დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 16 მაისი

© Pixabay / cocoparisienneსავსე მთვარე
სავსე მთვარე - Sputnik საქართველო, 1920, 16.05.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 16 მაისია, ორშაბათი. სავსემთვარეობა მორიელის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მთვარე მფარველობს.
არ იჩქაროთ. შეიძლება გაჩნდეს იდეები, რომლებიც შესანიშნავად მოგეჩვენებათ, ახალი გეგმები, რომელთა განხორციელება დაუყოვნებლივ მოგინდებათ. მაგრამ თუ კიდევ ერთხელ დაფიქრდებით, დაინახავთ სუსტ ადგილებს. პირად ურთიერთობებში პოზიტიური ტენდენციები ჭარბობს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 15 მაისი>>
ვერძი: დილით კიდევ ერთხელ გადახედეთ გეგმებს. შეიძლება შეამჩნიოთ ის, რასაც აქამდე ყურადღებას არ აქცევდით. ეს შეცდომებისგან დაგიცავთ. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა მეგობრებთან და ახლობლებთან შესახვედრად. შესაძლებელია თანხის მიღება, მათ შორის მოულოდნელი წყაროებიდან.
ტყუილი და მართალი - Sputnik საქართველო, 1920, 26.02.2020
ბრძნული ტყუილის საიდუმლოებანი: ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ჭკვიანურად იტყუებიან
კურო: ეცადეთ, არ გაბრაზდეთ, როცა ვინმე თქვენს საქმეებში ცდილობს ჩარევას, გაძლევთ დაუკითხავად რჩევებს. ამან შეიძლება განწყობა გაგიფუჭოთ. თანდათანობით გაძლიერდება პოზიტიური ტენდენციების გავლენა და ემოციური ფონი სტაბილური გახდება, დადგება ნაყოფიერი პერიოდი.
ტყუპი: არ იჩქაროთ გადაწყვეტილებების მიღება. არახელსაყრელი დროა ცხოვრების კარდინალურად შცვლისთვის. არის რისკი, რომ რამე გამოგრჩეთ მხედველობიდან, ვერ შეამჩნიოთ დეტალები, რომლებიც მოგვიანებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდება. ყურადღებით მოუსმინეთ ინტუიციას.
კირჩხიბი: დილიდან პოზიტიურად განეწყვეთ. შეიძლება დატვირთული, მოულოდნელი მოვლენებით აღსავსე პერიოდი იყოს. შესაძლოა, ნაჩქარევად მოგიწიოთ გადაწყვეტილებების მიღება. კარგი დღეა ურთიერთობებისთვის. არაა გამორიცხული, რომ ვინმეს ერთი ნახვით შეუყვარდეთ.
თავისუფლება - Sputnik საქართველო, 1920, 16.10.2019
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც რამდენჯერმე ქორწინდებიან
ლომი: არ ინერვიულოთ დილით შექმნილი პრობლემების გამო. ისინი არც ისე სერიოზულია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. მათ სწრაფად გაუმკლავდებით. დღის მეორე ნახევარი იღბლიანად აეწყობა. მოსალოდნელია სასიამოვნო სიურპრიზები, ყურადღების ნიშნები, რომლებიც ძალიან გაგახარებთ.
ქალწული: მტკიცე განწყობის წყალობით მიზნებს მიაღწევთ. ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ სერიოზული დაბრკოლებები არ შეიქმნება. კარგი დღეა მნიშვნელოვანი საუბრებისთვის. შეძლებთ საერთო ენის გამონახვას მათთანაც კი, ვისთანაც მუდმივად კამათი გიწევდათ და შეთანხმებას ვერ ახერხებდით.
სასწორი: სწრაფად იმოქმედეთ და ბევრს მიაღწევთ. ვარსკვლავები თქვენ მხარეს არიან. მოსალოდნელია იღბლიანი თანხვედრები, რომლებიც თქვენ წინაშე ახალ შესაძლებლობებს გახსნის. ინტუიცია გიკარნახებთ, თუროგორ აჯობებს მოქმედება. ჰარმონიული იქნება ურთიერთობები ახლობლებთან.
გეომაგნიტური ქარიშხალი მზეზე - Sputnik საქართველო, 1920, 13.04.2018
რამდენად ემოციური ხართ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მორიელი: საკუთარ თავს შეუძლებელს ნუ მოსთხოვთ. შესაძლოა, არცთუ ნაყოფიერი დღე იყოს. ზოგიერთ თქვენგანს ძალიან წაადგება ყოვედღიური საქმეებისგან, რუტინული ყოფისგან ყურადღების გადატანა. კარგი დღეა სწავლისა და შემოქმედებითი საქმიანობისთვის. საღამო უჩვეულო იდეებს მოიტანს.
მშვილდოსანი: ირგვლივ მყოფების მიმართ მომთმენი იყავით. ადვილი არ იქნება საერთო ენის გამონახვა. ხანდახან ახლობლებმაც შეიძლება სწორად ვერ გაგიგონ. მნიშვნელოვანი საკითხები დღის მეორე ნახევარში განიხილეთ. ამ დროს უფრო ადვილი იქნება კონტაქტი ადამიანებთან. მუშაობისთვის კარგი დღეა.
თხის რქა: მნიშვნელოვან საქმეებს დილიდან შრუდექით. ასე ადვილი იქნება წარმატების მიღწევა. თქვენს წამოწყებებს მხარს დაუჭერენ, მათ შორის, ახლად გაცნობილი ადამიანებიც. არაა გამორიცხული მეგობრული ურთიერთობების დაწყება. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ.
კაირო - Sputnik საქართველო, 1920, 13.03.2018
ეგვიპტური ჰოროსკოპი – დაინახეთ თქვენი თავი განსხვავებულად
მერწყული: უჩვეულო შეხვედრების, სასიამოვნო ნაცნობობის დღეა. ზოგიერთი თქვენგანი ახალ საქმიან პარტნიორს იპოვის, შეძლებს ერთობლივ მუშაობაზე შეთანხმებას. ასევე იქნება ძველი პროფესიული კავშირების აღდგენის საშუალება. დღის მეორე ნახევარი კარგად ნაცნობ, ძველ საქმეებს დაუთმეთ.
თევზები: შეინარჩუნეთ სიმშვიდე. თუ ჯანსაღი აზრით იხელმძღვანელებთ და წამიერ ემოციებს არ აჰყვებით, სირთულეებს გადალახავთ. ურთიერთობები ყოველთვის ადვილი არ იქნება. სერიოზულ საკითხებზე მსჯელობისთვის დღის მეორე ნახევარი შეარჩიეთ. შეყვარებულებს სასიამოვნო სიურპრიზები ელოდებათ.
ყველა ახალი ამბავი
0