ბათუმი საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას უმანსპინძლებს

© photo: Sputnik / Stringerბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო, 1920, 11.05.2022
გამოწერა
გამოფენა ორწლიანი პაუზის შემდეგ კომპანია GEONET EXPO-ს ორგანიზებით იმართება და მასზე დასწრება თავისუფალია.
თბილისი, 11 მაისი - Sputnik. ბათუმში 13-15 მაისს ,,ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის" მე-13 საერთაშორისო გამოფენა EXPO Batumi Travel 2022 გაიმართება, ნათქვამია აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ღონისძიებაში მონაწილეობას 80-მდე ადგილობრივი და უცხოური სასტუმრო აღჭურვილობის, რესტორნებისა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები მიიღებენ.
გამოფენა რეგიონში კომპანია მეცამეტედ იმართება და მასზე დასწრებას ნებისმიერი მსურველი უფასოდ შეძლებს. გამოფენა COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ორწლიანი პაუზის შემდეგ გაიმართება.
EXPO BATUMI TRAVEL 2022-ზე წარმოდგენილი იქნებიან ტურისტული კომპანიები, სასტუმროები, სპა-ცენტრები, დასასვენებელ-გამაჯანსაღებელი ცენტრები, გასართობი დაწესებულებები, ტურ-ოპერატორები, საკურორტო ზონის მუნიციპალიტეტები და სადაზღვევო კომპანიები.
ღონისძიების ორგანიზატორია კომპანია GeoNet Express. ეს არის ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო საგამოფენო კომპანია საქართველოში 13-წლიანი გამოცდილებით, რომელიც ხელს უწყობს რეგიონში საგამოფენო საქმიანობის განვითარებას. წლის განმავლობაში კომპანია აწყობს ოთხ გამოფენას ქალაქ ბათუმში, ნათქვამია განცხადებაში.
გამოფენის მიზანი ტურიზმის სფეროს წარმომადგენლების ერთ სივრცეში გაერთიანება, ინოვაციებისა და ახალი სერვისების შესახებ ინფორმაციის გაცვლა, ბიზნეს-კონტაქტების მოძიება და სამომავლოდ საქმიანი ურთიერთობების დამყარებაა.
ყველა ახალი ამბავი
0