იზრდება ფულადი გზავნილები საქართველოში - ახალი სტატისტიკა

© photo: Sputnik / Anton Denisov / გადასვლა მედიაბანკშიდოლარის კუპიურა
დოლარის კუპიურა - Sputnik საქართველო, 1920, 17.05.2022
გამოწერა
ფულადი გადმორიცხვების კუთხით ლიდერის პოზიცია რუსეთმა დაიბრუნა.
თბილისი, 17 მაისი — Sputnik. საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 2022 წლის იანვარი–აპრილში, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 23,1%-ით გაიზარდა და 853,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, იუწყება საქართველოს ეროვნული ბანკი.
ფულადი გზავნილების მოცულობით კვლავ რუსეთი ლიდერობს, რომელმაც რამდენიმე თვის მანძილზე პირველობა იტალიას დაუთმო.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ 204,3 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 23,9%-ია.
რამდენი ვალუტა გამოგზავნეს საქართველოში აპრილში
ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით გადმორიცხული ფულადი გზავნილები 2022 წლის აპრილში 58,8%-ით გაიზარდა გასული წლის აპრილთან შედარებით და 308,1 მლნ დოლარი შეადგინა.
შეძლებენ თუ არა მიგრანტები რუსეთიდან საქართველოში ფულის გადმოგზავნას? გვენეტაძის პასუხი>>>
აპრილში რუსეთიდან გადმოირიცხა 133 მლნ დოლარი – ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 43,2%. ეს გასული წლის აპრილის მაჩვენებელზე 298,8%-ით მეტია.
რამდენი ვალუტა გადაირიცხა საქართველოდან
რაც შეეხება საქართველოდან გაგზავნილი ვალუტის მოცულობას, 2022 წლის აპრილში საქართველოდან საზღვარგარეთ სულ 25,4 მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2021 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 25,4%-ით ნაკლებია.
2022 წლის პირველ ოთხ თვეში საქართველოდან საზღვარგარეთ გადაირიცხა 99,4 მლნ დოლარი, რაც 2021 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 11,9%-ით მეტია.
ყველა ახალი ამბავი
0