https://sputnik-georgia.com/20220502/saqartvelo-sanqciebis-gverdis-avlis-adgili-araa-finansta-ministri-266373535.html
საქართველო სანქციების გვერდის ავლის ადგილი არაა: ფინანსთა მინისტრი
საქართველო სანქციების გვერდის ავლის ადგილი არაა: ფინანსთა მინისტრი
Sputnik საქართველო
სახელმწიფო მოითხოვს შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენას, რომელთა საფუძველზეც კეთდება მსგავსი განცხადებები, აღნიშნა მინისტრმა
2022-05-02T19:48+0400
2022-05-02T19:48+0400
2022-05-02T21:51+0400
ახალი ამბები
საქართველო
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
უკრაინა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/10/251487872_0:145:2048:1298_1920x0_80_0_0_6963accd354fd947615f6cbb6c0e9606.jpg
თბილისი, 2 მაისი – Sputnik. საქართველოს მთავრობამ გადადგა ყველა საჭირო ნაბიჯი, რათა არ გახდეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის ადგილი, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.როგორც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ განაცხადა, სასანქციო შეზღუდვების თავიდან აცილების მიზნით რუსეთი მოლაპარაკებებს აწარმოებს საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან ამ ქვეყნების პროდუქციის სახით საერთაშორისო ბაზრებზე რუსული პროდუქციის რეექსპორტისთვის. ამ ქვეყნების ტერიტორიაზე უკვე 200-ზე მეტი კომპანია შეიქმნა.მინისტრის თქმით, საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს იმ პარტნიორ ქვეყნებთან, რომლებმაც უშუალოდ დააწესეს ეს სანქციები და ისინი დეტალურად არიან ინფორმირებული, თუ რას აკეთებს საქართველო.„ჩვენს პარტნიორებს საქართველოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით შეკითხვები არ აქვთ“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.როგორც ხუციშვილმა განმარტა, როდესაც საუბარია ძალიან დიდი რაოდენობით საქონლის მოძრაობაზე, მნიშვნელოვანია, რომ დეტალურად იქნას განმარტებული ყველა სანქცია, რაც არის დაწესებული.ეს არის ერთიანი სისტემა ფინანსურ სექტორში და საქართველოს საფინანსო სექტორი ამ სისტემაშია ჩართული. ეროვნული ბანკის სახით საფინანსო სექტორს ჰყავს ძალიან მყარი და საიმედო რეგულატორი, შესაბამისად, ამ მიმართულებით რაიმე სირთულეები მოსალოდნელი არ არის, განაცხადა ხუციშვილმა.მინისტრის თქმით, დიდ ბრიტანეთს, აშშ-სა და ევროკავშირს აქვთ კონკრეტული საქონლის ჩამონათვალი, რომლის რუსეთიდან შემოტანა და გატანა აკრძალულია. მისი თქმით, ამ საქონელს მინიჭებული აქვს საბაჟო კოდები.ხუციშვილმა აღნიშნა, რომ ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა უკრაინა საქართველოს სანქციების გვერდის ავლაში ადანაშაულებს და სახელმწიფო მოითხოვს შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენას, რომელთა საფუძველზეც კეთდება მსგავსი განცხადებები.როგორც მინისტრმა აღნიშნა, პირველივე დღიდან არის მკაცრი საბაჟო კონტროლი შესაბამისი რისკების პროფილების გამოყენებით. ეს რისკების პროფილები სანქციების დაწესების პირველივე დღიდან არის საბაჟო სისტემაში დანერგილი.„მეორე მხრივ, როდესაც საბაჟო საქონელზე ვსაუბრობ, რომელიც, შესაძლოა, მოხვდეს ქვეყნებში, რომლებსაც დაწესებული აქვთ სანქციები (საუბარია ევროკავშირის ქვეყნებზე, ამერიკის შეერთებულ შტატებზე, დიდ ბრიტანეთზე), წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ რუსული პროდუქცია, რომელიც აკრძალულია, საქართველოს გავლით გავიდეს ევროპაში, მიენიჭოს ქართული წარმოშობის სერტიფიკატი და ასეთი საქონელი შევიდეს ევროკავშირის ტერიტორიაზე. სულ რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, არა მხოლოდ საქართველო, არამედ ევროკავშირიც შესაბამის კონტროლს ახორციელებს“, – განაცხადა ხუციშვილმა.მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ჯარი შეიყვანა, საქართველოს ხელისუფლება უკრაინის ხელისუფლების მხრიდან არაერთხელ გახდა კრიტიკის ობიექტი. თავდაპირველად ამის საფუძველი გახდა საქართველოს უარი, შეერთებოდა სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და უზრუნველეყო მოხალისეების ორგანიზებული წასვლა უკრაინაში.რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარები 24 თებერვალს შეიყვანა უკრაინის „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით. ამის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს მკაცრი ეკონომიკური სანქციები დაუწესეს.წყარო - უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/10/251487872_138:150:1758:1365_1920x0_80_0_0_907b86ed48ff35c573160e7a1b3dded6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო სანქციები გვერდი ავლა ადგილი ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი
საქართველო სანქციები გვერდი ავლა ადგილი ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი
საქართველო სანქციების გვერდის ავლის ადგილი არაა: ფინანსთა მინისტრი
19:48 02.05.2022 (განახლებულია: 21:51 02.05.2022) სახელმწიფო მოითხოვს შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენას, რომელთა საფუძველზეც კეთდება მსგავსი განცხადებები, აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.
თბილისი, 2 მაისი – Sputnik. საქართველოს მთავრობამ გადადგა ყველა საჭირო ნაბიჯი, რათა არ გახდეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის ადგილი, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
როგორც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ განაცხადა, სასანქციო შეზღუდვების თავიდან აცილების მიზნით რუსეთი მოლაპარაკებებს აწარმოებს საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან ამ ქვეყნების პროდუქციის სახით საერთაშორისო ბაზრებზე რუსული პროდუქციის რეექსპორტისთვის. ამ ქვეყნების ტერიტორიაზე უკვე 200-ზე მეტი კომპანია შეიქმნა.
„საქართველოს მთავრობის მიერ მკვეთრად იქნა გაცხადებული, რომ საქართველო ვერ და არ იქნება სანქციების გვერდის ავლის ადგილი. ამასთან დაკავშირებით საქართველომ გადადგა ყველა ნაბიჯი, რაც საჭირო იქნება ამ განცხადების უზრუნველსაყოფად. ეს ეხება როგორც ფინანსურ, ასევე კონკრეტულ სანქციებს“, – განაცხადა ხუციშვილმა.
მინისტრის თქმით, საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს იმ პარტნიორ ქვეყნებთან, რომლებმაც უშუალოდ დააწესეს ეს სანქციები და ისინი დეტალურად არიან ინფორმირებული, თუ რას აკეთებს საქართველო.
„ჩვენს პარტნიორებს საქართველოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით შეკითხვები არ აქვთ“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
როგორც ხუციშვილმა განმარტა, როდესაც საუბარია ძალიან დიდი რაოდენობით საქონლის მოძრაობაზე, მნიშვნელოვანია, რომ დეტალურად იქნას განმარტებული ყველა სანქცია, რაც არის დაწესებული.
ეს არის ერთიანი სისტემა ფინანსურ სექტორში და საქართველოს საფინანსო სექტორი ამ სისტემაშია ჩართული. ეროვნული ბანკის სახით საფინანსო სექტორს ჰყავს ძალიან მყარი და საიმედო რეგულატორი, შესაბამისად, ამ მიმართულებით რაიმე სირთულეები მოსალოდნელი არ არის, განაცხადა ხუციშვილმა.
მინისტრის თქმით, დიდ ბრიტანეთს, აშშ-სა და ევროკავშირს აქვთ კონკრეტული საქონლის ჩამონათვალი, რომლის რუსეთიდან შემოტანა და გატანა აკრძალულია. მისი თქმით, ამ საქონელს მინიჭებული აქვს საბაჟო კოდები.
ხუციშვილმა აღნიშნა, რომ ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა უკრაინა საქართველოს სანქციების გვერდის ავლაში ადანაშაულებს და სახელმწიფო მოითხოვს შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენას, რომელთა საფუძველზეც კეთდება მსგავსი განცხადებები.
„რაზეც განცხადებიდან შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რუსეთში წარმოებული პროდუქცია შესაძლებელია, რომ რეექსპორტით გავიდეს იმ ქვეყნებში, სადაც აკრძალულია ასეთი ტიპის საქონლის შეტანა. ისეთ ქვეყნებს, რომლებიც არ არიან სანქციების სიაში, არ სჭირდებათ საქართველოდან რეექსპორტი. ამ შემთხვევაში საქართველო შეიძლება იყოს ტრანზიტი ქვეყანა, როდესაც ორი ქვეყანა ვაჭრობს ერთმანეთთან იმ პროდუქციით, რომელიც არ არის სანქცირებული“, – განაცხადა ხუციშვილმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, პირველივე დღიდან არის მკაცრი საბაჟო კონტროლი შესაბამისი რისკების პროფილების გამოყენებით. ეს რისკების პროფილები სანქციების დაწესების პირველივე დღიდან არის საბაჟო სისტემაში დანერგილი.
„მეორე მხრივ, როდესაც საბაჟო საქონელზე ვსაუბრობ, რომელიც, შესაძლოა, მოხვდეს ქვეყნებში, რომლებსაც დაწესებული აქვთ სანქციები (საუბარია ევროკავშირის ქვეყნებზე, ამერიკის შეერთებულ შტატებზე, დიდ ბრიტანეთზე), წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ რუსული პროდუქცია, რომელიც აკრძალულია, საქართველოს გავლით გავიდეს ევროპაში, მიენიჭოს ქართული წარმოშობის სერტიფიკატი და ასეთი საქონელი შევიდეს ევროკავშირის ტერიტორიაზე. სულ რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, არა მხოლოდ საქართველო, არამედ ევროკავშირიც შესაბამის კონტროლს ახორციელებს“, – განაცხადა ხუციშვილმა.
მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ჯარი შეიყვანა, საქართველოს ხელისუფლება უკრაინის ხელისუფლების მხრიდან არაერთხელ გახდა კრიტიკის ობიექტი. თავდაპირველად ამის საფუძველი გახდა საქართველოს უარი, შეერთებოდა სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და უზრუნველეყო მოხალისეების ორგანიზებული წასვლა უკრაინაში.
რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარები 24 თებერვალს შეიყვანა უკრაინის „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით. ამის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს მკაცრი ეკონომიკური სანქციები დაუწესეს.