„ჩემი შვილის მოლოდინში...“ - მაკა ზამბახიძემ მეორე შვილის გაჩენა გადაწყვიტა

© courtesy of Maka Zambakhidzeმაკა ზამბახიძე და მიხეილ ჩოხელი
მაკა ზამბახიძე და მიხეილ ჩოხელი - Sputnik საქართველო, 1920, 20.05.2022
გამოწერა
მომღერალი მაკა ზამბახიძე მესამედ რამდენიმე წლის წინ გათხოვდა.
მომღერალმა მაკა ზამბახიძემ „სხვა რაკურსში“ ბებიობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ შვილიშვილს „ძალიან აწვალებს, ისე, რომ ხელიდან გლეჯენ“.
მაკა ზამბახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 11.10.2021
„ასე უფრო ძალიან შემიყვარდა ჩემი მიხეილი“ – მაკა ზამბახიძე მეუღლეზე წერს

„ბებია ღუნღულა ვიცი, მე რა ბებია ვარ? მწვალებელი! ისე ვზრუნავ, როგორც ჩემი შვილი მაძლევს საშუალებას, რადგან ქორივითაა, არავის უშვებს მასთან. არის იდეალური დედა, საათივით აქვს აწყობილი ყველაფერი. მისი ნივთები არასდროს აქვს არეული, კეთილი შურით მშურს, როგორ ახერხებს ამ ყველაფერს. ჩემზე კარგი დედაა“, – აღნიშნა მომღერალმა.

გია ჯაჯანიძის კითხვაზე, თავად უნდა თუ არა კიდევ შვილი, მაკა დადებითად პასუხობს: „რა უცნაური იქნება, არა? ჩემი შვილის მოლოდინში უცბად ჩემი შვილიშვილი დავიჭირე ხელში. რომ დავფეხმძიმდე, გავაჩენ".
მომღერალი მორაგბე მიხეილ ჩოხელზე ორი წლის წინ დაქორწინდა.
ყველა ახალი ამბავი
0