https://sputnik-georgia.com/20220513/kevin-speisim-mtavari-roli-miiro-266627228.html
პირველად სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებების შემდეგ: სპეისიმ მთავარი როლი მიიღო
პირველად სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებების შემდეგ: სპეისიმ მთავარი როლი მიიღო
Sputnik საქართველო
კევინ სპეისის კარიერა სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ, როგორც ჩანს, ადგილიდან დაიძრა. 13.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-13T18:16+0400
2022-05-13T18:16+0400
2023-08-17T19:46+0400
მსოფლიო დღეს
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23796/79/237967952_0:298:2982:1975_1920x0_80_0_0_aad1988464faf7938bae99694d25b6b7.jpg
თბილისი, 13 მაისი – Sputnik. ცნობილი ამერიკელი კინომსახიობი კევინ სპეისი დიდი ხნის პაუზის შემდეგ, რომელიც სექსუალური შევიწროების ბრალდებებთან იყო დაკავშირებული, კვლავ ითამაშებს მთავარ როლს კინოში, იუწყება Deadline.ცნობილია, რომ მომავალი ფილმის დასახელებაა „1242 – გასვლა დასავლეთზე“. ესაა უნგრელი რეჟისორის პიტერ სოოსის ისტორიული დრამა. პროექტი დიდი ბრიტანეთის, უნგრეთისა და მონღოლეთის კოპროდუქციაა.სპეისის როლის შესახებ დეტალები ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ცნობილია ის, რომ მისი კოლეგები გადასაღებ მოედანზე იქნებიან ერიკ რობერტსი და კრისტოფერ ლამბერტი.„ბანქოს სახლი“: მე-6 სეზონი კევინ სპეისის პერსონაჟის გარეშე?>>სპეისის წარმატებული კარიერა ხუთი წლის წინ შეწყდა, როდესაც მას ჰარასმენტში (სექსუალური შევიწროება) 15-მა ადამიანმა დასდო ბრალი. მისი ბრალის დამტკიცება ვერავინ შეძლო, ამიტომ სასამართლო საქმეები შეჩერდა. მსახიობი თავად ყველა ბრალდებას კატეგორიულად უარყოფდა.მსახიობ კევინ სპეისის სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ>>ხმაურიანი სკანდალის შემდეგ სპეისი ჩამოაშორეს სერიალ „ბანქოს სახლის“ გადაღებებს, სადაც მან ბრწყინვალედ შეასრულა ფრენკ ანდერვუდის როლი. კინოსურათი „მსოფლიოს მთელი ფული“ კი ხელახლა გადაიღეს, ამოჭრეს კევინ სპეისის კადრები, მისი როლი კი კრისტოფერ პლამერს მისცეს.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23796/79/237967952_168:0:2899:2048_1920x0_80_0_0_8d8feb0b5b884f7f93f728a18e1cc6ff.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, კულტურა საქართველოში
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, კულტურა საქართველოში
პირველად სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებების შემდეგ: სპეისიმ მთავარი როლი მიიღო
18:16 13.05.2022 (განახლებულია: 19:46 17.08.2023) კევინ სპეისის კარიერა სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ, როგორც ჩანს, ადგილიდან დაიძრა.
თბილისი, 13 მაისი – Sputnik. ცნობილი ამერიკელი კინომსახიობი კევინ სპეისი დიდი ხნის პაუზის შემდეგ, რომელიც სექსუალური შევიწროების ბრალდებებთან იყო დაკავშირებული, კვლავ ითამაშებს მთავარ როლს კინოში,
იუწყება Deadline.
ცნობილია, რომ მომავალი ფილმის დასახელებაა „1242 – გასვლა დასავლეთზე“. ესაა უნგრელი რეჟისორის პიტერ სოოსის ისტორიული დრამა. პროექტი დიდი ბრიტანეთის, უნგრეთისა და მონღოლეთის კოპროდუქციაა.
სპეისის როლის შესახებ დეტალები ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ცნობილია ის, რომ მისი კოლეგები გადასაღებ მოედანზე იქნებიან ერიკ რობერტსი და კრისტოფერ ლამბერტი.
სპეისის წარმატებული კარიერა ხუთი წლის წინ შეწყდა, როდესაც მას ჰარასმენტში (სექსუალური შევიწროება) 15-მა ადამიანმა დასდო ბრალი. მისი ბრალის დამტკიცება ვერავინ შეძლო, ამიტომ სასამართლო საქმეები შეჩერდა. მსახიობი თავად ყველა ბრალდებას კატეგორიულად უარყოფდა.
ხმაურიანი სკანდალის შემდეგ სპეისი ჩამოაშორეს სერიალ „ბანქოს სახლის“ გადაღებებს, სადაც მან ბრწყინვალედ შეასრულა ფრენკ ანდერვუდის როლი. კინოსურათი „მსოფლიოს მთელი ფული“ კი ხელახლა გადაიღეს, ამოჭრეს კევინ სპეისის კადრები, მისი როლი კი კრისტოფერ პლამერს მისცეს.