საგარეო უწყება: ტრაპიზონში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქე სამშობლოში გადმოასვენეს

© photo: Sputnik / Stringerსაგარეო საქმეთა სამინისტრო
საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2022
გამოწერა
დაშავებული ხუთი პირიდან ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
თბილისი, 19 მაისი – Sputnik. თურქეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის ცხედარი სამშობლოში უკვე გადმოასვენეს. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
თურქეთის ქალაქ ტრაპიზონში ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა. ქართული სანომრე ნიშნით მოძრავი მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, კლდეს შეეჯახა და ამოტრიალდა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა საქართველოს ხუთი მოქალაქე.

„ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულო ინფორმირებულია აღნიშნული შემთხვევის შესახებ. საკონსულოს წარმომადგენლები მუდმივ კონტაქტზე არიან როგორც დაშავებულთა ოჯახის წევრებთან, ისე მათ მკურნალ ექიმებთან", – ნათქვამია განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულები, რომლებიც აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ უკვე მოინახულა, ტრაპიზონის ერთ-ერთ კლინიკაში არიან მოთავსებული. ექიმების თქმით, ერთი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. საშუალო სიმძიმის სამი პაციენტი მრავლობითი მოტეხილობებით და სისხლჩაქცევებით კლინიკაში გააგრძელებს მკურნალობას, ხოლო მსუბუქად დაზიანებული ერთი პირი უკვე დღეს დატოვებს კლინიკას.
ყველა ახალი ამბავი
0