ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზში დააკავეს

© Sputnik / STRINGERნიკა გვარამია
ნიკა გვარამია - Sputnik საქართველო, 1920, 16.05.2022
გამოწერა
თბილისი, 16 მაისი – Sputnik. ოპოზიციური ტელეარხი „მთავარის“ გენერალური დირექტორი და დამფუძნებლი ნიკა გვარამია მოსამართლის გადაწყვეტილებით სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.
მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამია ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო – მის მიმართ წარდგენილი მუხლების ნაწილი 220-ე მუხლით გადაუკვალიფიცირა და მას სასჯელის სახით 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა.
გვარამიას, რომელიც 2019 წლის ივლისამდე „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი იყო, ბრალი ედებოდა „კომერციულ მოსყიდვასა“ და „ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია“, ასევე „უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში“.
ამ საქმეზე ნიკა გვარამიას ბრალდება 2020 წლის 6 სექტემბერს წარედგინა. მასთან ერთად საქმეზე ბრალი ჰქონდა წარდგენილი კიდევ ორ პირს – „რუსთავი 2"-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორ კახა დამენიას, რომელსაც სასამართლომ 50.000 ლარის ჯარიმა დააკისრა და დაკავშირებული კომპანიის „ინტერ მედია პლუსის" დირექტორს ზურაბ იაშვილს, რომელიც სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.
საქმის დეტალები
ბრალდების მხარის მასალების მიხედვით, ნიკა გვარამია, როდესაც „რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორი იყო, მოქმედებდა ტელეკომპანიის ინტერესების საზიანოდ, რათა კომპანია „ინტერ მედია პლუსს“, რომელიც მის მეგობრებს ეკუთვნის, მრავალმილიონიანი მოგება მიეღო.
ნიკა გვარამია - Sputnik საქართველო, 1920, 16.05.2022
ნიკა გვარამიას სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა
სწორედ ამ კომპანიასთან გაფორმდა 2015 წლის იანვარში შეთანხმება, რომლითაც მას ტელეარხის ეთერში რეკლამის განთავსების უფლება მიენიჭა. იმ წელს „რუსთავი 2“-მა 7,4 მილიონი ლარით იზარალა, „ინტერ მედია პლუსის“ შემოსავალმა კი 8,7 მილიონი ლარი შეადგინა.
ამ ეპიზოდში ბრალდებულის სტატუსით ფიგურირებენ აგრეთვე ტელეარხის ყოფილი ფინანსური დირექტორი კახაბერ დამენია და ზურაბ იაშვილი, კომპანია „ინტერ მედია პლუსის“ დირექტორი.
ბრალდების მეორე ეპიზოდი ეხება ძვირადღირებული ავტომობილის შეძენას.
პროკურატურის მტკიცებით, 2019 წლის თებერვალში გვარამიამ „პორშეს ცენტრში“ თავისთვის და თავისი ოჯახისთვის აირჩია 76,7 ათას ევროდ ღირებული Porsche Macan S „რუსთავი 2“-ის ეთერში სარეკლამო რგოლების განთავსების სანაცვლოდ. ეს ოპერაცია გვარამიას ნდობით აღჭურვილი პირის მეშვეობით ჩატარდა, ტელეკომპანიის კანონიერი ინტერესების საზიანოდ.
ამ ბარტერის გარდა, გვარამია „პორშეს ცენტრის“ ხელმძღვანელობას დაჰპირდა, რომ მომავალშიც განათავსებდა სარეკლამო რგოლებს დაბალ ფასად სარეკლამო სააგენტო „პრო ექსპო მედიას“ მეშვეობით.
ყველა ახალი ამბავი
0