თელ-ავივიდან გამოფრენილმა თვითმფრინავებმა ბათუმის აეროპორტში დაშვება ვერ შეძლეს

© photo: Sputnik / Stringerთვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში დაშვებისას
თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში დაშვებისას - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2022
გამოწერა
თვითმფრინავებს საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში მოუწიათ დაჯდომა.
თბილისი, 19 მაისი — Sputnik. ძლიერმა ნისლმა თელ-ავივიდან მომავალ თვითმფრინავებს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დაშვებაში ხელი შეუშალა, განუცხადა „Sputnik–საქართველოს“ ბათუმის აეროპორტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.

„დღეს ორი რეისი განხორციელდა თელ-ავივიდან და ვერცერთმა ვერ მოახერხა ბათუმის აეროპორტში დაჯდომა", – განაცხადეს ბათუმის აეროპორტის ადმინისტრაციაში.

საბოლოოდ თელ-ავივიდან გამოფრენილი Israir Airlines-ის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა, ხოლო Arkia Israeli Airlines-ის თვითმფრინავი – ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში.
ყველა ახალი ამბავი
0