https://sputnik-georgia.com/20220519/pirvel-klassi-wadraki-savaldebulo-sagani-iqneba-266756472.html
პირველ კლასში სავალდებულო საგნად ჭადრაკი დაემატება
პირველ კლასში სავალდებულო საგნად ჭადრაკი დაემატება
Sputnik საქართველო
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სავალდებულო საგნად ჭადრაკის შესწავლა 2022-2023 სასწავლო წლის სექტემბრიდან იგეგმება. 19.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-19T16:34+0400
2022-05-19T16:34+0400
2022-05-19T21:09+0400
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
განათლება საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23670/97/236709755_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_6559e1afbbc4721701ba0e1fa7c2f0e5.jpg
თბილისი, 19 მაისი – Sputnik. სკოლის მოსწავლეები ჭადრაკს პირველი კლასიდან სავალდებულო საგნად შეისწავლიან, ნათქვამია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.ჭადრაკი მეორე და მესამე კლასებში არჩევითი საგანი იქნება. სამინისტროს ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ჭადრაკის სწავლა მოსწავლეებში ანალიტიკური, ლოგიკური, კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემების პრაქტიკული გადაჭრის უნარ-ჩვევებს განავითარებს.სამინისტროს ინფორმაციით, სავალდებულო საგნად ჭადრაკის შესწავლა 2022-2023 სასწავლო წლის სექტემბრიდან იგეგმება, მანამდე კი ჭადრაკის ეროვნულ ფედერაციასთან თანამშრომლობით აქტიურად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები მასწავლებლების ტრენინგების ორგანიზებისა და სასწავლო რესურსების მომზადების კუთხით.აღსანიშნავია, რომ სკოლებში ჭადრაკის სწავლება გათვალისწინებულია ევროკავშირის 2012 წლის დეკლარაციით, რომელიც საგანმანათლებლო სისტემებში ჭადრაკის სწავლების დანერგვას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23670/97/236709755_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_903f4cfb5eacb8ae4fa3de67736fa5f7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში , ახალი ამბები, საქართველო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში , ახალი ამბები, საქართველო
პირველ კლასში სავალდებულო საგნად ჭადრაკი დაემატება
16:34 19.05.2022 (განახლებულია: 21:09 19.05.2022) განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სავალდებულო საგნად ჭადრაკის შესწავლა 2022-2023 სასწავლო წლის სექტემბრიდან იგეგმება.
თბილისი, 19 მაისი – Sputnik. სკოლის მოსწავლეები ჭადრაკს პირველი კლასიდან სავალდებულო საგნად შეისწავლიან, ნათქვამია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ჭადრაკი მეორე და მესამე კლასებში არჩევითი საგანი იქნება. სამინისტროს ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ჭადრაკის სწავლა მოსწავლეებში ანალიტიკური, ლოგიკური, კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემების პრაქტიკული გადაჭრის უნარ-ჩვევებს განავითარებს.
„ჭადრაკი აუმჯობესებს მოსწავლეთა მრავალმხრივ უნარებს, როგორიცაა: ყურადღება, კონცენტრირება, მეხსიერება, ანალიზი, ლოგიკა, გადაწყვეტილების მიღება, სივრცეში ორიენტირება და სხვ. ეს კი პირდაპირ კავშირშია მათემატიკისა და სხვა საგნების სტანდარტებით განსაზღვრულ კომპეტენციებთან“, – აღნიშნავს განათლების სამინისტრო.
სამინისტროს
ინფორმაციით, სავალდებულო საგნად ჭადრაკის შესწავლა 2022-2023 სასწავლო წლის სექტემბრიდან იგეგმება, მანამდე კი ჭადრაკის ეროვნულ ფედერაციასთან თანამშრომლობით აქტიურად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები მასწავლებლების ტრენინგების ორგანიზებისა და სასწავლო რესურსების მომზადების კუთხით.
აღსანიშნავია, რომ სკოლებში ჭადრაკის სწავლება გათვალისწინებულია ევროკავშირის 2012 წლის დეკლარაციით, რომელიც საგანმანათლებლო სისტემებში ჭადრაკის სწავლების დანერგვას ითვალისწინებს.