ევროპაში ჩამალული მარგალიტი - ბათუმი EBD-ის რეიტინგის სათავეში მოექცა

© photo: Sputnikბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო, 1920, 18.05.2022
გამოწერა
რეიტინგში ბათუმის გვერდით აღმოჩნდნენ ესპანური ქალაქი ტორევიეხა, იტალიის ქალაქი პიეტრაპერტოსა და ხორვატიის ქალაქი ველი ლოშინი.
თბილისი, 18 მაისი – Sputnik. წამყვანმა დამოუკიდებელმა ევროპულმა ორგანიზაციამ European Best Destinations, რომელიც შეიქმნა ევროპაში კულტურისა და ტურიზმის პოპულარიზაციისთვის, ბათუმს 2022 წლის რეიტინგში Europe's best hidden gems 2022 (ევროპის საუკეთესო ჩამალული მარგალიტი) პირველი ადგილი მიანიჭა.
„ბათუმი – ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა და გასაოცარი ტურისტული მიმართულება ევროპაში, წელს ევროპის ფარულ მარგალიტებს შორის აღმოჩნდა. საქართველოს ერთ-ერთი რეგიონის, აჭარის დედაქალაქი მთელი წლის განმავლობაში მოსანახულებელი ადგილია. სასიამოვნოა სეირნობა ბათუმის ძველი ქალაქის ცენტრის ისტორიულ ქუჩებში ან ველოსიპედით სეირნობა“, – წერს European Best Destinations.
© photo: Sputnik / Alexander Imedashviliბათუმის ბოტანიკური ბაღი - ხედი შავ ზღვაზე
Батумский ботанический сад - вид на Черное море - Sputnik საქართველო, 1920, 18.05.2022
ბათუმის ბოტანიკური ბაღი - ხედი შავ ზღვაზე
ავტორები ბათუმის სტუმრებს სთავაზობენ, ეწვიონ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ბოტანიკურ ბაღს, დატკბნენ ზღვის ხედით სასტუმროს ფანჯრიდან, მოაწყონ ლაშქრობა ან დაკავდნენ კანიონინგით ახლომდებარე აჭარის მთებში.
„ახალი ფეშენებელური სასტუმროები, რომლებიც ყოველდღე იხსნება, აზიური და ევროპული რესტორნები, ბარები ყველაზე წარმოუდგენელი შენობების თავზე, დიზაინერული მაღაზიები და განსაკუთრებული ღამის ცხოვრება – ბათუმი ბევრად მეტია, ვიდრე ჩამალული მარგალიტი ევროპაში“, – ნათქვამია სტატიაში.
© Department of Tourism of Adjaraბათუმი ღამით
Батуми ночью - Sputnik საქართველო, 1920, 18.05.2022
ბათუმი ღამით
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, European Best Destinations-ის რეიტინგებს ეხმაურება წამყვანი მედიაგამოცემები Forbes USA და Conde Nast Traveler.
რეიტინგში ბათუმის გვერდით აღმოჩნდნენ ესპანური ქალაქი ტორევიეხა, იტალიის ქალაქი პიეტრაპერტოსა (Pietrapertosa) და ხორვატიის ქალაქი ველი ლოშინი (Veli Losinj).
2020 წელს European Best Destinations-მა ბათუმი და თბილისი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებად აღიარა.
წყარო - European Best Destinations.
ყველა ახალი ამბავი
0