https://sputnik-georgia.com/20220520/xalvasi-mzadaa-dipmisiss-xelmzrvanelebs-simartle-daumtkicos-266795669.html
ქიბარ ხალვაში მზადაა, დიპმისიების ხელმძღვანელებს თავისი სიმართლე დაუმტკიცოს
ქიბარ ხალვაში მზადაა, დიპმისიების ხელმძღვანელებს თავისი სიმართლე დაუმტკიცოს
Sputnik საქართველო
პარტნიორებს უფლება აქვთ ეჭვი შეიტანონ სასამართლოსა და მასმედიის თავისუფლებაში, მაგრამ გვარამიას საქმეში საუბარია კონკრეტულ დანაშაულზე, განაცხადა ტელეკომპანიის... 20.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-20T23:18+0400
2022-05-20T23:18+0400
2022-05-20T23:56+0400
საქართველო
ახალი ამბები
საზოგადოება
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23494/73/234947301_0:208:2000:1333_1920x0_80_0_0_002f43050a770f83687b10f4169743df.jpg
თბილისი, 20 მაისი — Sputnik. ტელეარხ „რუსთავი 2“-ის ამჟამინდელი მფლობელი ქიბარ ხალვაში მზადაა შეხვდეს დიპლომატიურ კორპუსს და წარუდგინოს ზარალის მტკიცებულებები, რომელიც ტელეარხს ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ მიაყენა.ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის 6,8 მილიონი ლარის ოდენობის ზიანის მიყენების საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში დამნაშავედ ცნეს. მას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. მისმა დაპატიმრებამ დიპლომატიური კორპუსის უკმაყოფილება გამოიწვია.მან ასევე აღნიშნა, რომ პარტნიორებს უფლება აქვთ ეჭვი შეიტანონ სასამართლოსა და მასმედიის თავისუფლებაში, მაგრამ გვარამიას საქმეში საუბარია კონკრეტულ დანაშაულზე.„არ შეიძლება, რომ მედიასაშუალების ხელმძღვანელის სტატუსი ალიბი იყოს ვინმესთვის, მით უფრო, როდესაც ამ თანამდებობაზე ყოფნისას მიზანმიმართულად აზიანებდა მედიასაშუალებას და მისი ჩადენილი დანაშაულიც მედიასაშუალების წინააღმდეგ იყო მიმართული“, – განაცხადა ხალვაშმა.ელიტური ბინები და ავტომობილები: რაში დახარჯა გვარამიამ „რუსთავი 2“-ის ფული - პროკურორი>>მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გვარამიას მთავარი მიზანი „რუსთავი 2“-ის გაკოტრება იყო, რათა კომპანიის დაბრუნება მფლობელისთვის აზრს მოკლებული ყოფილიყო.ხალვაშმა აღნიშნა, რომ მიყენებული ზარალი დღემდე მძიმე ტვირთად აწევს ტელეკომპანიას, რომელიც კანონიერ მფლობელს 2019 წელს დაუბრუნდა სამივე ინსტანციის ქართული სასამართლოებისა და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების საფუძველზე.საქართველოს პროკურატურის მტკიცებით, „სრული და ობიექტური გამოძიების შედეგად მიიღეს უტყუარი მტკიცებულებები“, რომ 2015–2019 წლებში ტელეარხის ხელმძღვანელებმა, მათ შორის გვარამიამ, სხვადასხვა სიმძიმის რიგი დანაშაულები ჩაიდინეს.გამოძიებით დადგენილი ფაქტებით, გვარამიამ ხელი მოაწერა შეთანხმებას საეთერო დროის გაყიდვის შესახებ ახალ და სრულიად გამოუცდელ კომპანიასთან „ინტერ მედია პლუსი“, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი გვარამიას ახლობელია.მას შემდეგ, რაც ხალვაშმა სასამართლო დავა დაიწყო ტელეკომპანიის აქციების გამო, „რუსთავი 2“ გვარამიას ხელმძღვანელობით აღარ იხდიდა შეთანხმებით გათვალისწინებულ ფულს გაყიდული რეკლამისთვის. ეს სახსრები რჩებოდა გვარამიას უახლოესი მეგობრის კომპანიაში, რამაც „რუსთავი 2“-ს არსებითი ზარალი მიაყენა.
https://sputnik-georgia.com/20220518/vice-premieri-gvaramias-rustavi-2-gakotreba-surda-266731929.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23494/73/234947301_223:0:2000:1333_1920x0_80_0_0_56ca7b06bc0e2d2ac9593e5875016f86.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ახალი ამბები, საზოგადოება, პოლიტიკა საქართველოში
საქართველო, ახალი ამბები, საზოგადოება, პოლიტიკა საქართველოში
ქიბარ ხალვაში მზადაა, დიპმისიების ხელმძღვანელებს თავისი სიმართლე დაუმტკიცოს
23:18 20.05.2022 (განახლებულია: 23:56 20.05.2022) პარტნიორებს უფლება აქვთ ეჭვი შეიტანონ სასამართლოსა და მასმედიის თავისუფლებაში, მაგრამ გვარამიას საქმეში საუბარია კონკრეტულ დანაშაულზე, განაცხადა ტელეკომპანიის მფლობელმა.
თბილისი, 20 მაისი — Sputnik. ტელეარხ „რუსთავი 2“-ის ამჟამინდელი მფლობელი ქიბარ ხალვაში მზადაა შეხვდეს დიპლომატიურ კორპუსს და წარუდგინოს ზარალის მტკიცებულებები, რომელიც ტელეარხს ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ მიაყენა.
ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის 6,8 მილიონი ლარის ოდენობის ზიანის მიყენების საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში დამნაშავედ ცნეს. მას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. მისმა დაპატიმრებამ დიპლომატიური კორპუსის უკმაყოფილება გამოიწვია.
„მზად ვარ, როგორც საქართველოში ერთ-ერთი წარმატებული და დიდი ისტორიის მატარებელი ტელევიზიის მფლობელი, მათი დაინტერესების შემთხვევაში, შევხვდე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, რათა უშუალო კომუნიკაციის პირობებში ვაჩვენო ის სამწუხარო რეალობა, რაც დაგვხვდა კომპანიაში, და განვმარტო ყველა დეტალი, რამაც განაპირობა ეს ყველაფერი“, – ნათქვამია ხალვაშის განცხადებაში.
მან ასევე აღნიშნა, რომ პარტნიორებს უფლება აქვთ ეჭვი შეიტანონ სასამართლოსა და მასმედიის თავისუფლებაში, მაგრამ გვარამიას საქმეში საუბარია კონკრეტულ დანაშაულზე.
„არ შეიძლება, რომ მედიასაშუალების ხელმძღვანელის სტატუსი ალიბი იყოს ვინმესთვის, მით უფრო, როდესაც ამ თანამდებობაზე ყოფნისას მიზანმიმართულად აზიანებდა მედიასაშუალებას და მისი ჩადენილი დანაშაულიც მედიასაშუალების წინააღმდეგ იყო მიმართული“, – განაცხადა ხალვაშმა.
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გვარამიას მთავარი მიზანი „რუსთავი 2“-ის გაკოტრება იყო, რათა კომპანიის დაბრუნება მფლობელისთვის აზრს მოკლებული ყოფილიყო.
ხალვაშმა აღნიშნა, რომ მიყენებული ზარალი დღემდე მძიმე ტვირთად აწევს ტელეკომპანიას, რომელიც კანონიერ მფლობელს 2019 წელს დაუბრუნდა სამივე ინსტანციის ქართული სასამართლოებისა და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების საფუძველზე.
საქართველოს პროკურატურის მტკიცებით, „სრული და ობიექტური გამოძიების შედეგად მიიღეს უტყუარი მტკიცებულებები“, რომ 2015–2019 წლებში ტელეარხის ხელმძღვანელებმა, მათ შორის გვარამიამ, სხვადასხვა სიმძიმის რიგი დანაშაულები ჩაიდინეს.
გამოძიებით დადგენილი ფაქტებით, გვარამიამ ხელი მოაწერა შეთანხმებას საეთერო დროის გაყიდვის შესახებ ახალ და სრულიად გამოუცდელ კომპანიასთან „ინტერ მედია პლუსი“, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი გვარამიას ახლობელია.
მას შემდეგ, რაც ხალვაშმა სასამართლო დავა დაიწყო ტელეკომპანიის აქციების გამო, „რუსთავი 2“ გვარამიას ხელმძღვანელობით აღარ იხდიდა შეთანხმებით გათვალისწინებულ ფულს გაყიდული რეკლამისთვის. ეს სახსრები რჩებოდა გვარამიას უახლოესი მეგობრის კომპანიაში, რამაც „რუსთავი 2“-ს არსებითი ზარალი მიაყენა.