https://sputnik-georgia.com/20220523/rusets-msoflios-ufasod-gamokvebas-stxoven-266833091.html
რუსეთისგან მთელი მსოფლიოს უფასოდ გამოკვებას მოითხოვენ
რუსეთისგან მთელი მსოფლიოს უფასოდ გამოკვებას მოითხოვენ
Sputnik საქართველო
ვიქტორია ნიკიფოროვა 23.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-23T15:54+0400
2022-05-23T15:54+0400
2022-05-23T18:30+0400
მოსაზრება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22810/91/228109135_0:0:3150:1773_1920x0_80_0_0_ae2c52ed2fc84842d8833e75cc9e0f63.jpg
ვიქტორია ნიკიფოროვაცოტა ხნის წინ იმაზე ვწერდით, რომ ზაფხულში კოლექტიური დასავლეთი სასურსათო კრიზისში დაგვადანაშაულებდა, თუმცა დრო ვერ გამოვიცანით. პარტნიორებმა ზაფხულამდე ვერ მოითმინეს. ბრიტანელი, გერმანელი და ამერიკელი თანამდებობის პირები მთელ მსოფლიოს მოსალოდნელი შიმშილით აშინებენ და მთელ პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებენ.კონკრეტულად რას ედავებიან რუსეთს? პირველ რიგში, სპეციალურ სამხედრო ოპერაციას, რომელიც საფრთხეს უქმნის უკრაინაში მარცვლის თესვის კამპანიას. მეორეც - აზოვისა და შავი ზღვის ნავსადგურების ბლოკირებას, რომლის გამოც გემებს უკრაინული ხორბალი ვერ გააქვთ.მაგრამ სინამდვილეში პორტები თავად უკრაინელებმა ჩაკეტეს. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დანაღმეს აკვატორიის ყველა მონაკვეთი. შტორმის შემდეგ ეს ნაღმები მოწყდა და ღია ზღვაში გაცურა. ახლა ისინი შავი ზღვის დინებას გაურკვეველი მიმართულებით მიაქვს. ამ პირობებში რაიმე კომერციული რეისების დანიშვნა სიკვდილის ტოლფასია.რაც შეეხება სპეცოპერაციას, რასაკვირველია, აჯობებდა ყველა მიზნის მიღწევამდე მისი დასრულება. მაგრამ როგორ უნდა გაკეთდეს ეს ახლა, თუ ყველა დასავლელი პარტნიორი უკრაინას იარაღით ავსებს და უმოწყალოდ ერეკება ფრონტისკენ?!შტატების დამოკიდებულება უკრაინისადმი კარგი ილუსტრაციაა იმ ფაქტისა, რომ მთელი ბოლო კვირის განმავლობაში ვაშინგტონი „ეძებს გზებს“, რათა უკრაინის საცავებიდან 20 მილიონი ტონა ხორბალი გაიტანოს. თავად უკრაინელები რას შეჭამენ? ალბათ ჰუმანიტარულ დახმარებას რუსეთიდან.რას ითხოვენ ამ კონტექსტში მოსკოვისგან დასავლელი პარტნიორები? სასუქებისა და ყველა სახის სურსათის უწყვეტად მიწოდებას. რუსეთი ხომ დღეს ხორბლისა და ზეთის მიმწოდებელი ლიდერი ქვეყანაა, დიდი ოდენობით გააქვს შაქარი, სიმინდი, პარკოსნები...სწორედ ამ პროდუქტების ექსპორტზეა დაწესებული შეზღუდვები 31 აგვისტომდე, რუსეთის სასურსათო უსაფრთხოების დასაცავად. ეს შეზღუდვები ძალიან არ მოსწონს დასავლეთს.ვაშინგტონმა ჯერ კიდევ მარტში გააუქმა „ჯოჯოხეთური სანქციები“ რუსეთიდან გასატან სოფლის მეურნეობის პროდუქციასა და სასუქებზე. მაგრამ დეფიციტი მაინც ისეთია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისტერიკაშია: „რუსეთმა უნდა შეწყვიტოს სასუქებისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის შეწყვეტის მუქარა ქვეყნებში, რომლებიც მის აგრესიას აკრიტიკებენ“.მაგრამ ეს ქვეყნები მხოლოდ კრიტიკით არ შემოიფარგლებიან. მათ აიძულეს თავიანთი ინვესტორები და ბიზნესმენები, დაეხურათ კომპანიები რუსეთში, გააჩაღეს რუსოფობიური ისტერიკა, სანქციებით ემუქრებიან ქვეყნებს მოსკოვთან თანამშრომლობისთვის.ახლა კი მოშივდათ. დასავლელ პარტნიორებს არ სურთ პრობლემის აღიარება, მხოლოდ მომავალ შიმშილობაზე ლაპარაკობენ აზიასა და აფრიკაში. მაგრამ შემოდგომაზე ფასების ზრდა შიმშილობას აშშ-სა და ევროპაშიც გამოიწვევს.აშშ და კანადა მსოფლიოს მთელი ხორბლის მეოთხედს აწარმოებენ. მოსაწონი საქციელი არ არის გაძვირება ხელოვნურად შექმნილი დეფიციტის ხარჯზე, შემდეგ კი უღარიბესი ქვეყნების ხარჯზე გამდიდრება.შემოდგომამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, მსოფლიო ბაზარზე კი უკვე არ ჰყოფნით პროდუქტები რუსეთიდან. ამერიკელი პარტნიორების აზრით, ეს ნიშნავს, რომ მოსკოვმა „სურსათი თავის იარაღად აქცია“.რუსეთი ყოველთვის ასრულებდა აღებულ ვალდებულებებს და ამარაგებდა დასავლელ კონტრაგენტებს პროდუქტებით. მაგრამ მათ გაუგონარი სანქციები დაუწესეს რუსეთს, ფაქტობრივად, გაწყვიტეს ფინანსური კავშირი დასავლეთსა და რუსეთს შორის. თუ მათ საკვებსა და სასუქებს მივაწვდით, გავრისკავთ უფულოდ დარჩენას. თუ რომელიმე ქვეყანა მოისურვებს პატიოსნად საფასურის გადახდას, ვაშინგტონი ნებისმიერ დროს შეძლებს მისთვის სანქციების დაწესებას.დღეს რუსეთის სასურსათო უსაფრთხოება უზრუნველყოფილია. მეგობარი ქვეყნები, როგორებიც არიან აფრიკის, აზიისა და სამხრეთ ამერიკის ღარიბი სახელმწიფოები, რუსეთისგან პროდუქტს მიიღებენ. არამეგობარ ქვეყნებს კი მოცდა მოუწევთ.მარცვლეული გიჟური ტემპით ძვირდება. სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებელი ქვეყნები მსოფლიოს ემიჯნებიან. მაგალითად, ინდოეთმა აკრძალა ხორბლის ექსპორტი, რადგან მთავრობა ხედავს ტურბულენტობას ბაზრებზე და თავის არამდიდარ მოსახლეობაზე ზრუნავს.კრიზისის ფონზე უცნაურად გამოიყურება რუსეთი, რომელიც ოცდაათი წელი მსოფლიო ეკონომიკის სუსტ რგოლად ითვლებოდა. არაფრად იყო მიჩნეული ნახშირწყალბადები, რუსული ნედლეული, ხორბალი... საინფორმაციო ტექნოლოგიები, ფინანსური სპეკულაციები ეკოლოგიაზე, მომსახურების ინდუსტრია – აი, რით იკვებებოდა პროგრესული კაცობრიობა.უცებ კი აღმოჩნდა, რომ მთელი ეს პოსტინდუსტრიალიზმი ჩვენი საწვავით მოძრაობდა, ჩვენს პურსა და შაქარს ჭამდა. ამასთან, რუსეთისკენ ამრეზით იყურებოდა. სულ რაღაც ნახევარი წლის წინ ოფიციალურად ითვლებოდა „განვითარებად ქვეყნად“. ანუ რუსეთზე სრულად დამოკიდებული ქვეყნები, რომლებიც თავიანთ ტერიტორიებზე არაფერს აწარმოებდნენ, იყვნენ ოქროს მილიარდი, სანატრელი შვიდეული, რომლისკენაც ყველა ისწრაფოდა.დღეს რუსეთი მსოფლიო რეიტინგებში სულაც ფსკერზე დაეშვა. ამის მიუხედავად, ის ყველაზე უკეთ უმკლავდება თანამედროვე „იდეალურ შტორმს“ ყველა ასპექტში – ეკონომიკურად, სამხედრო თუ პოლიტიკური თვალსაზრისით. ყველას რაღაც სჭირდება რუსეთისგან – ზოგს ხორბალი, ზოგს ზეთი, ზოგს მზესუმზირა, ვიღაცას ნავთობი და გაზი.ალბათ ღირს ზეექსკლუზიური საქონლის ექსპორტზე გადასვლა და ნედლეულის გარდაქმნა ფუფუნების საგნად. რუსული ბრენდების დამზადება და ამ ბრენდისთვის დამატებითი ფასის დაწესება.თუ დასავლელი პარტნიორებისთვის ის, რაც დღეს ხდება, კრიზისია, ჩვენთვის ეს შესაძლებლობაა.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
https://sputnik-georgia.com/20220425/ris-esinia-tramps-266223014.html
https://sputnik-georgia.com/20220415/msoflio-amerikas-ar-ujerebs-266017697.html
https://sputnik-georgia.com/20220411/rusetis-dasamarcxeblad-germania-tavii-ekonomikit-riskavs-265902808.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22810/91/228109135_274:0:3005:2048_1920x0_80_0_0_f389f99d672f09a491ee41d787e8f698.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მოსაზრება
ცოტა ხნის წინ იმაზე ვწერდით, რომ ზაფხულში კოლექტიური დასავლეთი სასურსათო კრიზისში დაგვადანაშაულებდა, თუმცა დრო ვერ გამოვიცანით. პარტნიორებმა ზაფხულამდე ვერ მოითმინეს. ბრიტანელი, გერმანელი და ამერიკელი თანამდებობის პირები მთელ მსოფლიოს მოსალოდნელი შიმშილით აშინებენ და მთელ პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებენ.
კონკრეტულად რას ედავებიან რუსეთს? პირველ რიგში, სპეციალურ სამხედრო ოპერაციას, რომელიც საფრთხეს უქმნის უკრაინაში მარცვლის თესვის კამპანიას. მეორეც - აზოვისა და შავი ზღვის ნავსადგურების ბლოკირებას, რომლის გამოც გემებს უკრაინული ხორბალი ვერ გააქვთ.
მაგრამ სინამდვილეში პორტები თავად უკრაინელებმა ჩაკეტეს. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დანაღმეს აკვატორიის ყველა მონაკვეთი. შტორმის შემდეგ ეს ნაღმები მოწყდა და ღია ზღვაში გაცურა. ახლა ისინი შავი ზღვის დინებას გაურკვეველი მიმართულებით მიაქვს. ამ პირობებში რაიმე კომერციული რეისების დანიშვნა სიკვდილის ტოლფასია.
რაც შეეხება სპეცოპერაციას, რასაკვირველია, აჯობებდა ყველა მიზნის მიღწევამდე მისი დასრულება. მაგრამ როგორ უნდა გაკეთდეს ეს ახლა, თუ ყველა დასავლელი პარტნიორი უკრაინას იარაღით ავსებს და უმოწყალოდ ერეკება ფრონტისკენ?!
შტატების დამოკიდებულება უკრაინისადმი კარგი ილუსტრაციაა იმ ფაქტისა, რომ მთელი ბოლო კვირის განმავლობაში ვაშინგტონი „ეძებს გზებს“, რათა უკრაინის საცავებიდან 20 მილიონი ტონა ხორბალი გაიტანოს. თავად უკრაინელები რას შეჭამენ? ალბათ ჰუმანიტარულ დახმარებას რუსეთიდან.
რას ითხოვენ ამ კონტექსტში მოსკოვისგან დასავლელი პარტნიორები? სასუქებისა და ყველა სახის სურსათის უწყვეტად მიწოდებას. რუსეთი ხომ დღეს ხორბლისა და ზეთის მიმწოდებელი ლიდერი ქვეყანაა, დიდი ოდენობით გააქვს შაქარი, სიმინდი, პარკოსნები...
სწორედ ამ პროდუქტების ექსპორტზეა დაწესებული შეზღუდვები 31 აგვისტომდე, რუსეთის სასურსათო უსაფრთხოების დასაცავად. ეს შეზღუდვები ძალიან არ მოსწონს დასავლეთს.
ვაშინგტონმა ჯერ კიდევ მარტში გააუქმა „ჯოჯოხეთური სანქციები“ რუსეთიდან გასატან სოფლის მეურნეობის პროდუქციასა და სასუქებზე. მაგრამ დეფიციტი მაინც ისეთია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისტერიკაშია: „რუსეთმა უნდა შეწყვიტოს სასუქებისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის შეწყვეტის მუქარა ქვეყნებში, რომლებიც მის აგრესიას აკრიტიკებენ“.
მაგრამ ეს ქვეყნები მხოლოდ კრიტიკით არ შემოიფარგლებიან. მათ აიძულეს თავიანთი ინვესტორები და ბიზნესმენები, დაეხურათ კომპანიები რუსეთში, გააჩაღეს რუსოფობიური ისტერიკა, სანქციებით ემუქრებიან ქვეყნებს მოსკოვთან თანამშრომლობისთვის.
ახლა კი მოშივდათ. დასავლელ პარტნიორებს არ სურთ პრობლემის აღიარება, მხოლოდ მომავალ შიმშილობაზე ლაპარაკობენ აზიასა და აფრიკაში. მაგრამ შემოდგომაზე ფასების ზრდა შიმშილობას აშშ-სა და ევროპაშიც გამოიწვევს.
აშშ და კანადა მსოფლიოს მთელი ხორბლის მეოთხედს აწარმოებენ. მოსაწონი საქციელი არ არის გაძვირება ხელოვნურად შექმნილი დეფიციტის ხარჯზე, შემდეგ კი უღარიბესი ქვეყნების ხარჯზე გამდიდრება.
შემოდგომამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, მსოფლიო ბაზარზე კი უკვე არ ჰყოფნით პროდუქტები რუსეთიდან. ამერიკელი პარტნიორების აზრით, ეს ნიშნავს, რომ მოსკოვმა „სურსათი თავის იარაღად აქცია“.
რუსეთი ყოველთვის ასრულებდა აღებულ ვალდებულებებს და ამარაგებდა დასავლელ კონტრაგენტებს პროდუქტებით. მაგრამ მათ გაუგონარი სანქციები დაუწესეს რუსეთს, ფაქტობრივად, გაწყვიტეს ფინანსური კავშირი დასავლეთსა და რუსეთს შორის. თუ მათ საკვებსა და სასუქებს მივაწვდით, გავრისკავთ უფულოდ დარჩენას. თუ რომელიმე ქვეყანა მოისურვებს პატიოსნად საფასურის გადახდას, ვაშინგტონი ნებისმიერ დროს შეძლებს მისთვის სანქციების დაწესებას.
დღეს რუსეთის სასურსათო უსაფრთხოება უზრუნველყოფილია. მეგობარი ქვეყნები, როგორებიც არიან აფრიკის, აზიისა და სამხრეთ ამერიკის ღარიბი სახელმწიფოები, რუსეთისგან პროდუქტს მიიღებენ. არამეგობარ ქვეყნებს კი მოცდა მოუწევთ.
მარცვლეული გიჟური ტემპით ძვირდება. სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებელი ქვეყნები მსოფლიოს ემიჯნებიან. მაგალითად, ინდოეთმა აკრძალა ხორბლის ექსპორტი, რადგან მთავრობა ხედავს ტურბულენტობას ბაზრებზე და თავის არამდიდარ მოსახლეობაზე ზრუნავს.
კრიზისის ფონზე უცნაურად გამოიყურება რუსეთი, რომელიც ოცდაათი წელი მსოფლიო ეკონომიკის სუსტ რგოლად ითვლებოდა. არაფრად იყო მიჩნეული ნახშირწყალბადები, რუსული ნედლეული, ხორბალი... საინფორმაციო ტექნოლოგიები, ფინანსური სპეკულაციები ეკოლოგიაზე, მომსახურების ინდუსტრია – აი, რით იკვებებოდა პროგრესული კაცობრიობა.
უცებ კი აღმოჩნდა, რომ მთელი ეს პოსტინდუსტრიალიზმი ჩვენი საწვავით მოძრაობდა, ჩვენს პურსა და შაქარს ჭამდა. ამასთან, რუსეთისკენ ამრეზით იყურებოდა. სულ რაღაც ნახევარი წლის წინ ოფიციალურად ითვლებოდა „განვითარებად ქვეყნად“. ანუ რუსეთზე სრულად დამოკიდებული ქვეყნები, რომლებიც თავიანთ ტერიტორიებზე არაფერს აწარმოებდნენ, იყვნენ ოქროს მილიარდი, სანატრელი შვიდეული, რომლისკენაც ყველა ისწრაფოდა.
დღეს რუსეთი მსოფლიო რეიტინგებში სულაც ფსკერზე დაეშვა. ამის მიუხედავად, ის ყველაზე უკეთ უმკლავდება თანამედროვე „იდეალურ შტორმს“ ყველა ასპექტში – ეკონომიკურად, სამხედრო თუ პოლიტიკური თვალსაზრისით. ყველას რაღაც სჭირდება რუსეთისგან – ზოგს ხორბალი, ზოგს ზეთი, ზოგს მზესუმზირა, ვიღაცას ნავთობი და გაზი.
ალბათ ღირს ზეექსკლუზიური საქონლის ექსპორტზე გადასვლა და ნედლეულის გარდაქმნა ფუფუნების საგნად. რუსული ბრენდების დამზადება და ამ ბრენდისთვის დამატებითი ფასის დაწესება.
თუ დასავლელი პარტნიორებისთვის ის, რაც დღეს ხდება, კრიზისია, ჩვენთვის ეს შესაძლებლობაა.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე