https://sputnik-georgia.com/20210927/saqartvelos-prezidentma-modis-dizaineri-demna-gvasalia-rirsebis-medlit-daajildova-259948138.html
საქართველოს პრეზიდენტმა მოდის დიზაინერი დემნა გვასალია ღირსების მედლით დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა მოდის დიზაინერი დემნა გვასალია ღირსების მედლით დააჯილდოვა
Sputnik საქართველო
პრეზიდენტმა დემნა გვასალიას ჯილდო მოდის სფეროში წარმატებული მოღვაწეობისა და საზღვარგარეთ საქართველოს პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი წვლილისათვის გადასცა. 27.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-27T23:18+0400
2021-09-27T23:18+0400
2021-09-28T11:46+0400
ახალი ამბები
საქართველოს პრეზიდენტი
კულტურა საქართველოში
ქართველი დიზაინერები მსოფლიო ასპარეზზე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1b/259947735_58:89:1137:696_1920x0_80_0_0_58b3505cbc09d1402ba5c2118901b6b7.png
თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. პარიზში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, საზღვარგარეთ ქართული დიასპორის გამორჩეული წარმომადგენელი, მოდის დიზაინერი, მოდის სახლ Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია ღირსების მედლით დააჯილდოვა, იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაცია.დაჯილდოების ცერემონია Balenciaga-ს მოდის სახლში გაიმართა.პრეზიდენტმა დემნა გვასალიას საქართველოს სახელმწიფო ჯილდო მოდის სფეროში წარმატებული მოღვაწეობისა და საზღვარგარეთ საქართველოს პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი წვლილისათვის გადასცა.დემნა გვასალიამ მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს სახელმწიფო ჯილდოსა და მისი ხელოვნების აღიარებისათვის.დემნა გვასალიამ სახელი მოდის სამყაროში მისი „მოდური გადატრიალების“ წყალობით გაითქვა. გვასალიას თითოეული კოლექცია თვალის დახამხამებაში იყიდება, რადგან დემნას სამოსი – აბსოლუტური თავისუფლების სიმბოლოა. დემნას შექმნილ ტანსაცმელს ირჩევენ ჰოლივუდის ვარსკვლავები, მათ შორის რიანა, სელინ დიონი, კანიე ვესტი, კიმ კარდაშიანი, შაია ლაბაფი და სხვები.მოდის სახლი Balenciaga 1919 წელს ესპანელმა დიზაინერმა კრისტობალ ბალენსიაგამ დააფუძნა. 1937 წელს ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს ატელიე პარიზში გადავიდა. დღეს ბრენდი ეკუთვნის ფრანგულ კომპანია Kering-ს. 2015 წლიდან მოდის სახლს დემნა გვასალია უძღვება.
https://sputnik-georgia.com/20210921/demna-gvasaliam-videotamashis-gmirebi-shemosa-259766259.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1b/259947735_166:96:966:696_1920x0_80_0_0_ce7890f89fd140fc531929d9ee70ba5c.pngSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველოს პრეზიდენტი, კულტურა საქართველოში, ქართველი დიზაინერები მსოფლიო ასპარეზზე
ახალი ამბები, საქართველოს პრეზიდენტი, კულტურა საქართველოში, ქართველი დიზაინერები მსოფლიო ასპარეზზე
საქართველოს პრეზიდენტმა მოდის დიზაინერი დემნა გვასალია ღირსების მედლით დააჯილდოვა
23:18 27.09.2021 (განახლებულია: 11:46 28.09.2021) პრეზიდენტმა დემნა გვასალიას ჯილდო მოდის სფეროში წარმატებული მოღვაწეობისა და საზღვარგარეთ საქართველოს პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი წვლილისათვის გადასცა.
თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. პარიზში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, საზღვარგარეთ ქართული დიასპორის გამორჩეული წარმომადგენელი, მოდის დიზაინერი, მოდის სახლ Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია ღირსების მედლით დააჯილდოვა, იუწყება
პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
დაჯილდოების ცერემონია Balenciaga-ს მოდის სახლში გაიმართა.
პრეზიდენტმა დემნა გვასალიას საქართველოს სახელმწიფო ჯილდო მოდის სფეროში წარმატებული მოღვაწეობისა და საზღვარგარეთ საქართველოს პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი წვლილისათვის გადასცა.
„ქართველი ხალხის სახელით მადლობას გიხდით. მეც ემიგრანტის შვილი ვარ და მინდა გითხრათ, რომ თქვენ გახდით მაგალითი ქვეყნიდან გასული ახალგაზრდებისათვის და ყველასათვის, რომლებიც თქვენ გიყურებენ და ხედავენ, რომ თუ გინდა და შეგიძლია, თუ მზად ხარ რომ დაიხარჯო, ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია. ჩვენი პატარა ქვეყნისთვის ეს ძალიან დიდი მაგალითია და ამისთვის, მე როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ძალიან დიდ მადლობას გიხდით“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა დაჯილდოების ცერემონიაზე.
დემნა გვასალიამ მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს სახელმწიფო ჯილდოსა და მისი ხელოვნების აღიარებისათვის.
21 სექტემბერი 2021, 13:34
დემნა გვასალიამ სახელი მოდის სამყაროში მისი „მოდური გადატრიალების“ წყალობით გაითქვა. გვასალიას თითოეული კოლექცია თვალის დახამხამებაში იყიდება, რადგან დემნას სამოსი – აბსოლუტური თავისუფლების სიმბოლოა. დემნას შექმნილ ტანსაცმელს ირჩევენ ჰოლივუდის ვარსკვლავები, მათ შორის რიანა, სელინ დიონი, კანიე ვესტი, კიმ კარდაშიანი, შაია ლაბაფი და სხვები.
მოდის სახლი Balenciaga 1919 წელს ესპანელმა დიზაინერმა კრისტობალ ბალენსიაგამ დააფუძნა. 1937 წელს ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს ატელიე პარიზში გადავიდა. დღეს ბრენდი ეკუთვნის ფრანგულ კომპანია Kering-ს. 2015 წლიდან მოდის სახლს დემნა გვასალია უძღვება.