ლექსო თორაძე სამშობლოში ჩამოასვენეს

© photo: Sputnik / Stringerთბილისის კონსერვატორია
თბილისის კონსერვატორია - Sputnik საქართველო, 1920, 18.05.2022
გამოწერა
ქართველ პიანისტს დიდუბის პანთეონში, მშობლების გვერდით ხვალ დაკრძალავენ.
თბილისი, 18 მაისი – Sputnik. მსოფლიოში აღიარებული ვირტუოზი პიანისტი ლექსო თორაძე საქართველოში დღეს, გამთენიისას ჩამოასვენეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
პიანისტი ლექსო თორაძე 11 მაისს გარდაიცვალა, 30 მაისს მას 70 წელი შეუსრულდებოდა.
მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსის ჩამოსვენებასთან დაკავშირებით აეროპორტში ოჯახის წევრები და ახლობლები შეიკრიბნენ. ცხედარი აეროპორტიდან ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში გადაასვენეს, სადაც დღეს სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. ქართველ პიანისტს ხვალ დიდუბის პანთეონში, მშობლების გვერდით დაკრძალავენ.
თორაძეს ბრწყინვალე კარიერა ჰქონდა. ის გამოდიოდა ჩრდილოეთ ამერიკის წამყვან ორკესტრებთან, ასევე BBC-ს, ბერლინის, ისრაელის, ლა სკალას ფილარმონიულ ორკესტრებთან, ლონდონის სიმფონიურ ორკესტრთან, მარინის თეატრის სიმფონიურ ორკესტრთან, საფრანგეთის ნაციონალურ ორკესტრთან და სხვ.
ალექსანდრე (ლექსო) თორაძე დაიბადა თბილისში 1952 წლის 30 მაისს კომპოზიტორ დავით თორაძისა და კინომსახიობ ლიანა ასათიანის ოჯახში.
ლექსო თორაძე - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2022
ლექსო თორაძის გარდაცვალების გამო საქართველოში მწუხარებას გამოთქვამენ
თბილისის ცენტრალური სამუსიკო სკოლის დამთავრების შემდეგ, 1969 წელს ლექსო თორაძე ჩაირიცხა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, 1970-1975 წლებში სწავლობდა პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიაში, ხოლო 1978 წელს დაამთავრა ამავე კონსერვატორიის ასპირანტურა.
ლექსო თორაძე 1983 წელს გადავიდა აშშ-ში და 1991 წელს გახდა ქალაქ საუთ-ბენდის (ინდიანას შტატი) უნივერსიტეტის პროფესორი, აქვე დააარსა საფორტეპიანო სტუდია – Toradze Piano Studio, რომელმაც ევროპასა და აშშ-ში საგასტროლო საქმიანობისთვის კრიტიკოსების მაღალი შეფასებები დაიმსახურა.
ყველა ახალი ამბავი
0