„მსოფლიოს ასეთ საფრთხეში არასდროს ყოფილა“: რის ეშინია ტრამპს?

© AP Photo / John RaouxДональд Трамп
Дональд Трамп - Sputnik საქართველო, 1920, 25.04.2022
გამოწერა
ვიქტორია ნიკიფოროვა
ამ დღეებში Heritage Foundation-ში გამოსვლისას, აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა თანამოქალაქეებს უთხრა, რომ ისინი ცხოვრობენ „ქვეყნის ისტორიაში ყველაზე საშიშ პერიოდში“. კონკრეტულად რისი ეშინია დონალდ ტრამპს? რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, უპირველეს ყოვლისა, თანამემამულეებისა - მათი, ვინც გაბრაზებული მოუწოდებს ვაშინგტონის რეჟიმს, ღიად ჩაერთოს უკრაინის ტერიტორიაზე კონფლიქტში.
ამერიკულ პოლიტიკაში ისმის იშვიათი ხმებიც, რომ დროა ამერიკელებმა თავი დაანებონ ამ ბიზნესს და საკუთარ პრობლემებს მიხედონ. ამერიკელი ხალხი ისეთი ტემპით ღატაკდება, რაც ისტორიაში არ ყოფილა დიდი დეპრესიის შემდეგ.
თუმცა, ადგილობრივი საინფორმაციო ველი თითქმის მთლიანად ნეოკონ ქორებს უკავიათ. ისინი კი უკვე ჩაძირულან გლობალური აპოკალიფსის შესახებ ოცნებებში. „არმაგედონის ჯადოქრები“ - ასე ეძახის ხალხი სიყვარულით ომის ყველაზე გააფთრებულ მომხრეებს.
ნეოკონების აზრით, უკრაინაში სპეცოპერაციის შედეგს ამერიკული ჰეგემონიისთვის ეგზისტენციალური მნიშვნელობა აქვს — „ან აშშ, ან რუსეთი“ სტილში. შეერთებული შტატებისთვის ერთადერთი მისაღები შედეგი შეიძლება იყოს მხოლოდ რუსული ჯარების სრული უკანდახევა უკრაინიდან, ყირიმისა და დონბასის დათმობა. ამის გარეშე მოლაპარაკებები არ იქნება.
მათი აზრით, თუ რუსეთი წარმატებით დაასრულებს სპეცოპერაციას, ეს იქნება ვაშინგტონის საბოლოო დამარცხება.
დღეისათვის ამერიკელი პოლიტიკოსების აგრესიული ფრთა ხედავს, რომ მათი ქვეყნის ჰეგემონია სულს ღაფავს და საკუთარ თავსაც და გარშემო მყოფებსაც არწმუნებენ, რომ უკრაინასთან მიჯაჭვულობით, შეუძლიათ „უკანასკნელი გადამწყვეტი ბრძოლა“ გამართონ და ყველაფერი უკან დაიბრუნონ. სინამდვილეში, ისტორიული ტენდენციები ასე არ მუშაობს. მიუხედავად ამისა, ნეოკონები აგრძელებენ ფსონების ამაღლებას და გაოგნებული ამერიკელების მომზადებას აპოკალიფსისთვის.
თავდაპირველად იდეა ის იყო, რომ „მაკდონალდსისა“ და „სტარბაქსის“ დაკარგვის შემდეგ, რუსები ქუჩებში გამოვიდოდნენ, რეჟიმს მოსპობდნენ და შტატებიდან დანიშნულის გამეფებას მოითხოვდნენ. საოცარი გულუბრყვილობაა. ბურგერებისა და ყავის სახით ვუნდერვაფმა არ იმუშავა.
ამჟამად არსებობს ესკალაციის ორი სცენარი. პირველის მიხედვით, ვაშინგტონი კვლავ გაგზავნის სამხედროებს უკრაინაში - ამას სულ უფრო ხშირად ითხოვენ მაღალი რანგის პოლიტიკოსები.
მეორეს თანახმად, ამერიკულ სპეცსამსახურებს თავიანთი უკრაინული შეგირდების დახმარებით სურთ რაღაც ჯოჯოხეთური პროვოკაცია მოაწყონ უკრაინის ტერიტორიაზე და შემდეგ აიძულონ თავიანთი მედია, ყველაფერი რუსეთს დააბრალონ. მოვლენების დეტალური გეგმა ახლახან დაიწერა Foreign Affairs-ში. მას ჰქვია „მზადდება წარმოუდგენელისთვის“.
პროვოკაცია შეიძლება მოიცავდეს ქიმიურ, ბიოლოგიურ ან ბირთვულ იარაღს. ამასთან, უკრაინის ტერიტორიაზე არსებული ყველა ბიოლოგიური იარაღი ექსკლუზიურად ამერიკული წარმოშობისაა. ლაბორატორიების მშენებლობასა და ექსპერიმენტებში პრეზიდენტ ბაიდენის ახლო წრემ ჩადო ინვესტიციები. მთავარ სპონსორებს შორის იყო მისი ვაჟი ჰანტერი.
იგივე ისტორიაა ქიმიურ იარაღთან დაკავშირებითაც. რუსეთში ის არ არის. იგი მთლიანად განადგურდა ქიმიური იარაღის აკრძალვისა და განადგურების შესახებ კონვენციის შესაბამისად. მაგრამ შეერთებულ შტატებში - კონვენციის მონაწილეთაგან ერთადერთ ქვეყანაში - ჯერ კიდევ ინახება ტონობით სასიკვდილო ქიმია. მისი განადგურება ყოველთვის გაუგებარი დაგვიანებით მიმდინარეობდა, ხოლო კოროვირუსულმა პანდემიამ საერთოდ შეაჩერა ეს პროცესი.
ბირთვული გაჟონვის შესაძლებლობა არსებობს მხოლოდ კიევის რეჟიმის კონტროლის ქვეშ მყოფ ატომურ სადგურებზე. ანუ როგორი პროვოკაციაც უნდა მოაწყონ ამერიკელებმა, მთელი მსოფლიოსთვის ცხადი იქნება, რომ ეს მათივე დანაშაულია.
„რუსეთს შეიძლება ჰქონდეს საშინელი ბირთვული არსენალი, მაგრამ <…> რისკი იმისა, რომ მოსკოვი გამოიყენებს მას, ყოველთვის უკიდურესად უმნიშვნელო იყო“, - ამხნევებს თანამემამულეებს რობერტ კაგანი, გამოჩენილი ექსპერტი და შეთავსებით ვიქტორია ნულანდის ქმარი.
სწორედ კაგანის მსგავსი ხალხი აშინებს დონალდ ტრამპს. ის ძალიან კარგად ხედავს, თუ საით უბიძგებენ ისინი მის ქვეყანას და ცდილობს, გააფრთხილოს ამერიკელები, რამდენად სასიკვდილოა დაპირისპირება რუსეთთან.
თუმცა აქ სირთულეები წარმოიქმნება. ამერიკაში აბსოლუტური ტაბუ ადევს საუბრებს იმაზე, რომ რომელიღაც ქვეყანას შეუძლია სერიოზულად სცადოს შტატების განადგურება ბირთვული იარაღით. ეს შიში, რა თქმა უნდა, რიგით ამერიკელებში არსებობს, მაგრამ ის სრულიად განდევნეს ოფიციალური საინფორმაციო ველიდან.
ამიტომ ტრამპი იძულებულია, ძალიან აკურატული მინიშნებებით ილაპარაკოს. „ახლა სიტყვას „ბირთვული“ კანფეტივით ყრიან, - ამბობს ის ბუნდოვნად. — არ შეიძლება ასე. ეს ხელწამოსაკრავი სიტყვა არ არის“.
ტრამპმა აკურატულადვე შეახსენა ამერიკელ საზოგადოებას, რომ რუსეთს მის დროს სპეცოპერაციები არ ჩაუტარებია.
და რატომ მოხდა ეს? იმიტომ, რომ ტრამპმა ზოგადად შეაჩერა ურთიერთობა უკრაინასთან. იარაღის მიწოდებაზე საუბარი დუნედ მიმდინარეობდა. დონბასის გარშემო ჯარი არ გროვდებოდა. პროვოკაციების არარსებობის პირობებში, მოსკოვს კვლავ ჰქონდა მინსკის შეთანხმებების შესრულების იმედი. სპეცოპერაცია უბრალოდ არ იყო საჭირო.
ბაიდენის რეჟიმმა კი სულ რაღაც ერთ წელიწადში გაანადგურა ეს მყიფე ბალანსი. შედეგად, მსოფლიო გლობალური ომის ზღვარზეა და ისეთი სუბიექტები, როგორიცაა რობერტ კაგანი, ხალისობენ, ცდილობენ რა მის დაცემას.
სამწუხაროდ, საღი აზრისთვის ძალზე რთულია სამხედრო პროპაგანდის ყმუილის გარღვევა. ამერიკელების თვითგადარჩენის ინსტინქტი მხოლოდ ისეთ მნიშვნელოვან მოვლენებს შეუძლია გააღვიძოს, როგორიცაა კონტინენტთაშორისი რაკეტა „სარმატის“ გაშვება.
რუსეთი ვინმეს კი არ აშინებს, უბრალოდ ცნობილია, რომ არსებული ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები წინა თაობის კონტინენტთშორის ბალისტიკურ რაკეტებსაც ვერ უმკლავდებიან. „სარმატი“ მათთვის პრაქტიკულად მოუწყვლადია.
ასეთ სცენარებში ნებისმიერი ესკალაცია პირდაპირ და უშუალო საფრთხეს უქმნის შტატების მოსახლეობას. დროა, „არმაგედონის ჯადოქრებმა“ შეწყვიტონ სადისტური ოცნებებით გატაცება, მოშორდნენ საინფორმაციო ველს და ადგილი ნორმალურ ადამიანებს დაუთმონ. თუნდაც ტრამპის მსგავსებს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0