https://sputnik-georgia.com/20220513/aranairi-meore-fronti-ar-iqneba-premieri-266625304.html
არანაირი მეორე ფრონტი, ომი არ იქნება - პრემიერი ხანგრძლივი მშვიდობის გარანტიას იძლევა
არანაირი მეორე ფრონტი, ომი არ იქნება - პრემიერი ხანგრძლივი მშვიდობის გარანტიას იძლევა
Sputnik საქართველო
ქვეყანაში იქნება მშვიდობა, მშენებლობა და განვითარება, პირობას დებს მთავრობის მეთაური. 13.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-13T14:45+0400
2022-05-13T14:45+0400
2022-05-16T14:11+0400
პოლიტიკა
საქართველო
უკრაინა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ახალი ამბები
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/17/261425517_0:65:1280:786_1920x0_80_0_0_0ab4edb8dcab9f07831127404076bd05.jpg
თბილისი, 13 მაისი – Sputnik. საქართველოში არ იქნება არანაირი მეორე ფრონტი, ჩვენი ხელისუფლება ამას არ დაუშვებს, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.რუსმა პოლიტოლოგმა ანდრეი პიონტკოვსკიმ სამშაბათს „უკრაინა 24"-ის ეთერში მოუწოდა უკრაინელებს აქტიურობისკენ საქართველოს ტერიტორიაზე მეორე ფრონტის გასახსნელად. მისი თქმით, ამისათვის „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები უნდა დაწესდეს. პიონტკოვსკი დარწმუნებულია, რომ ამის შემდეგ „ივანიშვილი გაიქცევა და რეჟიმი დაინგრევა“, ხოლო საქართველო გათავისუფლდება.ამასთან, მან აღნიშნა, რომ ქვეყანაში არსებული ხანგრძლივი მშვიდობა და სტაბილურობა ივანიშვილის პოლიტიკის დამსახურებაა.„რა თქმა უნდა, ჩვენი მთავრობა და პოლიტიკური გუნდი ამ პოლიტიკას ვაგრძელებთ. ყველა მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია რომ ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა იყოს. ამის გარეშე ქვეყანაში არაფერი იქნება“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.პრემიერმა ყველას მოუწოდა, შეინარჩუნოს ეს მშვიდობა და ქვეყნის განვითარებაზე იფიქროს.„პიონტკოვსკი შარლატანია“ - გია ვოლსკი>>ერთ-ერთმა პირველმა საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა მოუწოდა.რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარი 24 თებერვალს შეიყვანა. პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ ეს არის „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის სპეცოპერაცია“ და რომ რუსეთის გეგმებში უკრაინის ტერიტორიების დაპყრობა არ შედის. ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის მიმართ ეკონომიკური სანქციები გაამკაცრეს.
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/17/261425517_15:0:1175:870_1920x0_80_0_0_6df1705baa88ced0b3953f6675b95bde.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, საქართველო, უკრაინა , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, ახალი ამბები, საქართველოს პრემიერ–მინისტრი
პოლიტიკა, საქართველო, უკრაინა , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, ახალი ამბები, საქართველოს პრემიერ–მინისტრი
არანაირი მეორე ფრონტი, ომი არ იქნება - პრემიერი ხანგრძლივი მშვიდობის გარანტიას იძლევა
14:45 13.05.2022 (განახლებულია: 14:11 16.05.2022) ქვეყანაში იქნება მშვიდობა, მშენებლობა და განვითარება, პირობას დებს მთავრობის მეთაური.
თბილისი, 13 მაისი – Sputnik. საქართველოში არ იქნება არანაირი მეორე ფრონტი, ჩვენი ხელისუფლება ამას არ დაუშვებს, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
რუსმა პოლიტოლოგმა ანდრეი პიონტკოვსკიმ სამშაბათს „უკრაინა 24"-ის ეთერში მოუწოდა უკრაინელებს აქტიურობისკენ საქართველოს ტერიტორიაზე მეორე ფრონტის გასახსნელად. მისი თქმით, ამისათვის „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები უნდა დაწესდეს. პიონტკოვსკი დარწმუნებულია, რომ ამის შემდეგ „ივანიშვილი გაიქცევა და რეჟიმი დაინგრევა“, ხოლო საქართველო გათავისუფლდება.
„ამას ჩვენი ხელისუფლება არ დაუშვებს. ჩვენ მოწოდების სიმაღლეზე ვართ. ჩვენ მოსახლეობას გარანტიას ვაძლევთ, რომ იქნება გრძელვადიანი მშვიდობა, არანაირი მეორე ფრონტი, ომი არ იქნება ქვეყანაში. იქნება განვითარება, მშენებლობა და მშვიდობა“, – განუცხადა ჟურნალისტებს ღარიბაშვილმა.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ ქვეყანაში არსებული ხანგრძლივი მშვიდობა და სტაბილურობა ივანიშვილის პოლიტიკის დამსახურებაა.
„რა თქმა უნდა, ჩვენი მთავრობა და პოლიტიკური გუნდი ამ პოლიტიკას ვაგრძელებთ. ყველა მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია რომ ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა იყოს. ამის გარეშე ქვეყანაში არაფერი იქნება“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა ყველას მოუწოდა, შეინარჩუნოს ეს მშვიდობა და ქვეყნის განვითარებაზე იფიქროს.
ერთ-ერთმა პირველმა საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა მოუწოდა.
რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარი 24 თებერვალს შეიყვანა. პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ ეს არის „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის სპეცოპერაცია“ და რომ რუსეთის გეგმებში უკრაინის ტერიტორიების დაპყრობა არ შედის. ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის მიმართ ეკონომიკური სანქციები გაამკაცრეს.