რამდენ მოსწავლეს სურს დისტანციურად სწავლა

© photo: Sputnik / Stringerგოგონა მეცადინეობს
გოგონა მეცადინეობს - Sputnik საქართველო, 1920, 20.05.2022
გამოწერა
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისათვის ქვეყნის მასშტაბით 624 ათასი მოსწავლე ირიცხება.
თბილისი, 20 მაისი – Sputnik. მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლებში სასწავლო პროცესი კვლავ შერეულ ფორმატში მიმდინარეობს.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ „განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის“ (EMIS) ინფორმაციით, 12-19 მაისის შუალედში ქვეყნის მასშტაბით ონლაინ-სწავლების რეჟიმზე გადასვლის მოთხოვნა 695 მოსწავლის მშობელმა დაწერა, ხოლო დისტანციური სწავლების მოთხოვნა 1.500-მა მშობელმა გააუქმა.
ონლაინ–სწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელია ყოველ ხუთშაბათს 00:00–18:00 საათის შუალედში.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მოსწავლეთა რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით ამ დროისათვის სულ 624 ათასია.
სასწავლო პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით საკლასო ოთახებში ზამთრის არდადეგების შემდეგ, 17 იანვარს გაგრძელდა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი შესაბამისი რეგულაციების გათვალისწინებით.
ყველა ახალი ამბავი
0