„ასე უფრო ძალიან შემიყვარდა ჩემი მიხეილი“ – მაკა ზამბახიძე მეუღლეზე წერს

© courtesy of Maka Zambakhidzeმაკა ზამბახიძე
მაკა ზამბახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 11.10.2021
გამოწერა
ქართველი მომღერალი მაკა ზამბახიძე მეუღლესთან ერთად გადაღებულ ახალ ფოტოებს აქვეყნებს. მაკა და მიხეილი კახეთში რთველში იყვნენ, სადაც ყურძენი მოკრიფეს და ახალი ფოტოებიც გამოაქვეყნეს.
მომღერალი, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინ ბებია გახდა, შესანიშნავად, ახალგაზრდულად გამოიყურება. მაკა და მიხეილი ლამაზი ფოტოების დიდი მოყვარულები არიან, წყვილი ფოტოსესიას ხშირად აწყობს და საშემოდგომოდ გადაღებული ფოტოებიც, ყველა დანარჩენის მსგავსად, რომანტიკული და საინტერესო გამოვიდა.
„ბარაქალა თქვენს ნაშრომს“, „ულამაზესი წყვილი ხართ“, – უწერენ ხელმომწერები მაკას ახალ ფოტოებზე. ზამბახიძე რთველისთვის შემდგომის ფერებში შეიმოსა და ამჯერად ყვითელი კოპლებიანი კაბა, ქუდი და თეთრი მოსაცმელი შეარჩია, მიხეილი კი მწვანე პერანგსა და ჯინსებში იყო გამოწყობილი.
„ესეც ჩვენი პირველი რთველი ჩვენს ვენახში, მართლაც საოცარია შენი შრომის ნაყოფი ასეთ სილამაზეს და სიგემრიელეს რომ გაძლევს! მერე დგეხარ და ტკბები, გიყვარდება ირგვლივ ყველა და ყველაფერი! მეც ასე უფრო ძალიან შემიყვარდა ჩემი მიხეილი, რომელმაც თითოეული ვენახის ძირი და მისი ნაყოფი შეიყვარა, მოუარა შვილივით და საოცარი მოსავალიც მიიღო“, – წერს მაკა სოციალურ ქსელში.
ყველა ახალი ამბავი
0