ხელვაჩაურში 35 წლამდე ასაკის ქალი დაჭრეს

© photo: Sputnik / Stringerმამაკაცი დანით ხელში
მამაკაცი დანით ხელში - Sputnik საქართველო, 1920, 17.05.2022
გამოწერა
ქალმა შვილი საბავშვო ბაღში მიიყვანა, უკან გამოსულს კი თავს, სავარაუდოდ, ყოფილი ქმარი დაესხა.
თბილისი, 17 მაისი – Sputnik. ხელვაჩაურში დღეს, დილით 35 წლამდე ასაკის ქალი დაჭრეს. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
ტელეარხის ცნობით, ქალმა შვილი საბავშვო ბაღში დატოვა, ქუჩაში გამოსული კი, სავარაუდოდ, ყოფილმა ქმარმა ცივი იარაღით დაჭრა.
როგორც თვითმხილველებმა განაცხადეს, მამაკაცმა მომხდარის შემდეგ გაქცევა სცადა.

„კივილის ხმა შემოგვესმა, რომ გავიხედეთ, ქალი იყო დაჭრილი, ძირს ეგდო და ზურგი ჰქონდა სისხლიანი. შოკში იყო და ვერაფერი თქვა. სასწრაფო გამოვიძახეთ და გადაიყვანეს. მამაკაცი გაქცევას ცდილობდა, სამარშრუტო ტაქსი გააჩერა, მაგრამ მძღოლი მიხვდა და არ წავიდა“, – განაცხადეს ადგილზე.

შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები იყვნენ მობილიზებული. დაშავებული ბათუმის სამედიცინო ცენტრში მოათავსეს. ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
მომხდარზე გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0