https://sputnik-georgia.com/20220516/davitashvili-sawvavis-pasipunda-shemcirdes-266673682.html
ლევან დავითაშვილი: საწვავის ფასი უნდა შემცირდეს
ლევან დავითაშვილი: საწვავის ფასი უნდა შემცირდეს
Sputnik საქართველო
საწვავზე ფასების ზრდის ბოლო ეტაპი საქართველოში გასული წლის შემოდგომიდან დაიწყო, თუმცა მკვეთრი ნახტომი მიმდინარე წლის თებერვალი–მარტში დაფიქსირდა. 16.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-16T16:53+0400
2022-05-16T16:53+0400
2022-05-16T19:40+0400
საქართველო
ეკონომიკა
საზოგადოება
საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/0b/264344310_0:84:3343:1964_1920x0_80_0_0_44bd8cf8115a7c4d2cbc444f2e49d901.jpg
თბილისი, 16 მაისი — Sputnik. საქართველოში საწვავი მსოფლიო ბაზარზე ფასების არაპროპორციულად გაძვირდა, რასთან დაკავშირებითაც იგეგმება სხვადასხვა საცალო სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებთან და იმპორტიორებთან მოლაპარაკებები, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.კონკურენციის სააგენტომ მთავრობას უკვე წარუდგინა საქართველოში საწვავის ბაზარზე არსებული სიტუაციის შესახებ შუალედური ანგარიში. როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, უკვე გაკეთდა საინტერესო დასკვნები.მისი თქმით, აუცილებელია უფრო მეტი კომუნიკაცია საწვავის იმპორტიორებთან და საცალო სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებთან. მიმდინარე კვირაში მთავრობის ეკონომიკური გუნდი შეხვედრების გამართვას იწყებს.მინისტრს აქვს მოლოდინი, რომ კომპანიები ან დაადასტურებენ კონკურენციის სააგენტოს დასკვნების სისწორეს და ფასებს შეამცირებენ, ან ფასების ზრდის მყარ არგუმენტებს წარმოადგენენ. ამასთან, დავითაშვილმა არ გამორიცხა, რომ მსგავსი არგუმენტები შეიძლება წარმოდგენილი იყოს.„ვფიქრობთ, გარკვეული შედეგის მომცემი იქნება, რაც მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია... ჩვენ მაინც ველოდებით, რომ საწვავზე ფასებმა კიდევ უფრო უნდა დაიკლოს“, – აღნიშნა დავითაშვილმა.საწვავზე ფასების ზრდის ბოლო ეტაპი საქართველოში გასული წლის შემოდგომიდან დაიწყო, თუმცა მკვეთრი ნახტომი მიმდინარე წლის თებერვალი–მარტში დაფიქსირდა. კერძოდ, 92 ოქტანობის ბენზინი თითქმის 12%-ით გაძვირდა, ერთი ლიტრის ფასი თითქმის 3,8 ლარს აღწევს, ხოლო 95 ოქტანობის ბენზინი თითქმის 4 ლარი გახდა. ექსპერტები ფასების ზრდის ძირითად ფაქტორებად ასახელებენ მსოფლიო ბაზარზე შექმნილ ვითარებას და ვალუტის გაცვლით კურსს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/0b/264344310_306:0:3037:2048_1920x0_80_0_0_b365311ae7a0bc3228a72c5f85c440e8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ეკონომიკა, საზოგადოება, საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები
საქართველო, ეკონომიკა, საზოგადოება, საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები
ლევან დავითაშვილი: საწვავის ფასი უნდა შემცირდეს
16:53 16.05.2022 (განახლებულია: 19:40 16.05.2022) საწვავზე ფასების ზრდის ბოლო ეტაპი საქართველოში გასული წლის შემოდგომიდან დაიწყო, თუმცა მკვეთრი ნახტომი მიმდინარე წლის თებერვალი–მარტში დაფიქსირდა.
თბილისი, 16 მაისი — Sputnik. საქართველოში საწვავი მსოფლიო ბაზარზე ფასების არაპროპორციულად გაძვირდა, რასთან დაკავშირებითაც იგეგმება სხვადასხვა საცალო სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებთან და იმპორტიორებთან მოლაპარაკებები, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
კონკურენციის სააგენტომ მთავრობას უკვე წარუდგინა საქართველოში საწვავის ბაზარზე არსებული სიტუაციის შესახებ შუალედური ანგარიში. როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, უკვე გაკეთდა საინტერესო დასკვნები.
„ბაზარზე საცალო ქსელებში არსებულ ფასებში მნიშვნელოვანი განსხვავებაა... ფასების ზრდის ეფექტი არ არის თანხვედრაში საერთაშორისო ბაზარზე გაძვირებასთან. ყოველ შემთხვევაში, მას ჰქონდა თავისი ინერცია და ეს იყო რამდენიმე კვირიანი“, – განაცხადა დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, აუცილებელია უფრო მეტი კომუნიკაცია საწვავის იმპორტიორებთან და საცალო სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებთან. მიმდინარე კვირაში მთავრობის ეკონომიკური გუნდი შეხვედრების გამართვას იწყებს.
მინისტრს აქვს მოლოდინი, რომ კომპანიები ან დაადასტურებენ კონკურენციის სააგენტოს დასკვნების სისწორეს და ფასებს შეამცირებენ, ან ფასების ზრდის მყარ არგუმენტებს წარმოადგენენ. ამასთან, დავითაშვილმა არ გამორიცხა, რომ მსგავსი არგუმენტები შეიძლება წარმოდგენილი იყოს.
„ვფიქრობთ, გარკვეული შედეგის მომცემი იქნება, რაც მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია... ჩვენ მაინც ველოდებით, რომ საწვავზე ფასებმა კიდევ უფრო უნდა დაიკლოს“, – აღნიშნა დავითაშვილმა.
საწვავზე ფასების ზრდის ბოლო ეტაპი საქართველოში გასული წლის შემოდგომიდან დაიწყო, თუმცა მკვეთრი ნახტომი მიმდინარე წლის თებერვალი–მარტში დაფიქსირდა. კერძოდ, 92 ოქტანობის ბენზინი თითქმის 12%-ით გაძვირდა, ერთი ლიტრის ფასი თითქმის 3,8 ლარს აღწევს, ხოლო 95 ოქტანობის ბენზინი თითქმის 4 ლარი გახდა. ექსპერტები ფასების ზრდის ძირითად ფაქტორებად ასახელებენ მსოფლიო ბაზარზე შექმნილ ვითარებას და ვალუტის გაცვლით კურსს.