საქართველოს მოსახლეობა: რიცხოვნობა, ასაკი, სქესი

გამოწერა
Yandex newsTelegram
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა „საქსტატმა“ ქვეყნის მოსახლეობის მონაცემები გამოაქვეყნა 2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით.
„საქსტატის" ცნობით, მიმდინარე წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში 3.688.600 ადამიანი ცხოვრობდა, რაც 1,1%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ამასთან, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მოსახლეობის 59,7% საქალაქო დასახლებებში ცხოვრობს. ცალკე თბილისის მოსახლეობა ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის თითქმის მესამედს შეადგენს.
რაც შეეხება მოსახლეობის ასაკს, 0-14 წლის მოქალაქეების წილი მთელ მოსახლეობაში 20,8%-ს შეადგენს, შრომისუნარიანი ასაკის მოქალაქეების წილი (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) – 63,7%-ს, ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი − 15,5%-ს. მედიანური ასაკი 38 წელია (ანუ ასაკი, რომელთან შედარებითაც ქვეყნის მოსახლეობის ერთი ნახევარი უფროსია, მეორე ნახევარი კი - უმცროსი).
2021 წელს ემიგრანტების რაოდენობამ 99.974 ადამიანი შეადგინა, რაც 34,6%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ხოლო იმიგრანტთა რაოდენობა 17,8%-ით შემცირდა და 74.008 ადამიანი შეადგინა.
„Sputnik-საქართველოს“ ინფოგრაფიკაში მკითხველი ქვეყნის მოსახლეობის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას გაიგებს.
ყველა ახალი ამბავი
0