https://sputnik-georgia.com/20220513/prezidenti-dasavleti-ivanishvilis-winaagmdeg-sanqciebs-ar-ganixilavs-266632781.html
პრეზიდენტი: დასავლეთი ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციებს არ განიხილავს
პრეზიდენტი: დასავლეთი ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციებს არ განიხილავს
Sputnik საქართველო
თბილისი, 13 მაისი – Sputnik. აშშ-სა და ევროპაში ჩემი ვიზიტებისას საქართველოს ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხი არ... 13.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-13T20:56+0400
2022-05-13T20:56+0400
2022-05-13T23:39+0400
საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი
ბიძინა ივანიშვილი
პოლიტიკა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/09/265868196_239:384:2400:1600_1920x0_80_0_0_033a908b75121bbbb87f70df2ef53713.jpg
თბილისი, 13 მაისი – Sputnik. აშშ-სა და ევროპაში ჩემი ვიზიტებისას საქართველოს ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხი არ განხილულა, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან.რუსმა პოლიტოლოგმა ანდრეი პიონტკოვსკიმ სამშაბათს „უკრაინა 24"-ის ეთერში მოუწოდა უკრაინელებს აქტიურობისკენ საქართველოს ტერიტორიაზე მეორე ფრონტის გასახსნელად. მისი თქმით, ამისათვის „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები უნდა დაწესდეს. პიონტკოვსკი დარწმუნებულია, რომ ამის შემდეგ „ივანიშვილი გაიქცევა და რეჟიმი დაინგრევა“, ხოლო საქართველო გათავისუფლდება.მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოში“ პიონტკოვსკის უავტორიტეტო და შარლატანი უწოდეს.იმის შესახებ, რომ საქართველოში არ იქნება არანაირი მეორე ფრონტი, არაერთხელ განაცხადეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და სხვა მაღალჩინოსნებმა. პრემიერის თქმით, საქართველომ მხარი უნდა დაუჭიროს რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას.არანაირი მეორე ფრონტი, ომი არ იქნება – პრემიერი ხანგრძლივი მშვიდობის გარანტიას იძლევა>>>საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ ერთ-ერთმა პირველმა უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა მოუწოდა.რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარი 24 თებერვალს შეიყვანა. პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ ეს არის „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის სპეცოპერაცია“ და რომ რუსეთის გეგმებში უკრაინის ტერიტორიების დაპყრობა არ შედის. ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის მიმართ ეკონომიკური სანქციები გაამკაცრეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/09/265868196_728:346:2400:1600_1920x0_80_0_0_67a6226a589ad2207f2717607a9dbf32.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, ბიძინა ივანიშვილი , პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, ბიძინა ივანიშვილი , პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისი, 13 მაისი – Sputnik. აშშ-სა და ევროპაში ჩემი ვიზიტებისას საქართველოს ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხი არ განხილულა, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან.
რუსმა პოლიტოლოგმა ანდრეი პიონტკოვსკიმ სამშაბათს „უკრაინა 24"-ის ეთერში მოუწოდა უკრაინელებს აქტიურობისკენ საქართველოს ტერიტორიაზე მეორე ფრონტის გასახსნელად. მისი თქმით, ამისათვის „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები უნდა დაწესდეს. პიონტკოვსკი დარწმუნებულია, რომ ამის შემდეგ „ივანიშვილი გაიქცევა და რეჟიმი დაინგრევა“, ხოლო საქართველო გათავისუფლდება.
„ახლახან ვიყავი ევროპასა და ამერიკაში, საიდანაც კვირის დასაწყისში დავბრუნდი. არსად, არცერთ შეხვედრაზე ეს საკითხი არ დასმულა. როგორც უკვე გითხარით, მოვისმინე ჩემი კოლეგების მოსაზრებები და არსად ეს საკითხი დასმული არ ყოფილა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების შესაძლო დაწესებასთან დაკავშირებით.
მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოში“ პიონტკოვსკის უავტორიტეტო და შარლატანი უწოდეს.
იმის შესახებ, რომ საქართველოში არ იქნება არანაირი მეორე ფრონტი, არაერთხელ განაცხადეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და სხვა მაღალჩინოსნებმა. პრემიერის თქმით, საქართველომ მხარი უნდა დაუჭიროს რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას.
საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ ერთ-ერთმა პირველმა უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა მოუწოდა.
რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარი 24 თებერვალს შეიყვანა. პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ ეს არის „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის სპეცოპერაცია“ და რომ რუსეთის გეგმებში უკრაინის ტერიტორიების დაპყრობა არ შედის. ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის მიმართ ეკონომიკური სანქციები გაამკაცრეს.