https://sputnik-georgia.com/20220513/saqartvelos-mosaxleoba-ricxovnoba-asaki-sqesi-266623069.html
საქართველოს მოსახლეობა: რიცხოვნობა, ასაკი, სქესი
საქართველოს მოსახლეობა: რიცხოვნობა, ასაკი, სქესი
Sputnik საქართველო
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა „საქსტატმა“ ქვეყნის მოსახლეობის მონაცემები გამოაქვეყნა 2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით. 13.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-13T18:00+0400
2022-05-13T18:00+0400
2022-05-13T22:46+0400
საქართველო
ინფოგრაფიკა
მულტიმედია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/0d/266622436_0:0:3641:2048_1920x0_80_0_0_8ee80cd2996ccd8c6d5df5cf5ee56547.png
„საქსტატის" ცნობით, მიმდინარე წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში 3.688.600 ადამიანი ცხოვრობდა, რაც 1,1%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.ამასთან, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მოსახლეობის 59,7% საქალაქო დასახლებებში ცხოვრობს. ცალკე თბილისის მოსახლეობა ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის თითქმის მესამედს შეადგენს.რაც შეეხება მოსახლეობის ასაკს, 0-14 წლის მოქალაქეების წილი მთელ მოსახლეობაში 20,8%-ს შეადგენს, შრომისუნარიანი ასაკის მოქალაქეების წილი (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) – 63,7%-ს, ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი − 15,5%-ს. მედიანური ასაკი 38 წელია (ანუ ასაკი, რომელთან შედარებითაც ქვეყნის მოსახლეობის ერთი ნახევარი უფროსია, მეორე ნახევარი კი - უმცროსი).2021 წელს ემიგრანტების რაოდენობამ 99.974 ადამიანი შეადგინა, რაც 34,6%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ხოლო იმიგრანტთა რაოდენობა 17,8%-ით შემცირდა და 74.008 ადამიანი შეადგინა.„Sputnik-საქართველოს“ ინფოგრაფიკაში მკითხველი ქვეყნის მოსახლეობის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას გაიგებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/0d/266622436_441:0:3172:2048_1920x0_80_0_0_7e61680e04571fc48af64dcfc45279fb.pngSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ინფოგრაფიკა, მულტიმედია, инфографика
საქართველო, ინფოგრაფიკა, მულტიმედია, инфографика
საქართველოს მოსახლეობა: რიცხოვნობა, ასაკი, სქესი
18:00 13.05.2022 (განახლებულია: 22:46 13.05.2022) საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა „საქსტატმა“ ქვეყნის მოსახლეობის მონაცემები გამოაქვეყნა 2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით.
„საქსტატის" ცნობით, მიმდინარე წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში 3.688.600 ადამიანი ცხოვრობდა, რაც 1,1%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ამასთან, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მოსახლეობის 59,7% საქალაქო დასახლებებში ცხოვრობს. ცალკე თბილისის მოსახლეობა ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის თითქმის მესამედს შეადგენს.
რაც შეეხება მოსახლეობის ასაკს, 0-14 წლის მოქალაქეების წილი მთელ მოსახლეობაში 20,8%-ს შეადგენს, შრომისუნარიანი ასაკის მოქალაქეების წილი (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) – 63,7%-ს, ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი − 15,5%-ს. მედიანური ასაკი 38 წელია (ანუ ასაკი, რომელთან შედარებითაც ქვეყნის მოსახლეობის ერთი ნახევარი უფროსია, მეორე ნახევარი კი - უმცროსი).
2021 წელს ემიგრანტების რაოდენობამ 99.974 ადამიანი შეადგინა, რაც 34,6%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ხოლო იმიგრანტთა რაოდენობა 17,8%-ით შემცირდა და 74.008 ადამიანი შეადგინა.
„Sputnik-საქართველოს“ ინფოგრაფიკაში მკითხველი ქვეყნის მოსახლეობის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას გაიგებს.