https://sputnik-georgia.com/20220519/ids-borjo-saqartvelos-mtavrobnas-kompaniasi-wils-stavazobs-266759747.html
„IDS ბორჯომი“ საქართველოს მთავრობას კომპანიაში წილს სთავაზობს
„IDS ბორჯომი“ საქართველოს მთავრობას კომპანიაში წილს სთავაზობს
Sputnik საქართველო
რეგიონში ბოლო დროს განვითარებული ნეგატიური მოვლენების გამო IDS BORJOMI International-ს პრობლემები შეექმნა. 19.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-19T16:25+0400
2022-05-19T16:25+0400
2022-05-19T21:00+0400
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/04/266431645_0:183:2991:1865_1920x0_80_0_0_5216091b849ba8eaa75d8a3dd4836c6e.jpg
თბილისი, 19 მაისი – Sputnik. „IDS ბორჯომის“ მაკონტროლებელმა კომპანიამ საქართველოს მთავრობას წილების ნაწილის უსასყიდლოდ გადაცემა შესთავაზა, ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.29 აპრილს კომპანიამ IDS Borjomi განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებით გამოწვეული ფინანსური პრობლემების გამო საქართველოში მდებარე ორ ქარხანას დროებით ხურავს. თანამშრომლებს ახალი პირობები შესთავაზეს. მათი ნაწილი ახალ პირობებს არ დათანხმდა და საპროტესტო აქციები დაიწყო. შედეგად – 685 თანამშრომლიდან 49 დაითხოვეს.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რეგიონში ბოლო დროს განვითარებული ნეგატიური მოვლენების გამო IDS BORJOMI International-ს აქვს ბიზნესის წყვეტა და სირთულეები საბანკო სერვისებთან დაკავშირებით, რის შედეგადაც კომპანია იძულებული გახდა, ქალაქ ბორჯომში მდებარე ჩამომსხმელ ქარხნებში საწარმოო პროცესი შეეჩერებინა. შედეგად – ათასზე მეტი ადამიანი სამსახურის დაკარგვის რისკის წინაშე აღმოჩნდა.„საქართველოს მთავრობის მიერ IDS BORJOMI International-ის მფლობელი კომპანიის შეთავაზების დათანხმების შემთხვევაში კომპანია „IDS ბორჯომი საქართველო“ შეძლებს ქარხნებში საწარმოო პროცესის აღდგენას და ეკონომიკური საქმიანობის განახლებას“, – ნათქვამია განცხადებაში.IDS Borjomi-ს გენერალური დირექტორი დასაქმებულების ნაწილს შეხვდა>>საერთაშორისო კომპანია IDS Borjomi International სამიდან ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა მინერალური წყლების ბაზარზე დსთ-ისა და ბალტიის ქვეყნებში.ამჟამად IDS Borjomi International-ში შედიან: IDS Borjomi Georgia (საქართველო), IDS Group Ukraine (უკრაინა), IDS Borjomi Russia (რუსეთი), IDS Borjomi Azerbaijan (აზერბაიჯანი), IDS Borjomi Belarus (ბელარუსი) და IDS Borjomi Europe (ლიეტუვა).„ბორჯომის“ ახალი მფლობელი შესაძლოა ქართველი ბიზნესმენი გია ორჯონიკიძე გახდეს>>კომპანია აწარმოებს ისეთ მინერალურ წყლებს, როგორიცაა „ბორჯომი“, „ლიკანი“, „ედელვაისი", „მორშინსკაია", „მირგოროდსკაია", „ტრუსკავეცკაია აკვა-ეკო“, „ტრუსკავეცკაია კრისტალნაია“, „წმინდა წყარო“ (Святой источник) და სხვ.2013 წლიდან IDS Borjomi Georgia-ს საკონტროლო პაკეტის 60% ეკუთვნის რუსულ კონსორციუმ „ალფა-ჯგუფს“ (Альфа-Групп), რომლის დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი სანქცირებული რუსი მეწარმეების სიაში მოხვდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/04/266431645_131:0:2860:2047_1920x0_80_0_0_6fff43b83cbbf8ce299c27c58aa12ff7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო
საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო
„IDS ბორჯომი“ საქართველოს მთავრობას კომპანიაში წილს სთავაზობს
16:25 19.05.2022 (განახლებულია: 21:00 19.05.2022) რეგიონში ბოლო დროს განვითარებული ნეგატიური მოვლენების გამო IDS BORJOMI International-ს პრობლემები შეექმნა.
თბილისი, 19 მაისი – Sputnik. „IDS ბორჯომის“ მაკონტროლებელმა კომპანიამ საქართველოს მთავრობას წილების ნაწილის უსასყიდლოდ გადაცემა შესთავაზა, ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
29 აპრილს კომპანიამ IDS Borjomi განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებით გამოწვეული ფინანსური პრობლემების გამო საქართველოში მდებარე ორ ქარხანას დროებით ხურავს. თანამშრომლებს ახალი პირობები შესთავაზეს. მათი ნაწილი ახალ პირობებს არ დათანხმდა და საპროტესტო აქციები დაიწყო. შედეგად – 685 თანამშრომლიდან 49 დაითხოვეს.
„IDS BORJOMI International-მა დღეს განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკებების შემდგომ მისმა მაკონტროლებელმა კომპანიამ საქართველოს მთავრობას წარუდგინა ოფიციალური წინადადება წილების ნაწილის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ. ეს ნაბიჯი საქართველოს მთავრობას საერთაშორისო კომპანიის მართვაში მონაწილეობის მიღების საშუალებას მისცემს“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რეგიონში ბოლო დროს განვითარებული ნეგატიური მოვლენების გამო IDS BORJOMI International-ს აქვს ბიზნესის წყვეტა და სირთულეები საბანკო სერვისებთან დაკავშირებით, რის შედეგადაც კომპანია იძულებული გახდა, ქალაქ ბორჯომში მდებარე ჩამომსხმელ ქარხნებში საწარმოო პროცესი შეეჩერებინა. შედეგად – ათასზე მეტი ადამიანი სამსახურის დაკარგვის რისკის წინაშე აღმოჩნდა.
„საქართველოს მთავრობის მიერ IDS BORJOMI International-ის მფლობელი კომპანიის შეთავაზების დათანხმების შემთხვევაში კომპანია „IDS ბორჯომი საქართველო“ შეძლებს ქარხნებში საწარმოო პროცესის აღდგენას და ეკონომიკური საქმიანობის განახლებას“, – ნათქვამია განცხადებაში.
საერთაშორისო კომპანია IDS Borjomi International სამიდან ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა მინერალური წყლების ბაზარზე დსთ-ისა და ბალტიის ქვეყნებში.
ამჟამად IDS Borjomi International-ში შედიან: IDS Borjomi Georgia (საქართველო), IDS Group Ukraine (უკრაინა), IDS Borjomi Russia (რუსეთი), IDS Borjomi Azerbaijan (აზერბაიჯანი), IDS Borjomi Belarus (ბელარუსი) და IDS Borjomi Europe (ლიეტუვა).
კომპანია აწარმოებს ისეთ მინერალურ წყლებს, როგორიცაა „ბორჯომი“, „ლიკანი“, „ედელვაისი", „მორშინსკაია", „მირგოროდსკაია", „ტრუსკავეცკაია აკვა-ეკო“, „ტრუსკავეცკაია კრისტალნაია“, „წმინდა წყარო“ (Святой источник) და სხვ.
2013 წლიდან IDS Borjomi Georgia-ს საკონტროლო პაკეტის 60% ეკუთვნის რუსულ კონსორციუმ „ალფა-ჯგუფს“ (Альфа-Групп), რომლის დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი სანქცირებული რუსი მეწარმეების სიაში მოხვდა.