https://sputnik-georgia.com/20220516/ilia-darciasvili-briuselsi-miemgzavreba-266661991.html
ილია დარჩიაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში მიემგზავრება
ილია დარჩიაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში მიემგზავრება
Sputnik საქართველო
საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან. 16.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-16T10:03+0400
2022-05-16T10:03+0400
2022-05-16T14:10+0400
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ახალი ამბები
პოლიტიკა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24525/35/245253587_0:0:3076:1731_1920x0_80_0_0_403d765dd4225dfb76cde115dfcd2d5b.jpg
თბილისი, 16 მაისი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი 16–18 მაისს სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა. ვიზიტის მთავარი თემა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მისაღებად შევსებული კითხვარი იქნება, ნათქვამია უწყების განცხადებაში.საგარეო უწყების ინფორმაციით, დარჩიაშვილი შეხვედრებს გამართავს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან, რომლებიც ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს ფარგლებში იკრიბებიან.შეხვედრებზე, კითხვარის თემის გარდა, განიხილავენ ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგს, ასევე რეგიონში უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ვითარებას.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მისაღებად შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა. კითხვარის გადაცემის შემდეგ ევროკომისია იწყებს საკუთარი შეფასების მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა.საქართველომ ევროკავშირს შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი გადასცა>>საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადა 3 მარტს შეიტანა. განაცხადი მანამდე უკრაინამ შეიტანა. ევროპარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მხარი უკვე დაუჭირა რეზოლუციას უკრაინისთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ.საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ, ხელი 2014 წელს მოაწერა. 2017 წლის მარტიდან საქართველოს მოქალაქეებმა შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მოკლევადიანი ვიზიტების (180 დღის მანძილზე ჯამში 90 დღით) უფლება მოიპოვეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24525/35/245253587_347:0:3076:2047_1920x0_80_0_0_bf717706db8a981cf105a512abfac391.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო
ილია დარჩიაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში მიემგზავრება
10:03 16.05.2022 (განახლებულია: 14:10 16.05.2022) საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან.
თბილისი, 16 მაისი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი 16–18 მაისს სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა. ვიზიტის მთავარი თემა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მისაღებად შევსებული კითხვარი იქნება, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
საგარეო უწყების ინფორმაციით, დარჩიაშვილი შეხვედრებს გამართავს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან, რომლებიც ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს ფარგლებში იკრიბებიან.
შეხვედრებზე, კითხვარის თემის გარდა, განიხილავენ ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგს, ასევე რეგიონში უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ვითარებას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მისაღებად შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა. კითხვარის გადაცემის შემდეგ ევროკომისია იწყებს საკუთარი შეფასების მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა.
საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადა 3 მარტს შეიტანა. განაცხადი მანამდე უკრაინამ შეიტანა. ევროპარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მხარი უკვე დაუჭირა რეზოლუციას უკრაინისთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ.
საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ, ხელი 2014 წელს მოაწერა. 2017 წლის მარტიდან საქართველოს მოქალაქეებმა შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მოკლევადიანი ვიზიტების (180 დღის მანძილზე ჯამში 90 დღით) უფლება მოიპოვეს.