საქართველო მზადაა სტარტაპების განვითარებისთვის მილიონები გადაიხადოს

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 16.05.2022
გამოწერა
კომპანიამ საქართველოში უნდა დააარსოს სულ მცირე 2 მილიონი დოლარის მოცულობის ფონდი, საიდანაც ქართული სტარტაპები დაფინანსდება.
თბილისი, 16 მაისი – Sputnik. ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ იმ კომპანიის გამოსავლენად, რომელიც საქართველოში სტარტაპების სისტემის განვითარებას უზრუნველყოფს, 19,5 მლნ ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.
ტენდერის პირობებით, კომპანიამ უნდა შეიმუშავოს პროგრამა სტარტაპების სისტემის გაძლიერებისთვის, საინვესტიციო მიმართულებების განვითარებისა და ქართული სტარტაპების მსოფლიო ბაზარზე გასვლისთვის.
კომპანიამ საქართველოში უნდა დააფუძნოს მინიმუმ 2 მილიონი დოლარის მოცულობის ფონდი, საიდანაც ქართული სტარტაპები დაფინანსდება. ამასთან, კომპანია ვალდებული იქნება განახორციელოს ჯამში არანაკლებ 4 მლნ დოლარის მარკეტინგული აქტივობები.
ქართულმა სტარტაპმა OMOFOX 700 ათასი დოლარის ინვესტიცია მოიზიდა>>
კომპანიას, რომელიც თანხას მიიღებს, უნდა ჰქონდეს მინიმუმ რვაწლიანი გამოცდილება საერთაშორისო ბაზარზე, ისეთ სტარტაპებთან მუშაობის წარმატებული გამოცდილება, რომელთა ღირებულება 1 მილიონ დოლარს აღემატება, და სხვა ქვეყნებში მუშაობის გამოცდილება.
ყველა ახალი ამბავი
0