საქართველოში უმაღლეს განათლებას 17,5 ათასი უცხოელი სტუდენტი იღებს

© photo: Sputnikინდოელი სტუდენტები
ინდოელი სტუდენტები - Sputnik საქართველო, 1920, 04.03.2022
გამოწერა
2021/2022 სასწავლო წელს უცხოეთში სწავლა 484-მა სტუდენტმა გააგრძელა.
თბილისი, 4 მარტი — Sputnik. საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 17,5 ათასი უცხოელი სწავლობს, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
ამასთან, 5,3 ათასი უცხოელი სახელმწიფო, 12,2 ათასი კი კერძო სასწავლებელში სწავლობს.
„საქსტატის“ ცნობით, 2021/2022 სასწავლო წელს, წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, საქართველოში უცხოელი სტუდენტების რაოდენობა 19%-ით გაიზარდა.
საინფორმაციო ტექნოლოგიების აკადემია - Sputnik საქართველო, 1920, 02.03.2022
საქართველოს პროფსასწავლებლებში სტუდენტების რაოდენობა იზრდება
ამავე დროს, უცხოეთში სწავლის გასაგრძელებლად 484 სტუდენტი გაემგზავრა. სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან საზღვარგარეთ სწავლა 342-მა სტუდენტმა გააგრძელა.
2022 წლისთვის სულ საქართველოში სტუდენტის სტატუსი 159,8 ათას ადამიანს ჰქონდა. „საქსტატის“ ცნობით, სტუდენტების 63,6% სახელმწიფო სასწავლებლებში სწავლობს, 36,4% კი კერძო უნივერსიტეტებსა და ინსტიტუტებში.
წყარო: საქსტატი
ყველა ახალი ამბავი
0