https://sputnik-georgia.com/20220515/danasauli-saqartvelosi-2022-wlis-bolo-monacemebi-266650155.html
დანაშაული საქართველოში: 2022 წლის ბოლო მონაცემები
დანაშაული საქართველოში: 2022 წლის ბოლო მონაცემები
საქართველოში ყველაზე გავრცელებული დანაშაული კვლავ ქურდობაა, განაცხადეს შსს-ში
2022-05-15T09:52+0400
2022-05-15T09:52+0400
2022-05-15T09:52+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
შემთხვევები საქართველოში
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/02/264904106_0:0:3001:1688_1920x0_80_0_0_ab8e6b4cd81a9b65a22c2a3f7562f9f4.jpg
თბილისი, 15 მაისი — Sputnik. 2022 წლის 1 კვარტალში ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა 5%-ით შემცირდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნათქვამია შსს-ს ვებ-გვერდზე განთავსებულ მასალებში.უწყების ცნობით, იანვარ-მარტში საქართველოში დაახლოებით 13,5 ათასი დანაშაული მოხდა, რომელთა 49,1%-ია გახსნილი.შინაგან საქმეთა სამინისტროს მასალების თანახმად, საქართველოში თვეში საშუალოდ 4,5-5 ათასი დანაშაული ხდება.დანაშაულის ტოპ-ხუთეულისაქართველოში ყველაზე გავრცელებული დანაშაული კვლავ ქურდობაა – სამ თვეში დაახლოებით 4,3 ათასი მსგავსი შემთხვევა დარეგისტრირდა. აქედან გახსნილია 42,4%.მეორე ადგილზეა ნარკოდანაშაულია. სამ თვეში დაფიქსირდა დაახლოებით 1,1 ათასი მსგავსი დანაშაული. აქედან გახსნილია 85,5%.ოჯახური დანაშაული მესამე ადგილზეა. იანვარ-მარტში დაფიქსირებულია 983 მსგავსი დანაშაული, საიდანაც 72,7% გახსნილია.ყველაზე ხშირი დანაშაულის ხუთეული:გარდა ამისა, შსს–ს მონაცემებით, სამ თვეში ქვეყანაში დარეგისტრირდა 16 მკვლელობა, აქედან 6 – განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი, 80 – ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება, 31 – გაუპატიურება, 3 – ადამიანებით ვაჭრობა.რამდენი დაისაჯასაქართველოში 2022 წლის იანვარ-მარტში სხვადასხვა სახის ჩადენილი დანაშაულისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 5.743 ადამიანი. აქედან 378 პირობით სასჯელს იხდიდა.1.802 დაკავებული სისხლის სამართლის პასუხისგებაში თბილისში მისცეს.სხვადასხვა დანაშაულის გამო დაზარალებულის სტატუსი 5.029 ადამიანს მოენიჭა.წყარო - შსს-ს მასალები
საქართველო
2022
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/02/264904106_0:0:2635:1976_1920x0_80_0_0_d050ba450610960c30132c15bc01d214.jpgახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, შემთხვევები საქართველოში
დანაშაული საქართველოში: 2022 წლის ბოლო მონაცემები
საქართველოში ყველაზე გავრცელებული დანაშაული კვლავ ქურდობაა, განაცხადეს შსს-ში
თბილისი, 15 მაისი — Sputnik. 2022 წლის 1 კვარტალში ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა 5%-ით შემცირდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნათქვამია შსს-ს ვებ-გვერდზე განთავსებულ მასალებში.
უწყების ცნობით, იანვარ-მარტში საქართველოში დაახლოებით 13,5 ათასი დანაშაული მოხდა, რომელთა 49,1%-ია გახსნილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მასალების თანახმად, საქართველოში თვეში საშუალოდ 4,5-5 ათასი დანაშაული ხდება.
დანაშაულის ტოპ-ხუთეული
საქართველოში ყველაზე გავრცელებული დანაშაული კვლავ ქურდობაა – სამ თვეში დაახლოებით 4,3 ათასი მსგავსი შემთხვევა დარეგისტრირდა. აქედან გახსნილია 42,4%.
მეორე ადგილზეა ნარკოდანაშაულია. სამ თვეში დაფიქსირდა დაახლოებით 1,1 ათასი მსგავსი დანაშაული. აქედან გახსნილია 85,5%.
ოჯახური დანაშაული მესამე ადგილზეა. იანვარ-მარტში დაფიქსირებულია 983 მსგავსი დანაშაული, საიდანაც 72,7% გახსნილია.
ყველაზე ხშირი დანაშაულის ხუთეული:
სატრანსპორტო დანაშაული – 837
გარდა ამისა, შსს–ს მონაცემებით, სამ თვეში ქვეყანაში დარეგისტრირდა 16 მკვლელობა, აქედან 6 – განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი, 80 – ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება, 31 – გაუპატიურება, 3 – ადამიანებით ვაჭრობა.
რამდენი დაისაჯა
საქართველოში 2022 წლის იანვარ-მარტში სხვადასხვა სახის ჩადენილი დანაშაულისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 5.743 ადამიანი. აქედან 378 პირობით სასჯელს იხდიდა.
1.802 დაკავებული სისხლის სამართლის პასუხისგებაში თბილისში მისცეს.
სხვადასხვა დანაშაულის გამო დაზარალებულის სტატუსი 5.029 ადამიანს მოენიჭა.