https://sputnik-georgia.com/20220516/nika-gvaramias-sasamartlom-patimroba-miusaja-266663757.html
ნიკა გვარამიას სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა
ნიკა გვარამიას სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა
Sputnik საქართველო
გვარამიას ბრალი ედებოდა კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებაში, ასევე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. 16.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-16T10:31+0400
2022-05-16T10:31+0400
2022-05-16T14:24+0400
საზოგადოება
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0c/252298365_0:98:1280:818_1920x0_80_0_0_612424f16b91cbebb070468251df6ef5.jpg
თბილისი, 16 მაისი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციური ტელეარხი „მთავარის“ გენერალური დირექტორი და დამფუძნებელი ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო და სამი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.გვარამიას, რომელიც 2019 წლის ივლისამდე „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი იყო, ბრალი ედებოდა „კომერციულ მოსყიდვასა“ და „ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია“, ასევე „უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში“. ამ საქმეზე ნიკა გვარამიას ბრალდება 2020 წლის 6 სექტემბერს წარედგინა. მასთან ერთად საქმეზე ბრალი ჰქონდა წარდგენილი კიდევ ორ პირს – „რუსთავი 2"-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორ კახა დამენიას, რომელსაც სასამართლომ 50.000 ლარის ჯარიმა დააკისრა და დაკავშირებული კომპანიის „ინტერ მედია პლუსის" დირექტორს ზურაბ იაშვილს, რომელიც სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.საქმის დეტალებიბრალდების მხარის მასალების მიხედვით, ნიკა გვარამია, როდესაც „რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორი იყო, მოქმედებდა ტელეკომპანიის ინტერესების საზიანოდ, რათა კომპანია „ინტერ მედია პლუსს“, რომელიც მის მეგობრებს ეკუთვნის, მრავალმილიონიანი მოგება მიეღო.სწორედ ამ კომპანიასთან გაფორმდა 2015 წლის იანვარში შეთანხმება, რომლითაც მას ტელეარხის ეთერში რეკლამის განთავსების უფლება მიენიჭა. იმ წელს „რუსთავი 2“-მა 7,4 მილიონი ლარით იზარალა, „ინტერ მედია პლუსის“ შემოსავალმა კი 8,7 მილიონი ლარი შეადგინა.ამ ეპიზოდში ბრალდებულის სტატუსით ფიგურირებენ აგრეთვე ტელეარხის ყოფილი ფინანსური დირექტორი კახაბერ დამენია და ზურაბ იაშვილი, კომპანია „ინტერ მედია პლუსის“ დირექტორი.ბრალდების მეორე ეპიზოდი ეხება ძვირადღირებული ავტომობილის შეძენას.პროკურატურის მტკიცებით, 2019 წლის თებერვალში გვარამიამ „პორშეს ცენტრში“ თავისთვის და თავისი ოჯახისთვის აირჩია 76,7 ათას ევროდ ღირებული Porsche Macan S „რუსთავი 2“-ის ეთერში სარეკლამო რგოლების განთავსების სანაცვლოდ. ეს ოპერაცია გვარამიას ნდობით აღჭურვილი პირის მეშვეობით ჩატარდა, ტელეკომპანიის კანონიერი ინტერესების საზიანოდ.ამ ბარტერის გარდა, გვარამია „პორშეს ცენტრის“ ხელმძღვანელობას დაჰპირდა, რომ მომავალშიც განათავსებდა სარეკლამო რგოლებს დაბალ ფასად სარეკლამო სააგენტო „პრო ექსპო მედიას“ მეშვეობით.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0c/252298365_73:89:1093:854_1920x0_80_0_0_3d053235a9aa65a960255f1c297914d6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
საზოგადოება, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
ნიკა გვარამიას სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა
10:31 16.05.2022 (განახლებულია: 14:24 16.05.2022) გვარამიას ბრალი ედებოდა კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებაში, ასევე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.
თბილისი, 16 მაისი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციური ტელეარხი „მთავარის“ გენერალური დირექტორი და დამფუძნებელი ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო და სამი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
გვარამიას, რომელიც 2019 წლის ივლისამდე „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი იყო, ბრალი ედებოდა „კომერციულ მოსყიდვასა“ და „ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია“, ასევე „უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში“.
ამ საქმეზე ნიკა გვარამიას ბრალდება 2020 წლის 6 სექტემბერს წარედგინა. მასთან ერთად საქმეზე ბრალი ჰქონდა წარდგენილი კიდევ ორ პირს – „რუსთავი 2"-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორ კახა დამენიას, რომელსაც სასამართლომ 50.000 ლარის ჯარიმა დააკისრა და დაკავშირებული კომპანიის „ინტერ მედია პლუსის" დირექტორს ზურაბ იაშვილს, რომელიც სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.
ბრალდების მხარის მასალების მიხედვით, ნიკა გვარამია, როდესაც „რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორი იყო, მოქმედებდა ტელეკომპანიის ინტერესების საზიანოდ, რათა კომპანია „ინტერ მედია პლუსს“, რომელიც მის მეგობრებს ეკუთვნის, მრავალმილიონიანი მოგება მიეღო.
სწორედ ამ კომპანიასთან გაფორმდა 2015 წლის იანვარში შეთანხმება, რომლითაც მას ტელეარხის ეთერში რეკლამის განთავსების უფლება მიენიჭა. იმ წელს „რუსთავი 2“-მა 7,4 მილიონი ლარით იზარალა, „ინტერ მედია პლუსის“ შემოსავალმა კი 8,7 მილიონი ლარი შეადგინა.
ამ ეპიზოდში ბრალდებულის სტატუსით ფიგურირებენ აგრეთვე ტელეარხის ყოფილი ფინანსური დირექტორი კახაბერ დამენია და ზურაბ იაშვილი, კომპანია „ინტერ მედია პლუსის“ დირექტორი.
ბრალდების მეორე ეპიზოდი ეხება ძვირადღირებული ავტომობილის შეძენას.
პროკურატურის მტკიცებით, 2019 წლის თებერვალში გვარამიამ „პორშეს ცენტრში“ თავისთვის და თავისი ოჯახისთვის აირჩია 76,7 ათას ევროდ ღირებული Porsche Macan S „რუსთავი 2“-ის ეთერში სარეკლამო რგოლების განთავსების სანაცვლოდ. ეს ოპერაცია გვარამიას ნდობით აღჭურვილი პირის მეშვეობით ჩატარდა, ტელეკომპანიის კანონიერი ინტერესების საზიანოდ.
ამ ბარტერის გარდა, გვარამია „პორშეს ცენტრის“ ხელმძღვანელობას დაჰპირდა, რომ მომავალშიც განათავსებდა სარეკლამო რგოლებს დაბალ ფასად სარეკლამო სააგენტო „პრო ექსპო მედიას“ მეშვეობით.