პენსიებსა და სოციალურ დახმარებას 2029 წლამდე „ლიბერთი ბანკი“ გასცემს

© photo: Sputnik„ლიბერთი ბანკის" ფილიალი
„ლიბერთი ბანკის ფილიალი - Sputnik საქართველო, 1920, 20.05.2022
გამოწერა
Liberty Bank-ი ტენდერის ერთადერთი მონაწილე იყო და კომისიამ ყველა კრიტერიუმის შესწავლის შემდეგ ის გამარჯვებულად გამოაცხადა.
თბილისი, 20 მაისი — Sputnik. სატენდერო კომისიამ ქართული „ლიბერთი ბანკი“ (Liberty Bank) გამოავლინა გამარჯვებულად კონკურსში იმ ბანკის გამოსავლენად, რომელიც 2023 წლის 1 იანვრიდან 2029 წლის 31 დეკემბრამდე ქვეყნის მოქალაქეებზე პენსიებსა და სოციალურ დახმარებას გასცემს.
Liberty Bank – ერთ-ერთი უმსხვილესი ქართული ბანკია თითქმის 3 მილიარდი ლარის მთლიანი აქტივებით და 200 მილიონი ლარის მქონე კაპიტალით. ბანკს გააჩნია ყველაზე მსხვილი საფილიალო ქსელი, რომელიც 360 განყოფილებას და 570 ბანკომატს მოიცავს. ბანკი 1,7 მილიონზე მეტ კლიენტს ემსახურება.
„ლიბერთი ბანკი“ ტენდერის ერთადერთი მონაწილე იყო. კომისიამ, მას შემდეგ, რაც ყველა კრიტერიუმი შეისწავლა, ის გამარჯვებულად აღიარა.

„კომისიამ განიხილა „ლიბერთი ბანკის“ მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოდგენილი დოკუმენტაცია, რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ ის სრულად შეესაბამება და აკმაყოფილებს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებს“, – ნათქვამია კომისიის გადაწყვეტილებაში.

დაკმაყოფილებულ მოთხოვნებს შორისაა: ფასების ცხრილი, მუშაობის გამოცდილება, ფილიალების არსებობა, აუცილებლობის შემთხვევაში პერსონალის გადაყვანის შესაძლებლობა ერთი ფილიალიდან მეორეში, მატერიალური ბაზა და სხვ.
ბანკის შესარჩევი ტენდერი 14–16 მაისს ჩატარდა და დაეფუძნა ორ ძირითად კრიტერიუმს – პენსიებისა და სოციალური დახმარების დარიგებისის ღირებულება და პენსიონერებისა და სახელმწიფოსგან დახმარების მიმღებთა კრედიტების საპროცენტო განაკვეთი.
მოქალაქეების ამ კატეგორიისთვის კრედიტზე მაქსიმალური წლიური საპროცენტო განაკვეთი არ იქნება ბანკთაშორისი საპროცენტო განაკვეთის ინდექსისა და 15 პროცენტული პუნქტის ჯამურ ოდენობაზე მეტი.
ყოველ მეოთხე პენსიონერს ან სოციალურად დაუცველს საქართველოში ბანკის ვალი აქვს>>
ამასთან, განაკვეთის გაზრდა არ შეიძლება კრედიტის საბოლოო დაფარვამდე. ამჟამად ბანკთაშორისი საპროცენტო განაკვეთის ინდექსი 10,6%-ს შეადგენს, შესაბამისად, წლიური განაკვეთი მოქალაქეების ამ კატეგორიისთვის არ შეიძლება აღემატებოდეს 26,6%-ს (10,6%+15%).
მიმდინარე წლის პირველი კვარტლის ბოლოს არსებული მონაცემებით, „ლიბერთი ბანკში“ კრედიტი თითქმის 370 ათას პენსიონერსა და სოციალურად დაუცველს ჰქონდა. ამის შესახებ ნათქვამია ბანკის ანგარიშში. კრედიტში მოიაზრება რამდენიმე თვის პენსიის ან სოციალური დახმარების წინასწარ აღება.
2022 წლის პირველი კვარტლის ბოლოს არსებული მონაცემებით, „ლიბერთი ბანკის“ მიერ პენსიონერებსა და სოციალურად დაუცველებზე გაცემული კრედიტების რაოდენობამ ჯამში 341,7 მლნ ლარი შეადგინა. ეფექტური საპროცენტო განაკვეთი კი 35,4%-ია.
ყველა ახალი ამბავი
0