https://sputnik-georgia.com/20220511/iusticiis-samnistro-saakashvils-mkurnalobaze-datanxmebas-mouwodebs-266581223.html
იუსტიციის სამინისტრო მოუწოდებს სააკაშვილს კლინიკაში მკურნალობას დათანხმდეს
იუსტიციის სამინისტრო მოუწოდებს სააკაშვილს კლინიკაში მკურნალობას დათანხმდეს
Sputnik საქართველო
საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პასუხი იუსტიციის სამინისტროში შეაფასეს როგორც ულტიმატუმი. 11.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-11T17:36+0400
2022-05-11T17:36+0400
2022-05-11T17:36+0400
საქართველო
მიხეილ სააკაშვილი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0b/261989042_113:140:2113:1265_1920x0_80_0_0_66e01b9c6a5cc87224ef8b934a15b69c.jpg
თბილისი, 11 მაისი – Sputnik. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს მოუწოდა ისარგებლოს შეთავაზებით სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში“ გამოსაკვლევად და საჭიროების შემთხვევაში სამკურნალოდ გადაყვანის თაობაზე.აღნიშნული შეთავაზება მინისტრმა რატი ბრეგაძემ გუშინ გააჟღერა. სააკაშვილი დათანხმდა აღნიშნულ კლინიკაში ეტაპირებას, რომელიც პენიტენციურ სისტემას ემსახურება, მხოლოდ იმ პირობით, რომ მასთან მუდმივად შეუშვებენ ოჯახის წევრებს, მის პირად ექიმს ნიკოლოზ ყიფშიძეს და ცენტრ „ემპათიის“ ექიმებს , ასევე დეპუტატებსა და ადვოკატებს სამუშაო საათებში.სამინისტროში აღნიშნეს, რომ ექს-პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში ეტაპირების წინადადება პენიტენციური სამსახურის მხრიდან გაკეთდა მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების რისკების მინიმიზაციის მიზნით. იუსტიციის სამინისტრომ არაერთხელ განაცხდა, რომ სააკაშვილი უარს აცხადებს მედიკამენტების ნაწილის მიღებაზე.„სამედიცინო ღონისძიებების განხორციელებას ესაჭიროება პირის ინფორმირებული თანხმობა, რომლის ნაცვლადაც საზოგადოებამ იხილა ულტიმატუმის ტოლფასი თანხმობა“, - ნათქვამია განცხადებაში.განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ იუსტიციის სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი სპეციალური პენიტენციური სამსახური სრულ ნდობას უცხადებს საქართველოში ლიცენზირებულ სამედიცინო დაწესებულებებს და იქ მომუშავე მედპერსონალს, რომელიც ყოველთვის ზრუნავს ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე.უწყებაში ასევე აღნიშნეს,რომ პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები, სამედიცინო დახმარების აღმოჩენის პარალელურად, 24-საათიან რეჟიმში ახორციელებენ სხვადასხვა ღონისძიებებს პატიმრის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღება ამ ორი სიკეთის გონივრული ბალანსის საფუძველზე, აღნიშნულია განცხადებაში.რაც შეეხება მსჯავრდებულთან მნახველების დაშვებას, სამინისტროში განაცხადეს, რომ მათი დაშვება უზრუნველყოფილი იქნება კანონმდებლობის და სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციების შესაბამისად.სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი სახის პროვოკაციული ქმედებისგან, რომელიც ხელს უშლის მიხეილ სააკაშვილს მისთვის გონივრული გადაწყვეტილების მიღებაში.ადვოკატები, ოჯახის წევრები და თავად სააკაშვილი ამტკიცებენ, რომ მას პენიტენციურ დაწესებულებაში სათანადოდ არ მკურნალობენ და ის სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა, ამიტომ ექს-პრეზიდენტს საზღვარგარეთ მკურნალობა სჭირდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0b/261989042_0:166:1465:1265_1920x0_80_0_0_1412a0a6892a4cc5865fe97075acbd8c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , საზოგადოება, ახალი ამბები
იუსტიციის სამინისტრო მოუწოდებს სააკაშვილს კლინიკაში მკურნალობას დათანხმდეს
საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პასუხი იუსტიციის სამინისტროში შეაფასეს როგორც ულტიმატუმი.
თბილისი, 11 მაისი – Sputnik. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს მოუწოდა ისარგებლოს შეთავაზებით სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში“ გამოსაკვლევად და საჭიროების შემთხვევაში სამკურნალოდ გადაყვანის თაობაზე.
აღნიშნული შეთავაზება მინისტრმა რატი ბრეგაძემ გუშინ გააჟღერა. სააკაშვილი დათანხმდა აღნიშნულ კლინიკაში ეტაპირებას, რომელიც პენიტენციურ სისტემას ემსახურება, მხოლოდ იმ პირობით, რომ მასთან მუდმივად შეუშვებენ ოჯახის წევრებს, მის პირად ექიმს ნიკოლოზ ყიფშიძეს და ცენტრ „ემპათიის“ ექიმებს , ასევე დეპუტატებსა და ადვოკატებს სამუშაო საათებში.
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს, მისივე ინტერესებიდან გამომდინარე, ისარგებლოს მისი ჯანმრთელობის დაცვისკენ მიმართული შეთავაზებული სამედიცინო მომსახურებით დათქმების გარეშე“, - ნათქვამია განცხადებაში.
სამინისტროში აღნიშნეს, რომ ექს-პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში ეტაპირების წინადადება პენიტენციური სამსახურის მხრიდან გაკეთდა მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების რისკების მინიმიზაციის მიზნით. იუსტიციის სამინისტრომ არაერთხელ განაცხდა, რომ სააკაშვილი უარს აცხადებს მედიკამენტების ნაწილის მიღებაზე.
„სამედიცინო ღონისძიებების განხორციელებას ესაჭიროება პირის ინფორმირებული თანხმობა, რომლის ნაცვლადაც საზოგადოებამ იხილა ულტიმატუმის ტოლფასი თანხმობა“, - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ იუსტიციის სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი სპეციალური პენიტენციური სამსახური სრულ ნდობას უცხადებს საქართველოში ლიცენზირებულ სამედიცინო დაწესებულებებს და იქ მომუშავე მედპერსონალს, რომელიც ყოველთვის ზრუნავს ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე.
„ექიმების მიმართ უსაფუძვლო უნდობლობის გამოხატვა და შეუთანხმებლად მათ საქმიანობაში ჩარევის მცდელობა აჭიანურებს და ხელს უშლის ჯანმრთელობისათვის საჭირო სამედიცინო ღონისძიებების განხორციელებას“, - ნათქვამია განცხადებაში.
უწყებაში ასევე აღნიშნეს,რომ პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები, სამედიცინო დახმარების აღმოჩენის პარალელურად, 24-საათიან რეჟიმში ახორციელებენ სხვადასხვა ღონისძიებებს პატიმრის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღება ამ ორი სიკეთის გონივრული ბალანსის საფუძველზე, აღნიშნულია განცხადებაში.
რაც შეეხება მსჯავრდებულთან მნახველების დაშვებას, სამინისტროში განაცხადეს, რომ მათი დაშვება უზრუნველყოფილი იქნება კანონმდებლობის და სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციების შესაბამისად.
სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი სახის პროვოკაციული ქმედებისგან, რომელიც ხელს უშლის მიხეილ სააკაშვილს მისთვის გონივრული გადაწყვეტილების მიღებაში.
ადვოკატები, ოჯახის წევრები და თავად სააკაშვილი ამტკიცებენ, რომ მას პენიტენციურ დაწესებულებაში სათანადოდ არ მკურნალობენ და ის სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა, ამიტომ ექს-პრეზიდენტს საზღვარგარეთ მკურნალობა სჭირდება.