ღარიბაშვილი: მეორე ფრონტი არ იქნება - ჩვენ საქართველოს ინტერესებზე ვფიქრობთ

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 21.05.2022
გამოწერა
საქართველომ ყველაზე კარგად იცის ომის ფასი და არ სურს მისი გამეორება, განაცხადა პრემიერმა
თბილისი, 21 მაისი – Sputnik. საქართველოში მეორე ფრონტი არ იქნება, რადგან საქართველოს ხელისუფლება თავისი ქვეყნის ინტერესებით ხელმძღვანელობს, განუცხადა ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ ერთ-ერთმა პირველმა უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა მოუწოდა. მოგვიანებით ეს მოწოდება უკრაინის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმაც გაიმეორეს.
„ვერ მიიღეს მეორე ფრონტი და ვერც მიიღებენ, რადგან ჩვენ ჯერ ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე ვფიქრობთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ ქართველი პოლიტიკოსების ნაწილის ყველაზე დიდი ტრაგედია არის ის, რომ ისინი „არა საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე, არამედ, სხვის ინტერესებზე ფიქრობენ“.
„ჩვენმა ხალხმა ყველაზე მეტად იცის ომის ფასი. ჩვენ სამჯერ ვიომეთ უკვე 30 წლის განმავლობაში და ათასი უბედურება დაემართა ქვეყანას“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
რაც შეეხება უკრაინის ირგვლივ არსებულ სიტუაციას, საქართველოს ხელისუფლებაში არაერთხელ აღნიშნეს, რომ იცავენ საერთაშორისო ფინანსურ სანქციებს, მაგრამ რუსეთის წინააღმდეგ ორმხრივი სანქციების დაკისრებას არ აპირებენ, რადგან ეს პირველ რიგში თავად საქართველოს დააზარალებს. ამასთან, საქართველო ყველა საერთაშორისო ფორმატში უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უცხადებს.
ხელისუფლებაში ისიც არაერთხელ განაცხადეს, რომ საქართველო არ ეხმარება რუსეთს საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლაში, როგორც ამას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ამტკიცებენ.
საქართველო სანქციების გვერდის ავლის ადგილი არაა: ფინანსთა მინისტრი >>
რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარები 24 თებერვალს შეიყვანა უკრაინის „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით. ამის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს მკაცრი ეკონომიკური სანქციები დაუწესეს.
ყველა ახალი ამბავი
0