ქართულმა სტარტაპმა OMOFOX 700 ათასი დოლარის ინვესტიცია მოიზიდა

© Pixabay / StartupStockPhotosსრტატაპები, იდეები, ინოვაციები
სრტატაპები, იდეები, ინოვაციები - Sputnik საქართველო, 1920, 11.05.2022
გამოწერა
ახალგაზრდებმა იდეაზე მუშაობა 2020 წლის სექტემბერში, საკუთარ ავტოფარეხში დაიწყეს.
თბილისი, 11 მაისი– Sputnik. ქართულმა სტარტაპმა OMOFOX პრე-სიდ საინვესტიციო რაუნდი $700 ათასით დახურა - ინვესტიცია სტარტაპში ევროპული ვენჩურული კაპიტალის ფონდმა Presto Ventures, ანგელ-ინვესტორებმა და სტარტაპის დამფუძნებლებმა განახორციელეს.
სტარტაპში ინვესტირება მიჩნეულია სარისკოდ, ამიტომაც პროექტის დაფინანსება ეტაპებად იყოფა - ეს მინიმუმამდე ამცირებს რისკს და შუალედური შედეგების შეფასების საშუალებას იძლევა.
პრე-სიდ რაუნდი (Pre-seed) - პროექტის პირველი ნაბიჯებია. ამ სტადიაზე შემქმნელები აბანდებენ საკუთარ სახსრებს, იყენებენ FFF სახსრებს (family, friends, fools). დაფინანსების დროით ჩარჩოებსა და ლიმიტებზე საუბარიც არ არის. სტარტაპერები ცდილობენ რაც შეიძლება სწრაფად მაქსიმალური თანხა მოიზიდონ. როგორც წესი, ამ ეტაპზე პროექტების უმრავლესობა ქრება.
OMOFOX ქმნის SaaS-გადაწყვეტილებას, რომელიც წარმოებასა და საცალო ვაჭრობაში ჩართული ორგანიზაციებისთვის ლოგისტიკური პროცესების ავტომატიზაციას უზრუნველყოფს სატრანსპორტო მიწოდების დაგეგმვისა და მონიტორინგის სახით.
OMOFOX სატრანსპორტო გადაზიდვის სრულ მომსახურებას სთავაზობს. ის აციფრულებს მონაცემებს და მომხმარებლებს მიწოდების შესახებ სრულ ინფორმაციას აწვდის – ადგილმდებარეობა, მიწოდების სტატუსი, დოკუმენტაცია, პროცესში მონაწილე ადამიანები და ა.შ.
სტარტაპი დააფუძნა სამმა ადამიანმა: მახო ქიტუაშვილმა, კახაბერ კოჩიაშვილმა და ვახო რომანოვმა. თითოეულ მათგანს აქვს გამოცდილება ტექნოლოგიურ, ლოგისტიკურ, სატვირთო გადაზიდვებსა და მომხმარებელთა მომსახურების სფეროში.
ახალგაზრდებმა იდეაზე მუშაობა 2020 წლის სექტემბერში, საკუთარ ავტოფარეხში დაიწყეს. ამ დროისთვის OMOFOX-ის გუნდში 30 ადამიანია გაერთიანებული. სტარტაპს 300-ზე მეტი მუდმივი დამკვეთი ჰყავს და ეს რიცხვი იზრდება.
ყველა ახალი ამბავი
0