https://sputnik-georgia.com/20220517/rusetidan-saqartvelosi-fuladi-gzavnilebi-otxjer-gaizarda-eqspertma-mizezebi-ganmarta-266714892.html
ფულადი გზავნილები რუსეთიდან ოთხჯერ გაიზარდა - ექსპერტმა მიზეზები განმარტა
ფულადი გზავნილები რუსეთიდან ოთხჯერ გაიზარდა - ექსპერტმა მიზეზები განმარტა
Sputnik საქართველო
აპრილში რუსეთიდან გზავნილებმა ფულადი გადარიცხვების 43,2% შეადგინა.
2022-05-17T23:08+0400
2022-05-17T23:08+0400
2022-05-17T23:09+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
რუსეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/14/265358823_0:320:3072:2048_1920x0_80_0_0_f14464383e4389ad0c7eed10e4e07540.jpg
თბილისი, 17 მაისი — Sputnik. აპრილში რუსეთიდან გადმოირიცხა 133 მლნ დოლარი, რაც გასული წლის აპრილის მაჩვენებელზე 298,8%-ით მეტია.აპრილში რუსეთიდან გზავნილებმა ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 43,2% შეადგინა.ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, პროფესორი სოსო არჩვაძე მიიჩნევს, რომ რუსეთიდან ფულადი გზავნილების მსგავსი ზრდა მოსალოდნელი იყო.მისი თქმით, ბოლო დრომდე რუსეთიდან ფულადი გზავნილები თვიდან თვემდე იკლებდა, ჯერ კიდევ ორი თვის წინ რუსეთი იტალიისა და შეერთებული შტატების შემდეგ აბსოლუტურ მოცულობებში მხოლოდ მესამე ადგილს იკავებდა, მაგრამ უკვე აპრილში პირველ ადგილზე გავიდა და თითქმის 100 მილიონი დოლარით იტალიურ მიმართულებას გაუსწრო.ექსპერტს გაუჭირდა პროგნოზირება, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ტენდენცია.„სავარაუდოდ, ეს არის მოკლევადიანი ან საშუალოვადიანი მოვლენა. ეს უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. რადგან ფულადი სახსრების ძირითადი დონორები არიან მიგრანტები საქართველოდან, რომლებიც დამკვიდრდნენ რუსეთში და თანხებს სამშობლოში დარჩენილ ოჯახის წევრებს უგზავნიდნენ. ხოლო ახლანდელ სიტუაციაში ეს იმ პირთა გადმორიცხვებია, რომლებიც გარკვეული დროით რუსეთის აქტიურ ეკონომიკურ ცხოვრებას ჩამოშორდნენ“, - განაცხადა არჩვაძემ.იზრდება ფულადი გზავნილები საქართველოში - ახალი სტატისტიკა >>მისი შეფასებით, თუ ბოლო თვეების ტენდენციის კორელაციას გამოვიყენებთ, აპრილში რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში გადმორიცხული 133 მილიონი დოლარიდან ქართველი მიგრანტების წილი 20 მილიონ დოლარზე მეტი არ არის.„ეს არის ყველაზე ოპტიმისტური მაღალი მაჩვენებელი, დანარჩენი თანხა მოდის რუსეთის მოქალაქეებზე, რომლებსაც ცნობილი გარემოებების გამო გარკვეული დროით თავიანთი ქვეყნის დატოვება მოუწიათ", - განაცხადა არჩვაძემ.ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით გადმორიცხული ფულადი გზავნილები 2022 წლის აპრილში 58,8%-ით გაიზარდა გასული წლის აპრილთან შედარებით და 308,1 მლნ დოლარი შეადგინა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/14/265358823_341:0:3072:2048_1920x0_80_0_0_ed7ecfbd5bfccccf02dfe6da902b4763.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი საქართველო ფულადი გზავნილები 300% ზრდა ექსპერტმი სოსო არჩვაძე მიზეზები განმარტება
რუსეთი საქართველო ფულადი გზავნილები 300% ზრდა ექსპერტმი სოსო არჩვაძე მიზეზები განმარტება
ფულადი გზავნილები რუსეთიდან ოთხჯერ გაიზარდა - ექსპერტმა მიზეზები განმარტა
23:08 17.05.2022 (განახლებულია: 23:09 17.05.2022) აპრილში რუსეთიდან გზავნილებმა ფულადი გადარიცხვების 43,2% შეადგინა.
თბილისი, 17 მაისი — Sputnik. აპრილში რუსეთიდან გადმოირიცხა 133 მლნ დოლარი, რაც გასული წლის აპრილის მაჩვენებელზე 298,8%-ით მეტია.
აპრილში რუსეთიდან გზავნილებმა ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 43,2% შეადგინა.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, პროფესორი სოსო არჩვაძე მიიჩნევს, რომ რუსეთიდან ფულადი გზავნილების მსგავსი ზრდა მოსალოდნელი იყო.
„ბევრი რუსი ჩამოვიდა საქართველოში და მათი მნიშვნელოვანი ნაწილი საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ხალხია. მე არ ვიტყოდი, რომ ისინი ძალიან მდიდრები ან ოლიგარქები არიან, მაგრამ ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც გააჩნიათ გარკვეული ფინანსური კეთილდღეობა, ისინი საქართველოში დარჩენას და საქართველოდან თავისი ბიზნესი კეთებას აპირებენ ან უბრალოდ „გამოზიდეს“ თავიანთი ფულადი სახსრები, სანამ სიტუაცია არ დამშვიდდება და რუსეთისთვის დაწესებული სანქციები გარკვეულწილად არ შესუსტდება“, - განუცხადა არჩვაძემ Sputnik-საქართველოს.
მისი თქმით, ბოლო დრომდე რუსეთიდან ფულადი გზავნილები თვიდან თვემდე იკლებდა, ჯერ კიდევ ორი თვის წინ რუსეთი იტალიისა და შეერთებული შტატების შემდეგ აბსოლუტურ მოცულობებში მხოლოდ მესამე ადგილს იკავებდა, მაგრამ უკვე აპრილში პირველ ადგილზე გავიდა და თითქმის 100 მილიონი დოლარით იტალიურ მიმართულებას გაუსწრო.
ექსპერტს გაუჭირდა პროგნოზირება, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ტენდენცია.
„სავარაუდოდ, ეს არის მოკლევადიანი ან საშუალოვადიანი მოვლენა. ეს უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. რადგან ფულადი სახსრების ძირითადი დონორები არიან მიგრანტები საქართველოდან, რომლებიც დამკვიდრდნენ რუსეთში და თანხებს სამშობლოში დარჩენილ ოჯახის წევრებს უგზავნიდნენ. ხოლო ახლანდელ სიტუაციაში ეს იმ პირთა გადმორიცხვებია, რომლებიც გარკვეული დროით რუსეთის აქტიურ ეკონომიკურ ცხოვრებას ჩამოშორდნენ“, - განაცხადა არჩვაძემ.
მისი შეფასებით, თუ ბოლო თვეების ტენდენციის კორელაციას გამოვიყენებთ, აპრილში რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში გადმორიცხული 133 მილიონი დოლარიდან ქართველი მიგრანტების წილი 20 მილიონ დოლარზე მეტი არ არის.
„ეს არის ყველაზე ოპტიმისტური მაღალი მაჩვენებელი, დანარჩენი თანხა მოდის რუსეთის მოქალაქეებზე, რომლებსაც ცნობილი გარემოებების გამო გარკვეული დროით თავიანთი ქვეყნის დატოვება მოუწიათ", - განაცხადა არჩვაძემ.
ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით გადმორიცხული ფულადი გზავნილები 2022 წლის აპრილში 58,8%-ით გაიზარდა გასული წლის აპრილთან შედარებით და 308,1 მლნ დოლარი შეადგინა.