თურქეთში ქართველები ავარიაში მოყვნენ: ტრაპიზონში აჭარის ჯანდაცვის მინისტრი გაემგზავრა

© AFP 2024 / ANATOLIAN NEWS AGENCY სასწრაფო დახმარება თურქეთში
სასწრაფო დახმარება თურქეთში - Sputnik საქართველო, 1920, 18.05.2022
გამოწერა
ავარიაში მოყვა მიკროავტობუსი, რომელშიც საქართველოს მოქალაქეები იმყოფებოდნენ.
თბილისი, 18 მაისი – Sputnik. თურქეთის ქალაქ ტრაპიზონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ხუთი ადამიანი, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქეები. შემთხვევის ადგილისკენ სასწრაფოდ გაემგზავრა აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე.
აჭარის მთავრობის მონაცემებით, ავარიაში მოყვა მიკროავტობუსი, რომელშიც საქართველოს მოქალაქეები იმყოფებოდნენ.
ყველა დაშავებული უკვე კლინიკაშია გადაყვანილი.
მომხდარის სხვა დეტალები ჯერ არ ვრცელდება.
ყველა ახალი ამბავი
0