https://sputnik-georgia.com/20220512/mixeil-saakasvili-cixidan-samoqalaqo-klinikasi-gadaiyvanes-266591729.html
მიხეილ სააკაშვილი ციხიდან კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს
მიხეილ სააკაშვილი ციხიდან კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს
Sputnik საქართველო
მსჯავრდებული სააკაშვილი პენიტენციური დაწესებულებიდან სამოქალაქო კლინიკაში უკვე მეორედ გადაიყვანეს 12.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-12T11:08+0400
2022-05-12T11:08+0400
2022-05-13T00:22+0400
ახალი ამბები
საქართველო
მიხეილ სააკაშვილი
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/08/262696055_0:511:2731:2047_1920x0_80_0_0_3ba15042d6f70f5af0ab5264059bb82e.jpg
თბილისი, 12 მაისი - Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რუსთავის №12 პენიტენციური დაწესებულებიდან თბილისის სამედიცინო ცენტრ „ვივამედში“ ეტაპირება განხორციელდა.სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შესახებ შეთავაზება იუსტიციის მინისტრმა სამშაბათს გააკეთა. სააკაშვილი დათანხმდა აღნიშნულ კლინიკაში ეტაპირებას, რომელიც პენიტენციურ სისტემას ემსახურება, მხოლოდ იმ პირობით, რომ მასთან მუდმივად შეუშვებენ ოჯახის წევრებს, მის პირად ექიმს ნიკოლოზ ყიფშიძეს, ცენტრ „ემპათიის“ ექიმებს, დეპუტატებსა და ადვოკატებს.როგორც სამინისტროში აღნიშნეს, ექს-პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში ეტაპირების წინადადება პენიტენციური სამსახურის მხრიდან გაკეთდა მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების რისკების მინიმიზაციის მიზნით.ეტაპირებამდე ექს-პრეზიდენტის დედას გიული ალასანიას „ვივამედის“ ხელმძღვანელობა დაუკავშირდა და შეხვედრა დაუნიშნა. ადგილზე მისულმა ალასანიამ მედიისთვის მოკლე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, კლინიკა კარგია, მაგრამ დღის წესრიგში კვლავ დგას სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაყვანა. იუსტიციის სამინისტრო მოუწოდებს სააკაშვილს კლინიკაში მკურნალობას დათანხმდეს>>>ადვოკატები, ოჯახის წევრები და თავად სააკაშვილი ამტკიცებენ, რომ მას პენიტენციურ დაწესებულებაში სათანადოდ არ მკურნალობენ და ის სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა, ამიტომ ექს-პრეზიდენტს საზღვარგარეთ მკურნალობა სჭირდება.თავის მხრივ, იუსტიციის სამინისტრომ არაერთხელ განაცხადა, რომ სააკაშვილი თავად აყენებს ზიანს საკუთარ ჯანმრთელობას, რადგანაც უარს აცხადებს მედიკამენტების ნაწილის მიღებაზე.სააკაშვილის ჯანმრთელობა გაუარესდა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, რომელიც მან 2021 წლის 1 ოქტომბერს, თბილისში დაკავებისთანავე გამოაცხადა.სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, სამშობლოში 2021 წლის 29 სექტემბერს არალეგალურად დაბრუნდა. დაკავებამდე იგი რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, ბათუმსა და ქუთაისში იმყოფებოდა.საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე“ უწოდეს.სააკაშვილს განაჩენი დაუსწრებლად უკვე გამოტანილი აქვს სისხლის სამართლის ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/08/262696055_0:0:2729:2047_1920x0_80_0_0_be1aa09b42fcf11b9f025c131b55343c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მიხეილ სააკაშვილი კლინიკა ვივამედი
მიხეილ სააკაშვილი კლინიკა ვივამედი
მიხეილ სააკაშვილი ციხიდან კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს
11:08 12.05.2022 (განახლებულია: 00:22 13.05.2022) მსჯავრდებული სააკაშვილი პენიტენციური დაწესებულებიდან სამოქალაქო კლინიკაში უკვე მეორედ გადაიყვანეს
თბილისი, 12 მაისი - Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რუსთავის №12 პენიტენციური დაწესებულებიდან თბილისის სამედიცინო ცენტრ „ვივამედში“ ეტაპირება განხორციელდა.
სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შესახებ შეთავაზება იუსტიციის მინისტრმა სამშაბათს გააკეთა. სააკაშვილი დათანხმდა აღნიშნულ კლინიკაში ეტაპირებას, რომელიც პენიტენციურ სისტემას ემსახურება, მხოლოდ იმ პირობით, რომ მასთან მუდმივად შეუშვებენ ოჯახის წევრებს, მის პირად ექიმს ნიკოლოზ ყიფშიძეს, ცენტრ „ემპათიის“ ექიმებს, დეპუტატებსა და ადვოკატებს.
როგორც სამინისტროში აღნიშნეს, ექს-პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში ეტაპირების წინადადება პენიტენციური სამსახურის მხრიდან გაკეთდა მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების რისკების მინიმიზაციის მიზნით.
ეტაპირებამდე ექს-პრეზიდენტის დედას გიული ალასანიას „ვივამედის“ ხელმძღვანელობა დაუკავშირდა და შეხვედრა დაუნიშნა. ადგილზე მისულმა ალასანიამ მედიისთვის მოკლე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, კლინიკა კარგია, მაგრამ დღის წესრიგში კვლავ დგას სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაყვანა.
ადვოკატები, ოჯახის წევრები და თავად სააკაშვილი ამტკიცებენ, რომ მას პენიტენციურ დაწესებულებაში სათანადოდ არ მკურნალობენ და ის სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა, ამიტომ ექს-პრეზიდენტს საზღვარგარეთ მკურნალობა სჭირდება.
თავის მხრივ, იუსტიციის სამინისტრომ არაერთხელ განაცხადა, რომ სააკაშვილი თავად აყენებს ზიანს საკუთარ ჯანმრთელობას, რადგანაც უარს აცხადებს მედიკამენტების ნაწილის მიღებაზე.
სააკაშვილის ჯანმრთელობა გაუარესდა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, რომელიც მან 2021 წლის 1 ოქტომბერს, თბილისში დაკავებისთანავე გამოაცხადა.
სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, სამშობლოში 2021 წლის 29 სექტემბერს არალეგალურად დაბრუნდა. დაკავებამდე იგი რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, ბათუმსა და ქუთაისში იმყოფებოდა.
საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე“ უწოდეს.
სააკაშვილს განაჩენი დაუსწრებლად უკვე გამოტანილი აქვს სისხლის სამართლის ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.