ბათუმი „ტურიზმის ოსკარის“ სახელით ცნობილ World Travel Awards-ს უმასპინძლებს

© photo: Sputnik / Stringerბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2022
გამოწერა
World Travel Awards-ის დაჯილდოების ცერემონიაზე ევროპის წამყვანი ტურისტული მიმართულებები, ქალაქები და კომპანიები გამოვლინდება.
თბილისი, 13 მაისი – Sputnik. ბათუმში ტურიზმის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული World Travel Awards-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
მსოფლიო ტურიზმის სფეროში დაჯილდოების ცერემონიის ბათუმში გამართვასთან დაკავშირებით შეთანხმებას ხელი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და World Travel Awards-ის ვიცე-პრეზიდენტმა სიონ რაპსონმა ლონდონში მოაწერეს.
როგორც აჭარის მთავრობაში აცხადებენ, მსოფლიოში „ტურიზმის ოსკარის“ სახელით ცნობილი ღონისძიების გალა ცერემონიას აჭარა 2023 წელს უმასპინძლებს.
ღონისძიების ფარგლებში ბათუმს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ტურიზმის ინდუსტრიის წამყვანი კომპანიები, სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ბიზნესისა და სახელმწიფო ორგანიზაციების, ასევე საერთაშორისო მასმედიის წარმომადგენლები ეწვევიან.
2023 წელს ბათუმში მსოფლიო მასშტაბის ტურისტული ატრაქციები, მიმართულებები, სასტუმროები, ასევე საზღვაო, სახმელეთო, საჰაერო ტრანსპორტის კომპანიები დაჯილდოვდებიან.
ამასთან, 2023 წლის განმავლობაში ბათუმის, როგორც World Travel Awards-ის მასპინძელი ქალაქის პოზიციონირება ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ ყველა მარკეტინგულ კამპანიაში განხორციელდება. ხოლო ღონისძიების ყველა დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც ევროპის გარდა სხვა კონტინენტებზეც გაიმართება, ბათუმი ევროპელი პარტნიორის სტატუსით იქნება მოხსენიებული.
ბათუმი - Sputnik საქართველო, 1920, 11.05.2022
ბათუმი საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას უმანსპინძლებს
აღსანიშნავია, რომ 2019-2020 წელს ბათუმმა World Travel Awards-ის პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა, როგორც ევროპის სწრაფად მზარდმა ტურისტულმა მიმართულებამ.
World Travel Awards-ის ღონისძიება 1993 წლიდან ტარდება. მასზე ასობით ნომინაცია და ათასობით ნომინანტი კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიაშია გადანაწილებული. მათ შორის იქნება წამყვანი სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურისტული ატრაქციები, მიმართულებები, ტუროპერატორები, ასევე საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო ტრანსპორტის კომპანიები.
ყველა ახალი ამბავი
0