ბასილაშვილი ჟენევის ტურნირს იწყებს - პირველი მეტოქე არგენტინელი ფაკუნდო ბანისი იქნება

© AP Photo / Kamran Jebreiliნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 16.05.2022
გამოწერა
ნიკოლოზ ბასილაშვილის შეხვედრა 17 აპრილს, თბილისის დროით 12:00 საათზეა ჩანიშნული.
თბილისი, 16 აპრილი – Sputnik. ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი რომის მასტერსზე წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ შვეიცარიაში ჟენევის ღია პირველობაში მიიღებს მონაწილეობას.
30 წლის ქართველი ჩოგბურთელი აღნიშნულ ტურნირზე მე-5 ნომრად არის განთესილი და პირველ წრეში კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულს, არგენტინელ ფაკუნდო ბანისს შეხვდება. არგენტინელმა საკვალიფიკაციო ბადეში ორ მეტოქეს აჯობა, ჯერ სლოვაკ ლუკას კლეინთან სამ სეტში იმარჯვა, შემდეგ კი ორ სეტში უკრაინელ ვიტალი საჩკოსთან მოიგო.
ბასილაშვილი ბანისთან გამარჯვების შემთხვევაში 1/8-ფინალურ ეტაპზე ესპანელ პაბლო ანდუხარსა და პორტულალიელ ჟოაო სოუზას შორის გამარჯვებულს შეხვდება.
ნიკოლოზ ბასილაშვილი რომის მასტერსს მეორე წრიდან გამოეთიშა>>
აღსანიშნავია, რომ ქართველი ჩოგბურთელი 32 წლის ბანისს ერთადერთხელ შეხვდა და მასთან დადებითი ბალანსი აქვს. ბასილაშვილმა ფაკუნდო ბანისს 2015 წელს უიმბლდონის პირველ წრეში სამ სეტში მოუგო (6:4, 7:6, 6:2).
ჟენევის ღია პირველობა დღეს დაიწყო, ბასილაშვილის შეხვედრა კი ხვალ, 17 აპრილს, თბილისის დროით 12:00 საათზეა ჩანიშნული.
ტურნირის საპრიზო ფონდი 597.900 ევროა.
ყველა ახალი ამბავი
0