დემნა გვასალიამ ვიდეოთამაშის გმირები შემოსა – ვიდეო

© Facebook / Demna Gvasalia DailyДизайнер Демна Гвасалия
Дизайнер Демна Гвасалия - Sputnik საქართველო, 1920, 21.09.2021
გამოწერა
ქართველმა დიზაინერმა ვიდეოთამაშების მოყვარულებს სიახლე შესთავაზა.
თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. „ბალენსიაგას“ და ვიდეოთამაშების ამერიკული დეველოპერის Epic Games-ის წარმატებული პროდუქტის Fortnite-ის ახალი კოლაბორაციის ფარგლებში დემნა გვასალიამ ონლაინ ვიდეოთამაშისთვის ვირტუალური ტანისამოსი და აქსესუარები შექმნა.
ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ ვირტუალური კოლექციის შეძენა ვიდეოთამაშის მომხმარებლებს შეუძლიათ.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია მოდის ინდუსტრიაში ყველაზე პრესტიჟულ ამერიკულ ჯილდოზე, მოდის ოსკარად წოდებულ CFDA-ზეა ნომინირებული.
ეს ჯილდო დიზაინერმა ერთხელ უკვე მიიღო – 2017 წელს მოდის სფეროში შეტანილი შემოქმედებითი წვლილისთვის „ვეტმანისა“ (Vetements) და „ბალენსიაგასთვის“ (Balenciaga) შექმნილი კოლექციებისთვის.
ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია მსოფლიო საზოგადოებისთვის მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც 2009-2012 წლებში Maison Martin Margiela-ში ქალების კოლექციის მთავარი დიზაინერის პოზიცია დაიკავა.
ყველა ახალი ამბავი
0