https://sputnik-georgia.com/20220522/gori-turistebistvis-ufro-mimzidveli-gaxdeba-qalaqis-istoriuli-centri-ardgeba-266816225.html
გორი ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველი გახდება - ქალაქის ისტორიული ცენტრი აღდგება
გორი ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველი გახდება - ქალაქის ისტორიული ცენტრი აღდგება
Sputnik საქართველო
პროექტების ფარგლებში, გაძლიერდა შენობების ენერგოეფექტურობის კომპონენტი, მოეწყო ტროტუარები, გარე განათება და რეკრეაციული სივრცეები
2022-05-22T14:42+0400
2022-05-22T14:42+0400
2022-05-22T14:43+0400
ახალი ამბები
საქართველო
ქართლი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს რეგიონები
საქართველოს ეკონომიკა
ტურიზმი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24402/67/244026774_0:208:2000:1333_1920x0_80_0_0_3580ea3e6f85c721684592e9132aad7a.jpg
თბილისი, 22 მაისი – Sputnik. საქართველოს მთავრობამ პროექტ „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში გორის ცენტრალურ გამზირის, ახლომდებარე ქუჩების, შენობების და პარკების აღდგენაზე 14,4 მილიონი ლარი გამოყო. იუწყება მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.პროექტი მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება. პროექტების ფარგლებში, გაძლიერდა შენობების ენერგოეფექტურობის კომპონენტი, გამოიცვალა შენობების კარ-ფანჯრები, მოეწყო ტროტუარები, გარე განათების სისტემები და რეკრეაციული სივრცეები.ზაფხულშივე დასრულდება გორში ახალბაღის პარკის რეაბილიტაციაც, რომლის სამუშაოები მსოფლიო ბანკმა 9,1 მილიონი ლარით დააფინანსა. პროექტი მოიცავს პარკის ტერიტორიის კეთილმოწყობას, არსებული ფანჩატურების რეაბილიტაციას და ახლების შექმნას, ახალი საფეხმავლო ბილიკების მოწყობას. ასევე გათვალისწინებულია ადმინისტრაციული და სხვა შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია, ხელოვნური ტბისა და სპორტული ზონის მოწყობა.გარდა ამისა, გორში დასრულდა ისტორიული სამეფო ქუჩის რეაბილიტაციაც. პროექტი მსოფლიო ბანკმა 2,1 მილიონი ლარით დააფინანსა და ითვალისწინებდა გზის სავალი ნაწილის, ტროტუარების, დრენაჟების, განათების და საგზაო ნიშნების მოწყობას.პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, აღნიშნული მასშტაბური სამუშაოები ქალაქს ტურისტულად უფრო მიმზიდველს გახდის. პრემიერის ინიციატივით, „განახლებული რეგიონების" 4-წლიანი პროგრამა საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულებამ 500 მილიონი ლარი შეადგინა.მოცემულ ეტაპზე უკვე გამოცხადდა პროგრამა „განახლებული რეგიონების" მეორე ეტაპის სამუშაოების ტენდერი ყვარელში, თელავში, სიღნაღში, დედოფლისწყაროში, გურჯაანში, ვანში, ხონში, რუსთავში, გორში, ფოთში, ქუთაისში, ტყიბულსა და ბათუმში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.წყარო - მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური
საქართველო
ქართლი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24402/67/244026774_123:0:1900:1333_1920x0_80_0_0_d6a2af4ce1b62b3ff9d13d03d6f690fd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
გორი ტურისტები ქალაქი ცენტრი აღდგენა ირაკლი ღარიბაშვილი
გორი ტურისტები ქალაქი ცენტრი აღდგენა ირაკლი ღარიბაშვილი
გორი ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველი გახდება - ქალაქის ისტორიული ცენტრი აღდგება
14:42 22.05.2022 (განახლებულია: 14:43 22.05.2022) პროექტების ფარგლებში, გაძლიერდა შენობების ენერგოეფექტურობის კომპონენტი, მოეწყო ტროტუარები, გარე განათება და რეკრეაციული სივრცეები
თბილისი, 22 მაისი – Sputnik. საქართველოს მთავრობამ პროექტ „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში გორის ცენტრალურ გამზირის, ახლომდებარე ქუჩების, შენობების და პარკების აღდგენაზე 14,4 მილიონი ლარი გამოყო. იუწყება მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.
პროექტი მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება. პროექტების ფარგლებში, გაძლიერდა შენობების ენერგოეფექტურობის კომპონენტი, გამოიცვალა შენობების კარ-ფანჯრები, მოეწყო ტროტუარები, გარე განათების სისტემები და რეკრეაციული სივრცეები.
ზაფხულშივე დასრულდება გორში ახალბაღის პარკის რეაბილიტაციაც, რომლის სამუშაოები მსოფლიო ბანკმა 9,1 მილიონი ლარით დააფინანსა. პროექტი მოიცავს პარკის ტერიტორიის კეთილმოწყობას, არსებული ფანჩატურების რეაბილიტაციას და ახლების შექმნას, ახალი საფეხმავლო ბილიკების მოწყობას. ასევე გათვალისწინებულია ადმინისტრაციული და სხვა შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია, ხელოვნური ტბისა და სპორტული ზონის მოწყობა.
გარდა ამისა, გორში დასრულდა ისტორიული სამეფო ქუჩის რეაბილიტაციაც. პროექტი მსოფლიო ბანკმა 2,1 მილიონი ლარით დააფინანსა და ითვალისწინებდა გზის სავალი ნაწილის, ტროტუარების, დრენაჟების, განათების და საგზაო ნიშნების მოწყობას.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, აღნიშნული მასშტაბური სამუშაოები ქალაქს ტურისტულად უფრო მიმზიდველს გახდის. პრემიერის ინიციატივით, „განახლებული რეგიონების" 4-წლიანი პროგრამა საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულებამ 500 მილიონი ლარი შეადგინა.
მოცემულ ეტაპზე უკვე გამოცხადდა პროგრამა „განახლებული რეგიონების" მეორე ეტაპის სამუშაოების ტენდერი ყვარელში, თელავში, სიღნაღში, დედოფლისწყაროში, გურჯაანში, ვანში, ხონში, რუსთავში, გორში, ფოთში, ქუთაისში, ტყიბულსა და ბათუმში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.