https://sputnik-georgia.com/20220523/demna-gvasalia-taimis-msoflios-yvelaze-gavlenian-adamianta-top-aseulsi-moxvda-266841842.html
Time: დემნა გვასალია მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ადამიანთა ტოპ-ასეულში მოხვდა
Time: დემნა გვასალია მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ადამიანთა ტოპ-ასეულში მოხვდა
Sputnik საქართველო
დემნა წარდგენილია „ნოვატორების“ კატეგორიაში - მასთან ერთად არიან მსახიობი ზენდაია, მომღერალი მირანდა ლამბერტი, მსახიობი ტაიკა ვაიტიტი და სხვ.
2022-05-23T21:52+0400
2022-05-23T21:52+0400
2022-05-23T23:37+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
ქართველი დიზაინერები მსოფლიო ასპარეზზე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24205/80/242058088_0:0:1221:687_1920x0_80_0_0_d9dd83c64ac9cdbce0dc9bfb9a45fbdc.jpg
თბილისი, 23 მაისი – Sputnik. საყოველთაოდ ცნობილი მოდის დიზაინერი, მოდის სახლ Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია, ჟურნალ Time-ის ვერსიით, მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანთა სიაში მოხვდა.Time-100 – არის მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანების ყოველწლიური რეიტინგი ჟურნალ Time-ის ვერსიით. რეიტინგი პირველად 1999 წელს გამოქვეყნდა. 2004 წლიდან მოყოლებული მან ყოველწლიური ხასიათი შეიძინა. გავლენიანი ადამიანების საბოლოო სიას Time-ის რედაქტორი ამტკიცებს.მსოფლიო მასშტაბის ვარსკვლავები, პოლიტიკოსები, მსახიობები და მხატვრები სიის სხვადასხვა კატეგორიაში არიან წარმოდგენილი. დემნა წარდგენილია „ნოვატორების“ კატეგორიაში მსახიობ ზენდაიასთან, მომღერალ მირანდა ლამბერტთან, მსახიობ ტაიკა ვაიტიტისთან და სხვებთან ერთად.დემნა გვასალიაზე ტექსტი ეკუთვნის მსახიობ ალექსა დემის, რომელიც სერიალ „ეიფორიაში“ ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს. გოგონამ აღნიშნა, რომ გვასალიას „ოტ კუტიურის“ კოლექციის თვალიერებისას გული ისე უძგერდა, როგორც ბავშვობაში, როდესაც დედის მოდურ ჟურნალებს ფურცლავდა.„ვგრძნობდი ზრუნვასა და პატივისცემას, რომლებსაც ის განიცდიდა Balenciaga-ს მემკვიდრეობისა და ისტორიის, ასევე კრისტობალის, იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც ეს ბრენდი შექმნა. დემნას შესრულება ერთბაშად ახალიცაა და მარადიულიც“, – წერს მსახიობი.დემიმ გაიხსენა ასევე, რას გრძნობდა მაშინ, როდესაც Balenciaga-ს სამოსს ირგებდა.„ვიგრძენი, რამდენად ნატიფი და ამავდროულად მოსახერხებელია თითოეული ნაკეთობა; თავისუფლებას და სიძლიერეს ვგრძნობდი. მისი სილუეტები, იქნებოდა ეს მომდგარი თუ ტომარასავით ფართო, თითქოს სხეულს ყველა საჭირო ადგილზე ეკვრის. არაერთგვაროვნება, რომელსაც დემნა ქმნის, ასახავს არა მხოლოდ თანამედროვეობას, არამედ მომავალსაც“, – ამბობს ალექსა.საქართველოს პრეზიდენტმა მოდის დიზაინერი დემნა გვასალია ღირსების მედლით დააჯილდოვა >>დემნა გვასალიამ სახელი მოდის სამყაროში მისი „მოდური გადატრიალების“ წყალობით გაითქვა. გვასალიას თითოეული კოლექცია თვალის დახამხამებაში იყიდება, რადგან დემნას სამოსი – აბსოლუტური თავისუფლების სიმბოლოა. დემნას მიერ შექმნილ ტანსაცმელს ირჩევენ ჰოლივუდის ვარსკვლავები, მათ შორის რიანა, სელინ დიონი, კანიე ვესტი, კიმ კარდაშიანი, შაია ლაბაფი და სხვები.მოდის სახლი Balenciaga 1919 წელს ესპანელმა დიზაინერმა კრისტობალ ბალენსიაგამ დააფუძნა. 1937 წელს ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს ატელიე პარიზში გადავიდა. დღეს ბრენდი ეკუთვნის ფრანგულ კომპანია Kering-ს. 2015 წლიდან მოდის სახლს დემნა გვასალია უძღვება.წყარო - ჟურნალი Time
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24205/80/242058088_42:0:1127:814_1920x0_80_0_0_1c667ad1ec1993be639f941f4108ce93.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
time: დემნა გვასალია მსოფლიო ყველაზე გავლენიან ადამიანთა ტოპ-ასეული
time: დემნა გვასალია მსოფლიო ყველაზე გავლენიან ადამიანთა ტოპ-ასეული
Time: დემნა გვასალია მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ადამიანთა ტოპ-ასეულში მოხვდა
21:52 23.05.2022 (განახლებულია: 23:37 23.05.2022) დემნა წარდგენილია „ნოვატორების“ კატეგორიაში, მასთან ერთად არიან მსახიობი ზენდაია, მომღერალი მირანდა ლამბერტი, მსახიობი ტაიკა ვაიტიტი და სხვ.
თბილისი, 23 მაისი – Sputnik. საყოველთაოდ ცნობილი მოდის დიზაინერი, მოდის სახლ Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია, ჟურნალ Time-ის ვერსიით, მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანთა სიაში მოხვდა.
Time-100 – არის მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანების ყოველწლიური რეიტინგი ჟურნალ Time-ის ვერსიით. რეიტინგი პირველად 1999 წელს გამოქვეყნდა. 2004 წლიდან მოყოლებული მან ყოველწლიური ხასიათი შეიძინა. გავლენიანი ადამიანების საბოლოო სიას Time-ის რედაქტორი ამტკიცებს.
მსოფლიო მასშტაბის ვარსკვლავები, პოლიტიკოსები, მსახიობები და მხატვრები სიის სხვადასხვა კატეგორიაში არიან წარმოდგენილი. დემნა წარდგენილია „ნოვატორების“ კატეგორიაში მსახიობ ზენდაიასთან, მომღერალ მირანდა ლამბერტთან, მსახიობ ტაიკა ვაიტიტისთან და სხვებთან ერთად.
დემნა გვასალიაზე ტექსტი ეკუთვნის მსახიობ ალექსა დემის, რომელიც სერიალ „ეიფორიაში“ ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს. გოგონამ აღნიშნა, რომ გვასალიას „ოტ კუტიურის“ კოლექციის თვალიერებისას გული ისე უძგერდა, როგორც ბავშვობაში, როდესაც დედის მოდურ ჟურნალებს ფურცლავდა.
„ვგრძნობდი ზრუნვასა და პატივისცემას, რომლებსაც ის განიცდიდა Balenciaga-ს მემკვიდრეობისა და ისტორიის, ასევე კრისტობალის, იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც ეს ბრენდი შექმნა. დემნას შესრულება ერთბაშად ახალიცაა და მარადიულიც“, – წერს მსახიობი.
დემიმ გაიხსენა ასევე, რას გრძნობდა მაშინ, როდესაც Balenciaga-ს სამოსს ირგებდა.
„ვიგრძენი, რამდენად ნატიფი და ამავდროულად მოსახერხებელია თითოეული ნაკეთობა; თავისუფლებას და სიძლიერეს ვგრძნობდი. მისი სილუეტები, იქნებოდა ეს მომდგარი თუ ტომარასავით ფართო, თითქოს სხეულს ყველა საჭირო ადგილზე ეკვრის. არაერთგვაროვნება, რომელსაც დემნა ქმნის, ასახავს არა მხოლოდ თანამედროვეობას, არამედ მომავალსაც“, – ამბობს ალექსა.
დემნა გვასალიამ სახელი მოდის სამყაროში მისი „მოდური გადატრიალების“ წყალობით გაითქვა. გვასალიას თითოეული კოლექცია თვალის დახამხამებაში იყიდება, რადგან დემნას სამოსი – აბსოლუტური თავისუფლების სიმბოლოა. დემნას მიერ შექმნილ ტანსაცმელს ირჩევენ ჰოლივუდის ვარსკვლავები, მათ შორის რიანა, სელინ დიონი, კანიე ვესტი, კიმ კარდაშიანი, შაია ლაბაფი და სხვები.
მოდის სახლი Balenciaga 1919 წელს ესპანელმა დიზაინერმა კრისტობალ ბალენსიაგამ დააფუძნა. 1937 წელს ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს ატელიე პარიზში გადავიდა. დღეს ბრენდი ეკუთვნის ფრანგულ კომპანია Kering-ს. 2015 წლიდან მოდის სახლს დემნა გვასალია უძღვება.