საქართველოს პროფსასწავლებლებში სტუდენტების რაოდენობა იზრდება

© photo: Sputnikსაინფორმაციო ტექნოლოგიების აკადემია
საინფორმაციო ტექნოლოგიების აკადემია - Sputnik საქართველო, 1920, 02.03.2022
გამოწერა
ქვეყნის ხელისუფლება ხელს უწყობს საქართველოს პროფესიული განათლების სისტემის ევროპულ საგანმანათლებლო სისტემაში ინტეგრაციას.
თბილისი, 2 მარტი — Sputnik. საქართველოს პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
2020 წელთან შედარებით, 2021 წელს სტუდენტების მიღება გაიზარდა 19,2%-ით (11,2 ათასი), მათგან 48,9% ქალი, 51,1% კი მამაკაცია.
2021 წლის ბოლოსთვის იმ საგანმანათლებლო სასწავლებლების რაოდენობა, რომლებიც სტუდენტებს პროფესიულ პროგრამებზე იღებდნენ, 94-ს შეადგენდა, აქედან 42 სახელმწიფო, ხოლო 52 – კერძო სასწავლებელი იყო.
პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობის მიხედვით ლიდერობს თბილისი (38,3%). შემდეგ მოდიან აჭარა (15,2%), სამეგრელო–ზემო სვანეთი (11%), იმერეთი (9,9%), კახეთი (6,3%), შიდა ქართლი (5,9%).
2021 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 200 სტუდენტი ჩაირიცხა, რომელთაგან 38,5% ქალია, ხოლო 61,5% მამაკაცი. რეგიონების მიხედვით ყველაზე მეტი სტუდენტი ჩაირიცხა თბილისში (46,5%), კახეთში (14%) და იმერეთში (9,5%).
გიორგი პერტაია - Sputnik საქართველო, 1920, 09.12.2020
საქართველოში პროფგანათლების მიღების მსურველთათვის უნარების სააგენტოს დაარსება იგეგმება
2021 წელს კურსდამთავრებულთა რაოდენობამ 6,8 ათასი შეადგინა. სტუდენტები სულ უფრო ხშირად ირჩევენ ისეთ საგანმანათლებლო პროგრამებს, როგორიცაა ინჟინერია, ჯანდაცვა, ბიზნეს-ადმინისტრირება, წარმოება და მშენებლობა, სამართალი და ჯანდაცვა.
მას შემდეგ, რაც საქართველომ „პროფესიული განათლების შესახებ“ ახალი კანონი მიიღო, ქვეყანაში მნიშვნელოვნად განვითარდა პროფესიული განათლების სხვადასხვა მიმართულებები.
კერძოდ, დაიწყო ზრდასრულთა განათლების სისტემის განვითარება. დაინერგა მოკლევადიანი პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამები სამშენებლო, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ტურიზმის მიმართულებით. ამასთან, განვითარდა სამეცნიერო ინფრასტრუქტურა, გაიზარდა დამსაქმებელთა ჩართულობა პროფგანათლების სფეროში.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა პროფგანათლების სისტემის მართვის ახალ მოდელზე.
საჯარო კოლეჯებში პროფესიული განათლების მიღება შესაძლებელია სრული დაფინანსებით, ცალკეულ კერძო კოლეჯებში კი ნაწილობრივი სახელმწიფო დაფინანსებით.
ქვეყნის ხელისუფლება ხელს უწყობს საქართველოს პროფესიული განათლების სისტემის ევროპულ საგანმანათლებლო სისტემაში ინტეგრაციას. გარდა ამისა, იგეგმება თანამშრომლობის განვითარება კერძო სექტორთან და პროფგანათლების ხარისხის გაუმჯობესება.
წყარო: „საქსტატი“
ყველა ახალი ამბავი
0