი დავით არახამია, რომელმაც ამ მოწოდებით აშშ-სა და ევროკავშირს მიმართა. მისი თქმით, მთავარი ქართველი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი მჭიდროდ არის დაკავშირებული რუსეთის პოლიტიკურ ელიტასთან.რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარი 24 თებერვალს შეიყვანა. ამის შემდეგ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის მიმართ ეკონომიკური სანქციები გაამკაცრეს.პაპუაშვილი: „ნაცმოძრაობა“ უკრაინის თემით მანიპულირებს>>საქართველომ უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე, მაგრამ ყველა საერთაშორისო ფორმატის ფარგლებში უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა. კერძოდ, საქართველომ მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებას ორგანიზაციაში რუსეთის წარმომადგენლობის უფლების შეჩერების შესახებ, ასევე მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას, რომელიც გმობს რუსეთის ქმედებებს, შეუერთდა ევროკავშირის სანქციებს დონბასთან მიმართებით, ასევე იყო მათ შორის, ვინც ჰააგის ტრიბუნალს მიმართა უკრაინაში სავარაუდო სამხედრო დანაშაულების გამოძიების დაწყებისთვის.
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/1b/263179797_58:0:1103:784_1920x0_80_0_0_d61b97bf70a6cde750aab304169c7c68.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ახალი ამბები, რუსეთი, უკრაინა , საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , პოლიტიკა
საქართველო, ახალი ამბები, რუსეთი, უკრაინა , საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , პოლიტიკა
პაპუაშვილის კომენტარი ჩანაწერზე, რომელშიც თითქოსდა ივანიშვილი მონაწილეობს
15:44 26.04.2022 (განახლებულია: 21:19 26.04.2022) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გამორიცხავს ივანიშვილისა და ევტუშენკოვის საუბრის ჩანაწერის ავთენტურობას.
თბილისი, 26 აპრილი – Sputnik. საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციული კამპანია წარმოებს, რომლის მთავარი მიზანია არეულობების გამოწვევა და ქვეყნის ომში ჩართვა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
ასეთი კომენტარი გააკეთა პაპუაშვილმა ინტერნეტით გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე, რომელშიც, სავარაუდოდ, ქართველი მილიარდერის, „ქართული ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის ვლადიმირ ევტუშენკოვის საუბარი ისმის. ევტუშენკოვი უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით დასავლეთის სანქციების სიაშია შეყვანილი.
„რა ადასტურებს იმას, რომ ეს ჩანაწერი ავთენტურია? – არაფერი... ჭორის გამავრცელებელმა უნდა ამტკიცოს, რომ ჭორი სიმართლეა და არა ჭორის ადრესატმა. ეს არის მთლიანად დეზინფორმაციული კამპანიის კონვეიერი საქართველოს სახელმწიფოსა და ხალხის წინააღმდეგ, რომლის მიზანია არეულობა ქვეყანაში და ქვეყნის ომში ჩართვა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ეს არის სასწავლო მაგალითი იმისა, თუ როგორ მზადდება და შემდეგ როგორ ხორციელდება დეზინფორმაციული კამპანია ე.წ. ჩანაწერების გზით, რომლებიც შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რომ მონტაჟია, აღნიშნა პაპუაშვილმა.
YouTube-ზე გამოქვეყნდა 10 მარტით დათარიღებული აუდიოჩანაწერი, რომელშიც თითქოსდა ბიძინა ივანიშვილი ტელეფონით ესაუბრება რუსული სააქციო-საფინანსო კორპორაცია „სისტემის“ დირექტორთა საბჭოს ყოფილ თავმჯდომარეს ვლადიმირ ევტუშენკოვს. ევტუშენკოვი ივანიშვილს მარცვლეულთან დაკავშირებით იდეას სთავაზობს.
ჩანაწერის მიხედვით, რომლის ავთენტურობა დადგენილი არ არის, ევტუშენკოვის წარმომადგენელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უნდა შეხვდეს.
მეორე ჩანაწერში კი, რომელიც 12 მარტით თარიღდება, სავარაუდოდ, ივანიშვილი ახსენებს ბიზნესმენების პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას.
პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მომხრეები მუდმივად აკრიტიკებენ საქართველოს ხელისუფლებას რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე უარის გამო. მმართველ პარტიაში კი ამას იმით ხსნიან, რომ სანქციების გამო თვითონ საქართველო დაზარალდება. ისინი ოპოზიციონერებს ქვეყნის ომში ჩართვის სურვილში ადანაშაულებენ.
აუდიოჩანაწერის გავრცელების შემდეგ ბიძინა ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესებას, ქართული მოძრაობა „სირცხვილიას" პარალელურად, ითხოვს უკრაინის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერი დავით არახამია, რომელმაც ამ მოწოდებით აშშ-სა და ევროკავშირს მიმართა. მისი თქმით, მთავარი ქართველი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი მჭიდროდ არის დაკავშირებული რუსეთის პოლიტიკურ ელიტასთან.
რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარი 24 თებერვალს შეიყვანა. ამის შემდეგ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის მიმართ ეკონომიკური სანქციები გაამკაცრეს.
საქართველომ უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე, მაგრამ ყველა საერთაშორისო ფორმატის ფარგლებში უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა.
კერძოდ, საქართველომ მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებას ორგანიზაციაში რუსეთის წარმომადგენლობის უფლების შეჩერების შესახებ, ასევე მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას, რომელიც გმობს რუსეთის ქმედებებს, შეუერთდა ევროკავშირის სანქციებს დონბასთან მიმართებით, ასევე იყო მათ შორის, ვინც ჰააგის ტრიბუნალს მიმართა უკრაინაში სავარაუდო სამხედრო დანაშაულების გამოძიების დაწყებისთვის.