ჯიშკარიანი, რომელსაც სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდნენ, სასამართლომ გაამართლა

© photo: Sputnik / Stringerთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 20.05.2022
გამოწერა
პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
თბილისი, 20 მაისი — Sputnik. თბილისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი ილია ჯიშკარიანი, რომელსაც გამოძიება საკუთარ თანამშრომელ ქალზე სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებასა და ცემას ედავებოდა, თბილისის საქალაქო სასამართლომ ყველა წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა.
პროკურატურა, რომელმაც ქალი დაზარალებულად ცნო, სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
როგორც ბრალდების მხარე აცხადებს, გამოძიების მასალების თანახმად, 2019 წლის 30 სექტემბერს ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ჯიშკარიანმა სამუშაო ადგილზე თანაშემწის, თამთა თოდაძის სექსუალური შევიწროება დაიწყო.
ქალის მტკიცებით, როდესაც დეპუტატმა უარი მიიღო და დაინახა, რომ თოდაძემ მომხდარის ტელეფონით გადაღება სცადა, სცემა მას და ტელეფონი გაუტეხა.
ჯიშკარიანის თქმით კი, თოდაძეს სახლამდე მიყვანა შესთავაზა, მან კი საპასუხოდ შეურაცხყოფა მიაყენა და ოთახში ყველაფრის მტვრევა დაიწყო, იატაკზე დავარდნილ პრინტერს გამოედო და დაეცა, რის შემდეგაც მას ქალის წამოაყენება უნდოდა, მაგრამ თოდაძე მას თავს დაესხა, თავად კი თავის დაცვა სცადა, რის შემდეგაც ქალი ოფისიდან გაიქცა.
სექს-სკანდალი საკრებულოში: ნინო ლომჯარია დაზარალებულ თამთა თოდაძეს შეხვდა>>
სასამართლო პროცესის მიმდინარეობის დროს ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით თავისუფლების სანაცვლოდ 10.000 ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული და გადახდილი.
სასამართლო დავის პერიოდში, 2019 წლის 10 ნოემბერს ჯიშკარიანი ინფარქტის დიაგნოზით კლინიკაში გადაიყვანეს.
მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში საქმის გამოძიებას მონიტორინგს უწევდა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.
აღნიშნული საქმის მუხლით გათვალისწინებული დანაშაული 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
ყველა ახალი ამბავი
0