უმაღლესი განათლების საერთაშორისო ფორუმი 2023 წელს საქართველოში გაიმართება

© photo: Sputnikთსუ
თსუ - Sputnik საქართველო, 1920, 18.05.2022
გამოწერა
საერთაშორისო ფორუმზე ევროპული სივრცის უმაღლესი განათლების პოლიტიკის და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებს განიხილავენ.
თბილისი, 18 მაისი – Sputnik. განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის ENQA-ს წევრების ყოველწლიურ საერთაშორისო ფორუმს 2023 წელს საქართველო უმასპინძლებს, ნათქვამია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ENQA-ს მმართველმა საბჭომ აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმატებული საქმიანობიდან გამომდინარე მიიღო.

საერთაშორისო ფორუმზე განხილული იქნება ის აქტუალური საკითხები და ტენდენციები, რომლებიც დაკავშირებულია ევროპული სივრცის უმაღლესი განათლების პოლიტიკასთან და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფასთან.

ფორუმში ჩაერთვებიან ევროპის 32 ქვეყნის განათლების ხარისხის უზრუნველყოფის 55 სააგენტოს ხელმძღვანელები; ასევე სააგენტოების თანამშრომლები, ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების რეესტრის – EQAR-ის, ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის, ევროპის სტუდენტთა ასოციაციის, ბოლონიის პროცესის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელები და წარმომადგენლები.
ENQA-ს ექსპერტთა ჯგუფის მიერ რეკომენდაციების შესრულებაზე მონიტორინგი საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში 2021 წელს განხორციელდა.
ექსპერტთა შეფასებით, ცენტრის მიერ ყველა რეკომენდაცია შესრულებულია, რითაც საქართველოში არსებული უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების ხარისხი მნიშვნელოვნად გაიზარდა და ევროპულ სტანდარტებთან მეტ შესაბამისობაში მოვიდა.
უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, 2019 წლის 25 აპრილს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს 5 წლის ვადით ENQA-ს სრული წევრის სტატუსი მიენიჭა, რადგან ქვეყანა სრულად აკმაყოფილებს ამ ასოციაციის წევრობის ძირითად კრიტერიუმებს.
საქართველოში უმაღლეს განათლებას 17,5 ათასი უცხოელი სტუდენტი იღებს>>
უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაცია (ENQA) არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც დამოუკიდებლად ახორციელებს საგანმანათლებლო დაწესებულებების მონიტორინგს.
ასოციაცია 2000 წელს ჰელსინკიში ბოლონიის შეთანხმების მონაწილე ქვეყნების მიერ დაარსდა სახელწოდებით „უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ქსელი“ (European Network for Quality Assurance in Higher Education).
2004 წელს სიტყვა Network (ქსელი) შეიცვალა სიტყვა Association-ით (ასოციაცია). ასოციაციაში გაწევრიანება ღიაა განათლების ხარისხის კონტროლის ყველა სააგენტოსთვის იმ ქვეყნებში, რომლებმაც ხელი მოაწერეს ბოლონიის დეკლარაციას.
ყველა ახალი ამბავი
0