მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

თურქეთის ცენტრობანკმა ინფლაციის პროგნოზი თითქმის 58%-მდე გაზარდა: რა ელის ჩვენს მეზობელს?

© photo: Sputnik / Artemiy Lisikov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 23.05.2022
გამოწერა
თბილისი, 23 მაისი — Sputnik. თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა 2022 წლის ბოლოსთვის ინფლაციის პროგნოზი 46,44%-დან 57,92%-მდე გაზარდა. ამის შესახებ ნათქვამია თავად მარეგულირებლის განცხადებაში.

„ცენტრალური ბანკის მიერ ბაზრის მონაწილეთა მიმოხილვის მიხედვით, წლის ბოლოს ინფლაციური მოლოდინი 46,44%-დან 57,92%-მდე გაიზარდა, ხოლო წლის ბოლოს დოლარის მოლოდინი 16,85-დან 17,57-მდე გაიზარდა“, — ნათქვამია განცხადებაში.

ქვეყნის სტატისტიკის ინსტიტუტის მონაცემებით, თურქეთში წლიურმა ინფლაციამ აპრილში 69,97%-მდე მიაღწია. ერთი თვით ადრე ის 61,14%-ს შეადგენდა.
გასულ წელს, დისკონტის განაკვეთის რამდენიმე შემცირების შემდეგ, ლირის გაუფასურება მკვეთრად დაჩქარდა, რამაც უარყოფითად იმოქმედა ქვეყნის საფინანსო სისტემაზე. მაშინ ეროვნული ვალუტის რყევების ფონზე წლიურმა ინფლაციამ 36% შეადგინა.
გასული წლის 23 ნოემბრის ლირის კოლაფსი (18%-ით) ყველაზე მაღალი იყო ბოლო 20 წლის განმავლობაში. დოლარის კურსმა 20 დეკემბერს რეკორდულ ნიშნულს — 18,4 ლირას მიაღწია, როცა გასული წლის იანვარში 7,4 ლირა ღირდა. ექსპერტები შიშობდნენ, რომ ასეთი ვითარება უმუშევრობის მკვეთრ ზრდას გამოიწვევდა. თუმცა პრეზიდენტმა რეჯეფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ქვეყანაში მაღალი ფასებისა და ინფლაციის პრობლემა უმოკლეს ვადაში მოგვარდებოდა.
წელს თურქეთის ცენტრალური ბანკი უცვლელად ინარჩუნებს კურსს – 14%, ლირა კი თანდათან სუსტდება. თუ იანვრის ბოლოს დოლარის მიმართ ლირის კურსი დაახლოებით 13,5 ლირა იყო, აპრილის ბოლოს 14,8 ლირა გახდა. ადრე მარეგულირებელი ორგანოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ინფლაცია თურქეთში 2022 წლის ბოლოს შემცირდება და 2023 წელს ერთნიშნა მაჩვენებელს მიუახლოვდება, ანუ 10%-ზე დაბლა დაიწევს.
ყველა ახალი ამბავი
0